კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები


– ვალოდია, მართლა მოიგე ლატარიაში ხუთი ათასი?
– კი, მოვიგე.
– მერე, როგორ შეხვდა ამას შენი ცოლი?
– სიხარულისგან ენა ჩაუვარდა.
– ღმერთო, მეც მაღირსე ასეთი ბედნიერება!
***
– სად მუშაობ?
– არსად.
– რას აკეთებ?
– არაფერს.
– მშვენიერი ხელობა გქონია...
– ხო, მაგრამ ბევრი კონკურენტი მყავს.
***
დილით, სამსხურში მიმავალ კაკოს მეზობელი შეხვდა და მოიკითხა:
–  როგორ ხარ, კაკო?
–  ღილივით.
–  ეგ როგორ?
– დილიდან თავს ყულფში ვუყრი.
***
– ოფიციანტ, ჩემს ღვინოში თეთრი თმა გდია!
– აბა, რა გეგონათ 100 წლის დაძველების ღვინო რომ მოითხოვეთ? ხუჭუჭა თმას ვინ მოგიტანდათ?
***
– ბიჭებო, ხვალ ჩემთან ვქეიფობთ – კარგი ჩაქაფული, ღვინო, კონიაკი, ხაჭაპური, თევზი...
– და, გოგოები?
– გოგოებს უკვე მოველაპარაკე... არ მოვლენ!
***
– მარო, არ იმღერებ?
–  ახლა? სტუმრები უკვე მიდიან და...
–  ხო, მაგრამ რაღაც ფეხს ითრევენ და მიეხმარე.
***
დღეს პარლამენტში გაიმართა შეხვედრა დაკეტილ კარს მიღმა. საღამოს გასაღებიც იპოვეს.
***
– დედა, ჩვენ მართლა მაიმუნებისგან წარმოვიშვით?
–  რა ვიცი, შვილო, მამაშენმა არადა არ გამაცნო თავისი ოჯახის წევრები.
***
–  გუშინ ისეთი მთვრალი ორი კაცი ვნახე, გავოგნდი.
–  რამ გაგაოგნა, პირველად ნახე მთვრალი კაცები?
–  არა, მთვრალები არ ვნახე პირველად, მაგრამ პირველად ვნახე, რომ ერთის „საროჩკა“ მეორეს ჰქონდა შარვალში ჩატანებული.
***
ბიზნესმენი სახლში მივიდა, ჩამოჯდა, გადაშალა დღიური და აღნიშვნა გააკეთა:
– ბანკის ვალი გასტუმრებულია...
– იცი, დღეს გიღალატე, – წაიჩურჩულა ცოლმა.
ბიზნესმენმა მეორე აღნიშვნაც გააკეთა:
– ცოლ-ქმრული ვალიც...
***
ძმაკაცი ეკითხება ძმაკაცს:
–  რა არის, ბიჭო, თვალი ჩალურჯებული რატომ გაქვს?
–  საყვარელი ქალის გამო ვიჩხუბე.
– ვის ეჩხუბე?
– ცოლს.
***
– მამი, რატომ ურჩევნიათ ზღაპრები რეალობას?
– იმიტომ რომ, ზღაპრებში პირიქით არის – ჯერ გომბეშო, მერე პრინცესა.
***
ქმარი სახლში ნასვამი მივიდა, მაგრამ არ იმჩნევს. ცოლი ეკითხება:
– მთვრალი ხარ?
– არ დამილევია.
– ნასვამი ხარ?
– არ დამილევია-მეთქი.
– კარგი... აბა, თქვი: ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური.
– ჰო, კარგი, ცოტა დავლიე.

скачать dle 11.3