კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ მოუტანეს ნუცა შანშიაშვილს მოღალატეებმა წარმატება და მოუწევს თუ არა მას ინტიმური სცენების განსახიერება #43

პოპულარული და საყვარელი მომღერალი, ნუცა შანშიაშვილი, შეიძლება ითქვას, ერთდროულად სამ ქალაქში: თბილისში, ნიუ-იორკსა და მოსკოვში ცხოვრობს, აქტიური და წარმატებული შემოქმედებიდან გამომდინარე. გიჟური გრაფიკის მიუხედავად, არაჩვეულებრივი დედაა და როცა საქმე შვილს ეხება, იქ კარიერა მეორე პლანზე გადადის.
ნუცა შანშიაშვილი: ნიუ-იორკში 7 ოქტომბერს გამოვფრინდი შვილთან და დედასთან ერთად. უამრავი საქმე მაქვს და ამიტომ, მნიშვნელოვანია, გარკვეული პერიოდი აქ გავატარო. ახლა, ჩემს ნიუ-იორკელ მუსიკოსებთან ერთად, ვგეგმავ ახალი სიმღერის ჩაწერას საუკეთესო სტუადიაში. სხვათა შორის, ეს სიმღერა – „წვიმა” წამოსვლისას, გზაში დავწერე. ჩემს ჯაზმენებთან ერთად უნდა შევასრულო და ძალიან საინტერესო არანჟირება გავუკეთო. მერე გასტროლები მეწყება და მოკლედ, ამბებში ვარ (იცინის). რაც შეეხება საქართველოში დაბრუნებას, ორი შემოთავაზება მაქვს: ერთი ფილმი „კარმენი” – შოთა კალანდაძესთან, რომელიც დავიწყეთ და ჯერ არ დაგვიმთავრებია. მეორე კი გიორგი ჯაფარიძის სერიალი, რომელშიც მე მთავარ, გამომძიებლის როლს ვთამაშობ. რომ ჩამოვალ, დიდი გამოფენის მოწყობასაც ვაპირებ. გამზადებული მაქვს ათი ნამუშევარი, რომელიც გერმანელებმა დამიკვეთეს. ჩემი თვალით დანახული ძველი თბილისის ხედები. ათი ფერწერული ნახატია და მინდა, სანამ გერმანიაში გავუშვებ, მანამდე თბილისში გავაკეთო გამოფენა. 
– შოთა კალანდაძის ფილმი ახსენეთ. მისი ნამუშევრები ყოველთვის ხმაურიანია ინტიმური სცენების სიუხვის გამო. ამ ფილმის შესახებ რას იტყვით?
– შოთა თავის ნამუშევრებში ძალიან საინტერესო ფორმით გამოხატავს ეროტიკას. ცდილობს, ეს ყველაფერი ძალიან მხატვრულად და ხელოვანის თვალით დაინახოს. „კარმენში” იქნება არაერთი სასიყვარულო სცენა, მაგრამ ჯერჯერობით მეტს ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ ვიცი, როგორი გადაწყვეტა ექნება ფილმს შოთას ხედვით.
– ამწუთას შვილს ასეირნებთ პარკში. მიამბეთ მის შესახებ. ბავშვს რომელი ქვეყნის ტრადიციებით ზრდით?
– შვილს, რა თქმა უნდა, ქართულად, ქართული ტრადიციებით ვზრდი. ქართველია და უნდა იცოდეს ქართული ენა, ტრადიცია, სტუმართმოყვარეობა, სიყვარული, სიმღერა და ქეიფი, ლოცვა, მართლმადიდებლობა – ეს ყველაფერი მასშია. თუმცა, გარემოს რაც შეეხება, ნიკუშა ნიუ-იორკში დაიბადა და ამერიკელი ბიჭია. მაქსიმალურად ვცდილობ, სადაც მივდივარ, ყველგან თან მყავდეს. მე სამ ქალაქში ვცხოვრობ და იმედია, ნიკუშაც ასე იქნება, როცა წამოიზრდება და თავისი საქმე ექნება. ჯერ სამი წლისაა. სულ ერთად ვართ. დედა ყველაზე მთავარია შვილისთვის და ჩემთვისაც შვილი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამიტომ, როცა შვილზეა საუბარი, კარიერა მეოპრე პლანზე გადადის.
