კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიცილოთ მაკიაჟი სწორად, რომ სახის კანი არ დავიზიანოთ

თუ თქვენი ყოველი დღე მაკიაჟით იწყება, მაშინ მისი მოშორებაც უნდა იცოდეთ. დაფიქრებულხართ, სწორად იცილებთ თუ არა მაკიაჟს? ხომ არ აზიანებთ სახის კანს ამით? წარმოგიდგენთ 9 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას, რომელსაც ქალები მაკიაჟის მოცილებისას უშვებენ.
1. შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად უშვებენ ქალები, ესაა მაკიაჟის მოუცილებლობა. ასე კანს ძალიან დააზიანებთ. მაკიაჟი კანს აშრობს და ხელს უწყობს მის დაბინძურებას, რაც პირველი მიზეზია ფერიმჭამელებისა და გამონაყარისთვის.
2. მაკიაჟის მოცილების მერე აუცილებელია სახის დაბანა. სველი ხელსახოცი ან მაკიაჟის გამწმენდი საკმარისი არ არის, რადგან ის ვერ ასუფთავებს კანს იდეალურად.
3. არ შეიძლება ერთი და იგივე ხელსაწმენდით სახის ყველა ნაწილიდან მაკიაჟის მოცილება. ამით ხელს უწყობთ თვალის მაკიაჟის გავრცელებას მთელ სახეზე, შედეგად კი ჭუჭყიან ფორებს იღებთ. გაითვალისწინეთ ეს რჩევა სახის დაბანამდე.
4. განსაკუთრებით ცუდია, თუ ვერ ისუფთავებთ კანს თვალის ირგვლივ. ასე, შეიძლება ინფექციაც კი მოხვდეს თვალში. უფრო სწრაფად გასაწმენდად გამოიყენეთ თვალის მაკიაჟის მოსაცილებელი ტამპონები.
5. სწორად შეარჩიეთ მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე. თუ მხოლოდ BB კრემს ან კორექტორს იყენებთ, გასასუფთავებლად წყალიც საკმარისია. სხვა შემთხვევაში, უპირატესობა ცხიმიან გამწმენდს მიანიჭეთ.
6. ნუ დაიბანთ სახეს ცხელი წყლით. ცხელი წყალი კანს აშრობს. გამოიყენეთ ნელთბილი წყალი და კარგად ჩამოიბანეთ მაკიაჟი.
7. სწორად შეარჩიეთ გამწმენდის PH დონე. ჯანსაღი კანის PH დონე მერყეობს 4,0-დან 5,5-მდე. ის ეხმარება კანს ბაქტერიებთან ბრძოლაში და უნარჩუნებს ელასტიკურობას.  PH დონის შესანარჩუნებლად შეარჩიეთ გამწმენდი სითხე, რომლის PH მაჩვენებელი 3,0-დან 3,5-მდე მერყეობს (თითოუელს შეფუთვაზე აუცილებლად ეწერება PH მაჩვენებელი).
8. არ გამოიყენოთ უხეში სკრაბი, მით უმეტეს, ყოველდღიური ხმარებისთვის. უხეში სკრაბი არა მხოლოდ მკვდარ უჯრედებს მოგაცილებთ, არამედ სასარგებლო ცხიმსაც, ასევე, კანის გაღიზიანებასაც უწყობს ხელს და აშრობს მას.
9. ნუ გაიმშრალებთ სახის კანს უხეში პირსახოცით. ეს დაახლოებით იმავეს აკეთებს, რასაც უხეში სკრაბი. ამის ნაცვლად, წყალი სახეზე უბრალო, რბილი პისახოცით შეიშრეთ. 

скачать dle 11.3