კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში აკონტროლებს სოფო გელოვანს ყველაზე მეტად მეუღლე და როდის იღებს მისგან შენიშვნასა და დატუქსვას

მომღერალი სოფო გელოვანი ამჟამად რამდენიმე სიმღერაზე მუშაობს, რომელსაც მომავალში საზოგადოება აუცილებლად მოისმენს. გარდა ამისა, ის ორი უსაყვარლესი ვაჟკაცის აღზრდით არის დაკავებული.
სოფო გელოვანი: ამჟამად ახალ, რამდენიმე სიმღერაზე ერთად ვმუშაობ. ზაფხული ჩემთან მშვიდი იყო, ვისვენებდი, სექტემბრიდან კი დავიწყე მუშაობა. ცოტა ხანში სტუდიაში შევალ. ყველაზე მეტად ის პროცესი მიყვარს, როცა სიმღერა, არანჟირება კეთდება,  როცა სიმღერა უკვე შექმნილია და მიმდინარეობს მისი დახვეწა. ბოლო ხანებში ძალიან დავუახლოვდი ზვიად ბოლქვაძეს. მისი მუსიკა, მისი დრამატურგია ძალიან მომწონს, ჩემთან ახლოს არის. სამომავლოდ, ვაპირებ მნიშვნელოვანი პროექტის გაკეთებას, რომელსაც მას ვანდობ. ის ერთადერთია, ვისთანაც მშვიდად ვარ და ვიცი, გააკეთებს იმას, რაც მე მინდა. მუშაობის პროცესი ყველაზე დიდ სიამოვნებას მგვრის. მიყვარს სხვისი აზრის მოსმენა. შეიძლება, მერე გავითვალისწინო ან არ გავითვალისწინო, მაგრამ ჩემთან და სიმღერასთან დაკავშირებით, აზრს ყოველთვის ვისმენ. არიან ადამიანები, რომელთა აზრსაც განსაკუთრებით ვიღებ. ჩვენი მსმენელი, ზოგადად, ჩასაფრებულია – ადვილად შეუძლია, შეგიყვაროს და ძალიან ადვილადაც შეგიძულოს. როცა სცენაზე დგახარ, ყველაფერს ფრთხილად უნდა მოეკიდო, რადგან ის სიყვარული შეიძლება, საერთოდ ვერ დაიბრუნო. თუ შეგიყვარებენ – შეგიყვარებენ, თუ გადაგიყვარებენ, მერე ძალიან ძნელია თავიდან შეგიყვარონ. ზოგადად, ასეა სიყვარულში – როცა ადამიანი გადაგიყვარდება, მერე ეს სიყვარული აღარ არის.
– ურთიერთობების დროს სიფრთხილეს თუ იჩენ?
– ზოგადად, ფრთხილი ვარ. არ მიყვარს კონფლიქტში შესვლა. მერე ცუდად ვარ ხოლმე. ვუფრთხილდები ურთიერთობებს, განსაკუთრებით კოლეგებთან. რაც უფრო ვიზრდები, წლები მემატება, უფრო მეტად ვხვდები, რომ ადამიანები უნდა გიყვარდეს – გაიხსნა და მეტი სიყვარული აჩვენო ყველას. რადგან დრო გადის და მერე შეიძლება, ინანო: უფრო მეტად რატომ არ გამოვხატე ჩემი სიყვარულიო. ჩემებიც მეუბნებიან და მეგობრებიც, რომ, პატარაობისას ძალიან ამპარტავანი ბავშვი ვიყავი. მყავდა ჩემი „სასტავი” და ვამბობდი: ეს შემოვა ჩვენს წრეში, ეს – არა-მეთქი. მიყვარდა ხალხის მართვა, ლიდერობა, რაც ახლა ნაკლებად მაქვს. დღეს ძალიან მიყვარს ახალი ურთიერთობები. ვგიჟდები, ახალი ურთიერთობების წამოწყებაზე. ერთ ნაჭუჭში არ უნდა ჩაიკეტო. ახალი ურთიერთობებისგან უფრო ბევრს სწავლობ – იზრდები, გსიამოვნებს მათთან ურთიერთობა. ამიტომაც, ბოლო დროს ბევრი ახალი მეგობარი მყავს.
