კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაურჩა სტადიონზე მშობიარობას ვერკა ჯაჯანიძე და რატომ აერია მას ახალდაბადებული შვილი სხვა ბავშვში

6 აგვისტოს მოცეკვავე ვერკა ჯაჯანიაძე და ფეხბურთელი ირაკლი შალიკაშვილი პატარა დემეს მშობლები გახდნენ, რომელიც ძალიან საყვარელი და წყნარი ბავშვია. ვერკა მალევე ჩადგა ფორმაში და შვილის გაზრდასთან ერთად, მუშაობასაც აქტიურად ახერხებს.
ირაკლი შალიკაშვილი: დემეს რომ ვუყურებ, მიკვირს, ნეტავ, მის გარეშე როგორ ვცხოვრობდით, როგორი იყო ჩვენი ცხოვრება-მეთქი. თან, მგონია, რომ დიდი ხანია, გვყავს. მას შემდეგ, რაც ფეხზე ტრავმა მივიღე, სულ სახლში ვიყავი: დემეს გვერდით და პირველად რომ გავედი გარეთ, ერთი სული მქონდა, როდის დავბრუნდებოდი.
– რა დაგემართა ფეხზე?
– 28 აგვისტოს, მარიამობას, თამაშის წინა ვარჯიში გვქონდა და თანაგუნდელმა წვივში ფეხი ჩამარტყა – ბურთზე უნდა დაერტყა და შემთხვევით მოუვიდა. ყველაზე რთული, მეოთხე სტადიის მოტეხილობა მქონდა. ოპერაცია გავიკეთე.  ლითონი მაქვს ფეხში, რომელიც 8 თვეში უნდა ამოვიღო. თვის ბოლოს სურათს გადამიღებენ და მეტყვიან, როდის გავივლი. თამაშის ამბავი როგორ იქნება, ჯერ არ ვიცი, ერთი წელი, მინიმუმ, ვერ ვითამაშებ. ეს არის ჩემთვის უძმიმესი პერიოდი. დემე რომ არ მყოლოდა, არ ვიცი, როგორ გადავიტანდი. 
– ვერკა, როგორც ვიცი, საქმეებს დაუბრუნდი.
– კი და მთელი დღე სახლში რომ არ ვარ, ძალიან მწყდება გული. სამსახურების რაოდენობა არ შემიმცირებია, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივ კვებაზე მყავს. ისე ავაწყვე გრაფიკი, რომ წავალ, ვიმუშავებ და მერე, სამ საათში მოვრბივარ – ვაჭმევ და ისევ გავრბივარ.  დედა მეხმარება და მშვიდად ვარ, არ ვნერვიულობ. ფიზოლოგიურად ვაპირებდი მშობიარობას, მაგრამ ბოლო წუთებში საკეისროს გაკეთება დამჭირდა. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სტრესი. ისეთი დღეები გადავიტანე... ოპერაციამ კი კარგად ჩაიარა, მაგრამ 4 დღეში რომ უნდა გამოვსულიყავი, ერთი კვირა გამაჩერეს სიცხეების გამო. მუცელი ისე მტკიოდა, მხრებში მოვიხარე.  ყოველდღე ვტიროდი, მეგონა, ვერასდროს ვიცეკვებდი.
ირაკლი: მშობიარობა რომ დაეწყო, ვარჯიშზე ვიყავი და უცბად გუნდის წარმოადგენელმა მითხრა: შენს მეუღლეს მშობიარობა დაეწყოო. გავიქეცი. თან, სახლში მარტო დავტოვე. ისე ვნერვიულობდი, მეგონა, რაღაც საშინელება ხდებოდა. ვიფრინე მანქანით და ეს სახლში ზის მშვიდად. მეუბნება: იკა, მშობიარობა დამეწყო.
ვერკა: იმ დღეს ირაკლის ვარჯიშზე ვაპირებდი წასვლას. კიდევ კარგი, არ წავედი, თორემ სტადიონზე დამეწყებოდა მშობიარობა. ყველაზე მაგარი ამბავი უნდა გითხრა: საკეისრო რომ გამიკეთეს, გათიშული ვიყავი. ირაკლის აჩვენეს ბავშვი, მე არ მყავდა ნანახი. მერე, ცოტა ხნით მომიყვანეს და დილით პალატაში რომ გადახვალ, იქ მოგიყვანთო. სამი გოგო ვიყავით პალატაში, სამივეს მოგვიყვანეს ბავშვები. მე ჩემი მიტანილი ტანსაცმელი ვიცანი და რომელსაც ის ეცვა, ვუთხარი ექთანს: ეს ჩემია-მეთქი. სახელის თქმა აღარ ვაცადე. ვიღებ სელფებს, ვუგზავნი ირაკლის: ნახე, როგორი ლამაზი ბავშვი გყავს...
ირაკლი: ბავშვი არის ქერა, ცისფერთვალება. აშკარად არ იყო ჩვენი. მივწერე: ეს არ არის ჩვენი შვილი-მეთქი.