– ახლა ძალიან აქტუალური საკითხია ოჯახში როლების გადანაწილება. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხისადმი?
– მე, საერთოდ, ცოლქმრობას არ ვუყურებ მაინცდამაინც აქტუალურად 21-ე საუკუნეში. მეგობრულ ურთიერთობას და გაგებას უფრო მაღლა ვაყენებ, ვიდრე რაღაც კრიტერიუმებს, ჩარჩოებს ისეთ პურიტანულ შეხედულებებს, როგორიც არსებობს ქალზე, ცოლზე, მოვალეობებზე და ასე შემდეგ. მეგობრობა და საერთო საქმე – ეს არის ის, რაც მე და ჩემს ქმარს გვაერთიანებს. ჩვენ ერთად ვცდილობთ კარგი პროექტების შექმნას და იმედია, ნიკუშაც შემოგვიერთდება, როცა გაიზრდება.
–  გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ? თქვენი ნათქვამი გამახსენდა – მინდოდა, ბიჭად დავბადებულიყავიო.
– კი, მართლა მინდოდა, ბიჭად დავბადებულიყავი და ალბათ, ამიტომ მაჩუქა ღმერთმა ბიჭი. ღმერთმა დიდი საჩუქარი გამიკეთა და ალბათ, ჩემი გენები და სურვილები ნიკაში გადავა. არის რაღაცეები, რაც ძალიან მაინტერესებს, მაგალითად, არქიტექტურა, მშენებლობა, მაგრამ ეს ქალისთვის ცოტა რთულია. ამიტომ, იმედი მაქვს, ნიკუშა შეძლებს და გააგრძელებს თავის დიდი ქართველი ბაბუის, ჯემალ შანშიაშვილის, დიდი მოქანდაკის საქმეს. ყოველ შემთხვევაში, ბიჭი რომაა, ამით უკვე ბედნიერი ვარ. რაც შეეხება გენდერულ თანასწორობას, მე ვფიქრობ, თანასწორობაზე უფრო მნიშვნელოვანი ჰარმონიაა. ქალი და კაცი დედამიწაზე იმისთვის არიან შექმნილები, რომ ერთმანეთი დაასრულონ და ერთი  მთლინობა შექმნან. ეს ორი ერთიმეორის საჭირო დანამატი უნდა იყოს კარგი მხრიდან. ქალმა თავისი მისია უნდა შეასრულოს, კაცმა – თავისი და მაშინ იქნება ლამაზი ოჯახიც და სამყაროც. როლების არევა და არასწორ ფაზაში გადასვლა – როცა კაცი ხდება ქალური და ქალი – კაცური, არ მგონია 21-ე საუკუნის პრიორიტეტი. მიმაჩნია, რომ ეს არასწორი აღზრდის და განვითარების პრობლემაა.
– კაცისა და ქალის ღალატზე რას ფიქრობთ?
– სიტყვა ღალატის არსებობა საერთოდ შეცდომაა. თუ ადამიანთან ყოფნა აღარ გინდა, მაშინ დაამთავრე მასთან ურთიერთობა და იყავი იმასთან, ვისთანაც გინდა. მაგრამ, არის მდგომარეობები, როცა არ გინდა, მეორე ადამიანს ტკივილი მიაყენო. ამიტომ, თვითონ ღალატის ფენომენზე ლაპარაკი ცოტა მიჭირს. ეს ცხოვრებისეული მდგომარეობაა, რომელიც ზოგი ადამიანის ურთიერთობიდან გამომდინარეობს. რაც შეეხება ქალსა და კაცს, მგონი, ორივე ერთნაირად დამნაშავეა, როცა ღალატი ხდება. კი, კაცი პოლიგამიურია და მას შეუძლია, ბევრთან იყოს და ერთი უყვარდეს. ქალი მაინც უფრო ერთგული ქმნილებაა. მაგრამ, მე მაინც მიმაჩნია, რომ ღალატი არცერთი მხრიდან არ არის სწორი. რადგან ეს ტყუილს უკავშირდება და ტყუილი, თავისთავად, არაა კარგი.
– თქვენ გიპატიებით ღალატი კაცისთვის?
– ღალატი ყველასთვის მტკივნეულია. აბა, რა სასიამოვნოა, როცა ადამიანი გიყვარს და იგებ, ის შენთანაცაა და პარალელურად, სხვასთანაც. „ტეხავს“, მგონი, არაა კარგი. ღალატის გამო მე დავშორებივარ ადამიანს.
– თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობა რამდენ წელს ითვლის? ტრადიციული ქართველია თუ გამომდინარე იქიდან, რომ უკვე მრავალი წელია, ამერიკაში ცხოვრობს, განსხვავებული შეხედულებები აქვს?
– ჩვენ ერთმანეთი 2000 წელს გავიცანით. მაშინ მე მოსკოვში ვიყავი. წამომყვა და რაღაც პერიოდი, ჩემთან ერთად იყო. მერე ჩემი პროდიუსერობაც ითავა. საკმაოდ დადებითი და კარგი ადამიანია. ისეთი, ვისაც შეიძლება დაეყრდნო და არ შეგეშინდეს, რომ გიმუხთლებს ან მოგატყუებს საქმეში თუ მეგობრობაში. რაც ყველაზე მთავარია, შინაგანად წყნარია. მე ხანდახან ძალიან აფორიაქებული ვარ და ამ დროს მისი სიწყნარე ძალიან მჭირდება. ეს მეც მამშვიდებს. ხასიათი და თვისებები ხშირად ეცვლება. ამიტომ, ვერ ვიტყვი, რომელი ქვეყნის წარმომადგენელი უფროა ამ თვალსაზრისით. მაგრამ, ჩემთვის მთავარია, რომ კარგი ადამიანია. ხომ შეიძლება, ცხოვრებაში შეგხვდეს ადამიანი, რომელიც მიგიზიდავს, მაგრამ პიროვნულად არ იქნება დადებითი. ჩვენ უკვე მეთექვსმეტე წელია, ერთად ვართ და ვცდილობთ, ერთმანეთს გავუგოთ, რაღაცეები ვაპატიოთ. უფრო, ალბათ, მე მჭირდება პატიება. მე მაინც ხელოვანი ვარ და ყველაფერში მასშტაბური თავისუფლება მჭირდება.  ჩემში ბევრს რაღაც მოსწონს და რაღაც – არა. ხშირად შეიძლება ვიყო ცუდი ხასიათის მქონე, უხეში, შეიძლება, მჭირდებოდეს მარტო ყოფნა. საერთოდ, მე თუ მკითხავთ, მარტოხელა ვარ (იცინის). ძალიან მიყვარს მარტოობა და ამას შეგუება უნდა. შეიძლება, სიტყვა – პატიება, ცოტა არასწორად ვთქვი. მაგრამ, შეგუება ნამდვილად რთულია. ალბათ თემურისთვის მისაღებია ეს, რადგან ამდენი ხანია, ჩემ გვერდითაა.
– სფერო, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ, ინტრიგებით გამოირჩევა. მრავალწლიანი შემოქმედების განმავლობაში თქვენთვის უღალატიათ?
– ჩემთვის უამრავჯერ უღალატიათ. კონკრეტულ ისტორიებს ვერ მოვყვები, რადგან ასეთებს არ ვიმახსოვრებ. მაგრამ, ღალატი და იმედგაცრუება ჩემთვის უცხო არაა. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, როცა ვისგანაც კარგ ამბავს ელოდები, ამ დროს ის ცდილობს, მოგატყუოს. მაგრამ, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მე ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი გამეკეთებინა და მეტისთვის მიმეღწია. ეს არაჩვეულებრივი გაკვეთილია. ამიტომ, ყველა იმ ადამიანის მადლობელი ვარ, ვისაც ჩემთვის ტკივილი მოუყენებია. მოღალატე ჩემთვის დიდი მასწავლებლია. მათ გარეშე ცხოვრებაში წარმატებას ვერ მივაღწევდი. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, თუ ხარივით თვალწინ წითელი არ ამიფრიალე, ისე არ გავგიჟდები. არ მომეცემა საჭირო ტემპერამენტი, რომ წინ წავიდე და ბევრს მივაღწიო.
– ზოგადად, ღალატი გასაგებია, მაგრამ, ალბათ, როცა მეგობრის ღალატს ეხება საქმე, ასეთი შემთხვევა გქონიათ?
– მეგობრისგან ღალატი ახლა არა, მაგრამ, ალბათ, ბავშვობაში ყოფილა, რომელსაც ახლა ვერ გავიხსენებ.

скачать dle 11.3