– როგორი ხარ ბავშვებთან ურთიერთობისას?
– მკაცრი ვარ ბავშვებთან ურთერთობისას – ძალიან თბილი, ზედმეტად შვილზე გადაფოფრილი არ ვარ. დათა 7 წლისაა და ვცდილობ, დამოუკიდებლობა ვასწავლო: თავისით ალაგებს წიგნებს, ოთახს, გაიხდის, დაკეცავს. ვაჩვევ, რომ თვითონ იყოს საკუთარი თავის პატრონი. მინდა, მოწესრიგებული ადამიანი დადგეს, რადგან წესრიგიდან იწყება ყველაფერი. ცოტა გაფანტული ბავშვია და სულ იმაზე მაქვს ჩხუბი, რომ ყველაფერს პასუხისმგებლობით მოეკიდოს. ზოგჯერ ზედმეტად მკაცრიც ვარ. თუმცა, დათა უფრო ადვილად მოგყვება, გემორჩილება. პატარა ფიცხია, არ გემორჩილება, სულ აპროტესტებს, ყველაფერს საწინააღმდეგოს აკეთებს. უფრო პრინციპული, გამტანია და ამ თვისებით უფრო მამას ჰგავს. მამა გვყავს ასეთი – რომ იტყვის, იმას აუცილებლად გააკეთებს. დათა შედარებით რბილია. ცდილობს, არავის აწყენინოს, არავისთვის დაურტყამს ხელი. აკა კი პირიქით, სულ გაშველებაში ვარ. ბიჭების დედობა რთულია და შენც, ძალაუნებურად, ძლიერდები. ბიჭების დედები სხვანაირები არიან, რადგან ოდნავ თუ მოადუნებ ყურადღებას, სადღაც რაღაც გაგექცევა. მერე კი იმის გამოსწორება, ძალიან რთულია. სულ მობილიზებული უნდა იყო, რამე არ გამოგეპაროს. ამით ბავშვი კი არ უნდა დაღალო, უბრალოდ, ძალიან დაკვირვებული უნდა იყო. ამიტომაც თვალები, ყურები, ყველაფერი ჩართული მაქვს. შვილს რომ გაზრდი, უნდა ასწავლო, როგორ მოექცეს ქალს. ქალთან ურთიერთობა უნდა იცოდეს და მერე უფრო მშვიდად იქნება.
– ბიჭების აღზრდაში დედას განსაკუთრებული როლი აქვს. ჩემი აზრით, ზრდასრულ მამაკაცს ყოველთვის ემჩნევა როგორი დედის გაზრდილია.
– მამაც ჩართულია აღზრდაში, მაგრამ ის სხვა რამეს აძლევს შვილებს. რასაც დედა აძლევს, იმას მამა ვერ მისცემს. აღზრდაში ცოტა რამ თუ შეგეშალა, აუცილებლად დაგხვდება წინ.
– შენს მეუღლესაც, ალბათ, სერიოზული მზრუნველობა სჭირდება.
– როგორ არა, ზოგჯერ პატარა ბავშვივითაა.  სულ ყურადღება უნდა და ეს არ უნდა მოაკლო, თორემ იბუტება. არ უნდა მოდუნდე. სამი მამაკაცი რომ გყავს ოჯახში, სულ ტონუსში ხარ – იქ რაღაც არ გამოგეპაროს, რომ ყველა კმაყოფილი იყოს, არ არის მარტივი. ყველაზე უნდა გაანაწილო შენი ყურადღება.
– არ განებივრებენ კომპლიმენტებით, განსაკუთრებით დათა და მეუღლე?
