კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

რატომ გადაწყვიტა ლადო ბურდულმა პირდაპირ ეთერში შარვლის გახსნა და რა სირთულეებს აწყდებოდა ის თავისი განსხვავებულობის გამო #43

„ქინგ ლადო“, იგივე ლადო ბურდული, რომელსაც საზოგადოება ყოველთვის კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებდა, თავისუფლების, განსხვავებული მუსიკისა თუ ვიზუალის გამო. როგორც ამბობს, ადრე არავის აზრს არ აქცევდა ყურადღებას, თუმცა ახლა ხშირად რადიკალურად რეაგირებს მის მიმართ გამოთქმულ უსამართლო კრიტიკაზე. როგორც ამბობს, დღეს უკვე იმ ბაბუების შვილიშვილები ლანძღავენ და ქვეყანაში არაფერი შეცვლილა
ლადო ბურდული: ძალიან პატარა ვიყავი, ევროპაში რომ დავდიოდი და დავინახე, რომ ჩვენს ცხოვრებაში ცვლილებებია საჭირო. მინდოდა, აქაც რომ დაინახავდნენ საყურიან და გრძელთმიან ტიპებს, არ გაჰკვირვებოდათ. 90-იან წლებში მე და ჩემი მეგობრები ვცდილობდით, რაღაც გაგვეკეთებინა. მარტო ჩვენ გვესმოდა ევროპა... დასავლეთში რომ დავდიოდი, კარგი კონტაქტები მქონდა. ბევრი მეგობარი მყავდა. პირველი გოგო, ვინც შემიყვარდა, ფრანგი იყო და ვხედავდი, როგორი ორგანული ვიყავი მე იქ. როკში რომ მოვედი, დამხვდა სცენა, სადაც ტიპები მღერიან „ფარფლებს,” „პინკფლოიდებს” და არავინ მღერის ქართულად. იყო პლაგიატობა და ისიც უნიჭო. მარტო რამდენიმე კაცი მღეროდა და ისინიც ტერენტი გრანელისა და გალაკტიონის ლექსებზე. ანუ, როკში, რომელიც ყველაზე სოციალური მოვლენაა და რომელშიც ყველა ყვება იმას, რითაც ცხოვრობს, ამას აქ არავინ აკეთებდა. მოსაყოლი არაფერი არ ჰქონდათ და ყველა იყო სადღაც, მისტიკაში. პირველად მე დავიწყე ჩემი სულიერი მდგომარეობის მოყოლა. ეს უკვე დიდი კონფლიქტი იყო ამ ხალხთან. მე ეს შევძელი იმიტომ, რომ სხვა ბექრაუნდი მქონდა და არ ვიზრდებოდი „პინკფლოიდებსა” და რაღაც სისულელეებზე. დავიწყე და მივედი იმ ჩინეთის კედელთან, რომელიც აქ დღემდე არსებობს. ეს ადამიანების გულგრილობაა საკუთარი საქმის, პროფესიის მიმართ – გაუცნობიერებლობა, ზედაპირულობა და უსიყვარულობა. მთელი ცხოვრება რადიკალი ვიყავი, დავდიოდი იროკეზი თმებით, 6 საყურე მეკეთა. ახლაც დავდივარ შორტებით და მილიონ ასეთ რამეს ვაკეთებ. ეს იმისთვისაც, ეს წვერებიანი მაიმუნები მიხვდნენ, რომ მე კი არა ვარ მშიშარა, თვითონ არიან მშიშრები. სიყვარულსა და თავისუფლებას ვერავინ მოერევა და ვერც ეს სინთეტიკური ადამიანები, დროებითი ნეშომპალები მოერევიან.
–  იმ დროს ძალიან დიდი გამბედაობა იყო საყურითა და გრძელი თმით სიარული. კრიტიკის და ლანძღვის ობიექტი სულ იქნებოდი...