ვერკა: თან გოგო ყოფილა, უბრალოდ, ტანსაცმელი აერიათ და ჩვენც შვილები აგვერია, ერთმანეთის შვილებს ვეფერებოდით.
– როგორ გაიგე ირაკლის ტრავმის შესახებ?
– დამიმალეს. სახლში მარტო ვიყავი ბავშვთან ერთად. საჭმელი მოვუმზადე, ველოდები და არ მოვიდა. ამ დროს მისმა ძმამ დამირეკა: ირაკლიმ თქვა, ცოტა დამაგვიანდებაო. გამიკვირდა, დავიძაბე, თან გული რაღაც ცუდს მიგრძნობდა. დავიწყე „ესემესების” მიწერა: რა ხდება, რამე ხომ არ მოხდა-მეთქი. მისი ტელეფონი თანაგუნდელს ჰქონდა და არაფერი უთქვამს. სახლში გვიან, შემთხვევით გავიგე, დედაჩემი როგორ ეუბნებოდა ჩემს დას, ირაკლიმ ფეხი მოიტეხაო. მერე გავიგე, რომ ოპერაციაზე შეჰყავდათ. სულ გადავირიე: ფეხმოტეხილს რად უნდა ოპერაცია-მეთქი. არ მეგონა, ასე რთული მოტეხილობა თუ ექნებოდა. ვიფიქრე, ალბათ, ავარიაში მოჰყვა. დავავლე ბავშვს ხელი და გავვარდი ღუდუშაურში.
ირაკლი: 4 დღე ისე მტკიოდა, მორფს მიკეთებდნენ. ღია მოტეხილობა მქონდა – ძვალი გარეთ მქონდა გამოსული. 20 ნაკერი ერთ მხარეს მაქვს და მეორე მხარეს – 4. ტკივილებმა ისე დამღალა, ლაპარაკის თავიც არ მქონდა. მერე იმაზე ფიქრმა, რომ, რასაც მთელი ცხოვრებაა ვაკეთებ, შევძლებ კი ისევ დავუბრუნდე-მეთქი და ამან სულ გამაგიჟა. საავადმყოფოში ბიჭები ჩემთან ათანებდნენ და აღამებდნენ. ძმები თავზე მადგნენ. თან, დინამოს სტადიონთან ახლოს ვიყავი და ბიჭები რომ ვარჯიშობდნენ, ლამის გადავირიე. არ მეგონა, ის დღე თუ დამიდგებოდა, ყვარჯნებით მაინც გავივლიდი და ფეხი არ მეტკინებოდა. იმის შემეშინდა, ფეხი არ დამმოკლებოდა, რადგან ექიმმა ვერკას უთხრა: მძივივით ავაწყეთ მისი ძვალიო.
ვერკა: მითხრა, გაივლის, მძიმესაც აწევს, მაგრამ ფეხბურთზე ვერაფერს გეტყვიო. ვნახოთ, როგორ შეხორცდება, ალბათ, უფრო ფსიქოლოგიური მომენტი უნდა დაძლიოს.
– როგორ გაქვთ ოჯახში უფლებები გადანაწილებული?
ირაკლი: ვერკა იმიტომაც შემიყვარდა, იმიტომაც არის ჩემ გვერდით, რომ იცის თავისი ადგილი. არ სჭირდება რამის თქმა – პატივს სცემს ოჯახს, მეუღლეს, ისევე, როგორც მე. თუმცა, დემეს შემთხვევაში, ვერ ვრიგდებით –  არა, მე უნდა მეჭიროს, არა მეო.
ვერკა: ერთმანეთს რომ შევხედავთ, უკვე ვიცით, ვის რა ესიამოვნება. გადაწყვეტილების მიღებაშიც ორივე თანაბრად ვმონაწილეობთ – ერთად ვწყვეტთ, ერთმანეთის აზრს ვითვალისწინებთ და ასეც უნდა იყოს.
ვერკა: ადრე თუ მთხოვდა, ცეკვისთვის თავის დანებებას, ახლა ასე აღარ არის. ნელ-ნელა შეეგუა და აღარ აქვს გართულება. სხვადასხვა პროექტშიც მივიღებ მონაწილეობას და კორპორატიულ საღამოებშიც. ანდა, სერიოზული ღონისძიებები თუ იქნება, იქაც გამოვალ. ასევე, მინდა, მივხედო სპორტს და სხვადასხვა შეჯიბრებაზე გამოვიდე.
ირაკლი: ჩვენს სახლში ჩხუბია იმაზე, რომ უნდა დაისვენოს. რაც ერთად ვართ, სულ მაგაზე ვჩხუბობთ. მოვა სამსახურიდან დაღლილი და მაშინვე იწყებს სახლის დალაგებას.
ვერკა: კიდევ იცი, რაზე ვჩხუბობთ? ბავშვი მე მგავს თუ ირაკლის. ზოგი მე მამსგავსებს, ზოგიც ირაკლის. 2 დღის წინ ირაკლის ტყუპისცალმა მითხრა: ეჰ, რაც დრო გადის, შენ გემსგავსებაო.

скачать dle 11.3