– დათას არაფერი გამოეპარება. ისეთ მამაკაცურ კომპლიმენტს მეტყვის, გამახარებს ხოლმე. მეც სულ ვუმახვილებ ყურადღებას: დე, ნახე, რა ლამაზი გოგოა, ნახე რა ლამაზი თვალები, რა ლამაზი ფეხები აქვს, რომ ესთეტიკური შეგრძნებები გავუღვიძო, გავუღრმავო. ნოდი ჩემი კონტროლია ყველაფერში. ოდნავაც თუ არ ვარ ფორმაში, ისეთ შენიშვნას ვიღებ, ასე ვთქვათ, ვიტუქსები. ზოგჯერ სახლში გინდა, თავისუფლად იყო, მაგრამ არა – სულ ფორმაში უნდა ვიყო. უყვარს, როცა ფორმაში ვარ და ამის სტიმულს სულ  მაძლევს. ახლა ვარჯიში დავიწყე, ისევ და ისევ მისი დაჟინებული თხოვნით. თუ ოდნავ მოვდუნდები: ჰოპ და გამომაფხიზლებს.
– როგორ ფიქრობ, სიყვარული წლების განმავლობაში ტრანსფორმირდება, გადის სხვადასხვა ეტაპებს?
– სიყვარული ფორმებს იცვლის, ბრუნავს და სხვადასხვა გემო აქვს. სიყვარული არ არის მხოლოდ ის, რომ გიყვარდეს. მისი დადებითი, უარყოფით, ყველაფერი უნდა გიყვარდეს, პატივს სცემდე. ჩვენ 10 წელია, ერთად ვარ. ეს არც ძალიან ბევრია, არც ცოტა. თუმცა, ბევრი ეტაპი გავიარეთ იმისთვის, რომ სიყვარული უფრო  გაღრმავებულიყო. რა თქმა უნდა, შეყვარებულობის დროსაც გიყვარს, მაგრამ წლების მერე, სიყვარული უფრო დაღვინებულია და მე ეს სიყვარული მომწონს. პეპლები ახლაც დაფრინავენ, მხოლოდ შეყვარებულობის პერიოდში კი არა. უბრალოდ, მე დაღვინებული სიყვარულის გემო უფრო მომწონს, უფრო ღრმაა, საინტერესო. გრძნობებიც დამჯდარია და ნამდვილი. ნოდი ძალიან რომანტიკულია. იცი, როგორი რომანტიკოსია: არ შეუძლია, რაიმე გააკეთოს რომანტიკის გარეშე. შეიძლება, ბავშვებთან ერთად იყო და განწყობით ან რაღაცის თქმით, შექმნა რომანტიკული გარემო. ყველაფერში შეიძლება, იპოვო რომანტიზმი. პატარა დეტალში შეიძლება იყოს ბედნიერება. მატერიალური რაღაცეები საჭიროა, მაგრამ შეიძლება, მცირედითაც ბედნიერი იყო.
– უყვარს შენს მეუღლეს სიურპრიზების მოწყობა?
– კი და ახლახან გამიკეთა სიურპრიზი – ახალი ავტომობილი მიყიდა.
– რა არის საჭირო წლების განმავლობაში ურთიერთბის უფრო გასამყარებლად, სიყვარულის მოსაფრთიხლებლად?
– ზოგჯერ, როცა იცი, დარწმუნებული ხარ, რომ ის ადამიანი შენია, მერე თავს უფლებას აძლევ, მოეშვა, სისულელეები აკეთო. სიყვარულს თან უნდა სდევდეს პატივისცემა, ნდობა. ჩვენს შემთხვევაში, ნდობის თემა არც განიხილება, სასაცილოცაა.
– ხშირად ამბობენ, რომ ცოლქმრულ ურთიერთობაში არის კრიზისული პერიოდები. თქვენს ურთიერთობაშიც დამდგარა ასეთი პერიოდები?
– ჩვენც გვქონია კრიზისი, რაღაც შეუთავსებლობა ურთიერთობაში, მაგრამ ორივემ მოვინდომეთ, გადაგველახა და გადავლახეთ. თუ გიყვარს, გიღირის, გინდა, კარგი ოჯახი გქონდეს, ყველაფერს გააკეთებ.

скачать dle 11.3