 –  საქართველოში ძალიან რთულად იღებდნენ სიახლეს და განსხვავებულობას. თავისუფლება და განსხვავებულობა იმ დროს ძალიან ყვიროდა და გასაკვირი იყო, მე როგორც ვცხოვრობდი. მე კი ისე ვცხოვრობდი, როგორც თავს კომფორტულად ვგრძობდი და ის სწორად მიმაჩნდა. ეს დინების საწინააღმდეგოდ იყო თუ არა, ამის ანალიზს არ ვაკეთებდი. რაც სწორად მიმაჩნდა, იმას ვაკეთებდი. ძლიერი ინდივიდუალური ხასიათი მაქვს. ეს მარცვალი შიგნით გიდევს, რაც უფრო ღვთიური მგონია. საქართველოში განსხვავებულის მიმართ მშიშარაა საზოგადოება. პირველად რომ საყურე გავიკეთე, თმა გავიზარდე და შორტები ჩავიცვი – ჩხუბები ატყდა. მე ბევრს მივეხმარე, ადაპტაცია მოეხდინა და ერთგვარი ხიდი ვყოფილიყავი მათთვის,  ამ მხარეს რომ გადმოსულიყვნენ. მიტინგები რომ ტარდებოდა, მაშინ მე და ჩემი მეგობრები რომ ჩავივილიდით, ეს ამდენი ხალხი გაჩუმდებოდა, თვალს გამოგვაყოლებდნენ, გავივლიდით და განაგრძობდნენ. ზოგი საერთოდ არ გვამჩნევდა, ვერ გვხედავდნენ. რომ დავენახეთ, ანალიზი უნდა გაეკეთებინათ და არ შეეძლოთ. რამდენჯერ ყოფილა, სკეიტბორდით წავსულვარ სახლიდან ოპერამდე, როცა იქ ვუკრავდი. ეს მაშინ ახალი ხილი იყო და ძალიან უკვირდათ. ადამიანებს ძალიან უჭირთ, იყვნენ განსხვავებულები. მათ რაღაც სისტემაში ერთფეროვანი ყოფა ურჩევნიათ.  მათ გვერდზე ჩემი არსებობით კი, ხაზს ვუსვამ იმას, რომ რაღაც სხვაც არსებობს. ამის გამო უამრავი ქვა და გინება მომხვედრია. მე ისეთ მუსიკას ვაკეთებ, საშუალოდ ვერავინ შემაფასებს – ან ძალიან უნდა მოსწონდეთ, ან საერთოდ არა. გამომდინარე იქიდან, რა საზოგადოებაშიც ვცხოვრობთ, ბუნებრივია, უმეტესობა უნდა მლანძღავდეს. 
–  ეს ადრე. მას შემდეგ თუ შეიცვალა დამოკიდებულება?
–  არაფერი შეცვლილა. თუ ძველად ნორმალური ტიპები იყვნენ თითზე ჩამოსათვლელნი, ახლა ას დოლარად იყიდეს ვიზუალი, „შმოტკები“, საყურე, მაგრამ შიგნიდან უარესები გახდნენ. ახლა საზოგადოება გახდა განათლებული ნაძირალა, განათლებული გაიძვერა. ადრე გოიმები იყვნენ და რაღაც დონეზე მეცოდებოდნენ. მივხვდი, რომ ნაღდი, უნივერსალური ძალიან ცოტაა მთელ მსოფლიოში. საქართველოში უფრო აგრესიულად არიან განწყობილნი განსხვავებულის მიმართ. ამაში ვარ უხუცესი – განსხვავებული აზრის მოსმენის ჩემს პირად მაგალითზე გეტყვით, რომ მთელი ცხოვრება თან მდევს აღფრთოვანებული გოგოები, დაბოღმილი ბიჭები და ამ დაბოღმილი ბიჭების დაქალები. კეთილ და ჯიგარ გოგოებს მაგრად ვევასები. მე ვარ სარკე – მათგან, რაც მოდის ზიზღი, აგრესია და ასე შემდეგ. ეს მათივე ანარეკლია. მე ვარ უნივერსალური. მე რასაც ვაკეთებ, სხვა ასეთს ვერ აკეთებს. რომ გგონია, გაიზრდებიან და რაღაცას მიხვდებიან – ახლა იმ ბაბუების შვილიშვილები ილანძღებიან და ამაზე ძალიან ვბრაზდები. ამ ქვეყანაში დრო არ იცვლება. ოქროყანაში ვცხოვრობ. ამას წინათ, საღამოს, ამოვიდნენ ახლობლები და რაღაც პატარა ფართი-პონტი გაეძრო სპონტანურად. ველაპარაკებოდი ჩემს ახალ მაგობრებს რაღაც ისტორიებზე, უცებ ბაკური მაჩერებს და მეუბნება:
– ლადო, ამათ არ ესმით ეგ რაღაცეები, რადგან მაშინ ჯერ კიდევ დაბადებულები არ იყვნენო. არადა, უკვე მერამდენე თაობა – ყველა ჩემი მეგობარი რატომღაც ჩემხელა მგონია, ჩემნაირი და ვერ ვხვდები, უკვე შვილიშვილების „პაკალენიას” რომ „ვებაზრები“ იგივე შემართებით იმას, რასაც ამათ ბაბუებს ვებაზრებოდი კომუნისტების დროს პატარა ბიჭი... „დამეწიე საქართველო“ დავწერე სოციალურ ქსელში. დამეწივნენ კი არა, გამასწრეს, ოღონდ სულ სხვა მიმართულებით. ვიზუალიზაცია მოხდა მხოლოდ და სხვა არაფერი შეცვლილა. ესენი არის ქართული ალქაიდა, ვისთან მოლაპარაკებაც შეუძლებელია – პირდაპირ  ლიკვიდაცია უნდათ.
– ტრადიციული ოჯახი გაქვს. შენს ასეთ თავისუფლებას და სითამამეს როგორ ხვდებოდა მამა?
–  ტრადიციები მეც მიყვარს. ძალიან მიყვარს თამადის, სადღეგრძელოების, სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია და თამადადაც ხშირად შეიძლება მნახოთ. ოღონდ ყველაფერი ზომიერად მიყვარს. ალკოჰოლს რომ ვსვამ, მერე ძალიან როკენროლი ვხდები. ბავშვობიდან ინსტრუმენტებში ვიზრდები – ფორტეპიანო, კონტრაბასი, ბასგიტარა. „ნაკადულში“ ვმღეროდი. დინამიკების სუნში ვარ გაზრდილი. იყო „მირანგულა“ – ხალხური გუნდი, „საუნჯე“. ქართული ფოლკლორი ზეპირად ვიცი, შესისხლხორცებული მაქვს. ოპერაში ჯანსუღ კახიძემ მიმიყვანა და ხუთი წელი ვუკრავდი. ვიყავი კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ათწლედში და ასე – მუსიკა ჩემი ცხოვრებაა. თუმცა, ამ განსხვავებულობის გამო, სულ პრობლემებში ვიყავი. ქერათმიანი, ცისფერთვალება და ნიჭიერი ტიპი რომ ხარ, საყურითა და გრძელი თმით; ამ დროს უბანში ქურდულმენტალიტეტიანი ძველი ბიჭი ყველაზე კარგი ტიპი რომ არის და ამ სისტემაში არ ჯდები, უკვე კონფლიქტია, აბა, რა არის?! ყველას ერთი-ორჯერ მაინც აქვს გაჩხერილი... ჩაცუცქულა უბანში. ჩემს ცხოვრებაში არცერთხელ არ „გამიჩხერია“. ბავშვობიდან წამლისადმი ზიზღი მქონდა და ვიცოდი, რომ ჩემს ქვეყანას დაღუპავდა და დაღუპა კიდეც. 90-იანი წლების დასაწყისში, უცხოელები რომ აქ ჩამოდიოდნენ, გაკვირვებული, ჩუმად მეკითხებოდნენ: ასე, აქ როგორ დადიხარ და როგორ ცხოვრობო? იყო პერიოდი, ჩემი სახლის კარს ვკოცნიდი. სახლიდან რომ გავდიოდი, არ ვიცოდი, ცოცხალი დავბრუნდებოდი თუ არა.  მამა და დედა ძალიან განიცდიდნენ ამ ყველაფერს. მშობლების პოზიცია გასაგებია. ყველა მამას უნდა, რომ თავის შვილი უსაფრთხოდ იყოს. დედა თანამიგრძნობდა. მამასი კი ახლა მესმის, რაც მამა გავხდი. მეგობრები ეუბნებოდნენ, შენი შვილი ვნახეთ შორტებში, ახოტრილ თმებში და რა წესიაო. გუჯა სხვანაირი კაცია და სხვანაირად ესმოდა. თუმცა მისგან რადიკალური აკრძალვა არ მქონია. ერთხელ ტატო კოტეტიშვილმა მითხრა, შენ რა პანკობაზე უნდა ილაპარაკო, პირველი პანკი მამაშენი იყოო. „ბეღურების გადაფრენაში“ გუჯა პანკია, აბა, რა არისო – ჩექმები, ტყავის ქურთუკი, ჯინსი, ჩხუბი. ეს უკვე როკკულტურაა.
–  როგორც ვიცი, ეკლესიაში სტიქაროსნად მსახურობ...
– კი, სტიქაროსანი ვარ. რამდენადაც შემიძლია, ვცდილობ ქრისტიანული ცხოვრების წესით ვიცხოვრო. მე ის მიკვირს საერთოდ რომ მიშვებენ ეკლესიაში (იცინის)...
–  ძალიან ემოციური ადამიანი ხარ, რამდენად რეაგირებ შენ მიმართ უარყოფით დამოკიდებულებაზე?
–  ძველად რომ მაგინებდნენ და მლანძღავდნენ, ეს მომწონდა. ვიცოდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი. საერთოდ არ ვნერვიულობდი, მიხაროდა. ერთგვარი ტესტი იყო ჩემთვის. არ მოსწონთ? ესე იგი, მაგარი ვარ. როგორ შეიძლება, ჩემი მუსიკა მოსწონდეთ ადამიანებს, რომლებმაც არ იციან, ნაღდი რა არის, ბებიას და ბაბუას გარეშე დამოუკიდებლად ცხოვრება არ იციან. ამ ადამიანებმა როგორ უნდა ააშენონ ქვეყანა, რომლებმაც ერთ დღეში აფხაზეთიც დაკარგეს, სამაჩაბლოც და მე მეძველბიჭებიან. ძველი ბიჭების ეპოქა როგორ დამთავრდა, კი იცით. ვასმენინებ უნიკალურ ჩემს მუსიკას და კიდევ აქეთ მლანძღავენ. სულ სიყვარულის სადღეგრძელოებს ვსვამთ და ყველაზე დაბოღმილი ერი ვართ, ყველაზე აფერისტი ერი რომ ვართ 90-იან წლებში მივხვდი და მაგიტომ გავხდი როკ-მუსიკოსი... ძალიან იდეური ვარ – 52 წლის გავხდი და ჩემი იდეისთვის არ მიღალატია. ასეთი ტერმინი მქონდა – ჩემი სიტყვა ქართულ ვალუტაზე მყარია-მეთქი. მართლაც ასეა. რასაც ვამბობ, ყველაფერს ვაკეთებ. ძალიან რთულია, ნაღდი „ვესტური“ და ქართული ერთმანეთს მოარგო. მე ჩემს თავს დასავლეთის, ევროპელ ადამიანად მივიჩნევ. ადრე არ ვაქცევდი ყურადღებას, ამ ბოლო დროს კი ხშირად ემოციურად ვრეაგირებ.  ემოციური ადამიანი ვარ. ერთხელ „ობიექტივის“ ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავი და პირდაპირ ეთერში დარეკა ქალმა, რომელმაც შემაწუხა – ეს რამხელა თმა გაქვს, ქალი ხარ თუ კაციო. ვერაფრით რომ ვერ ავუხსენი, კაცი რომ  ვარ, გადავწყვიტე, პირდაპირ ეთერში, ერთხელ და სამუდამოდ მისი და მისნაირების გასანადგურებლად, მეჩვენებინა, რომ კაცი ვარ. ავდექი, ქამართან ხელი მივიტანე და რომ დავაპირე შოუს დაწყება, წამყვანის გამომეტყველება დავინახე – ფერწასული სახე... და როგორც სულგრძელმა და კეთილმა ადამიანმა, გადავწყვიტე, ამ ბავშვობის ნატვრის ასრულებისგან ამჯერადაც თავი შემეკავებინა. 2007 წელს რომ წავშალე „ფეისბუქიდან“ თითქმის ყველა, ახლა დავიწყე ხალხის დამატება, ისიც იმიტომ, რომ მივხვდი, ეს მათთვის რა მნიშვნელოვანი ყოფილა. ქუჩაში მხვდებოდნენ, მეუბნებოდნენ დაგვამატე მეგობრებშიო და ასე შემდეგ... არაფერი მიღირს ხალხის გულის ტკენად. როგორც ცხოვრებამ დამანახვა, ნატურით, ერთი კეთილშობილი ქრისტიანი ვარ, ერთი მინუსით – ყველაფერს ვხდავ და ძლიერი ვარ. სწორედ ამ აგრესიული ხალხის გამო გავაუქმე „ფეისბუქი” – ბევრჯერ ავფეთქდი, უსამართლო კომენტარების გამო. ვიღაცეებს მივწერე კიდეც ტელეფონის ნომერი, დამირეკე და შევხვდეთ-მეთქი, მაგრამ მშიშრები არიან.
–  რატომ გქვია „ქინგ ლადო?”
–  „ქინგ ლადო” სულ ვიყავი. ყველას შეუძლია დაირქვას „ქინგ“ და „ქვინი“. მე ჩემთვის, ჩემს საქმეში მეფე ვარ. შენც შეგიძლია, დედოფალი იყო შენს საქმეში.

скачать dle 11.3