კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა:  რეკომენდებულია თუ არა იღლიაში ეპილატორის გამოყენება?
პასუხი: ზოგიერთი ეპილატორი განკუთვნილია მხოლოდ ცალკეული ზონებისთვის – სახე, ფეხები, იღლიები, ბიკინის ზონა თუ ყველა ერთად. უმრავლესობას შეუძლია თმის მოცილება ნებისმიერი ზონიდან. იღლიის ზონის ეპილაციისთვის გამოიყენება პირი, რომელსაც აქვს ნაკლები პინცეტი, ჭიმავს კანს და ნაკლებად მტკივნეულს ხდის პროცესს.
კითხვა: მაინტერესებს, იღლიაში ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაცია მართლა იწვევს მკერდის არეში ჯირკვლების გადიდებას და ანუ საზიანოა?
პასუხი: ლაზერული ეპილაცია უსაფრთხოა, თუმცა აქვს უკუჩვენებები. ლაზერული ეპილაციის უკუჩვენებაა: კანის მწვავე და ქრონიკული დაავადებები – ეგზემა, ფსორიაზი და სხვა, შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციური სტადია, ვარიკოზული დაავადება, ჰიპერტონიული დაავადებისა და გულის იშემიური დაავადების მძიმე ფორმები, კელოიდური დაავადება, კანის ავთვისებიანი წარმონაქმნები, ჰერპესი, ონკოლოგიური დაავდებები, ორსულობა.
კითხვა: მაქვს მშრალი კანი და ხშირად მექერცლება. არის თუ არა დასაშვები, რომ ტონალური კრემის ქვეშ საბავშვო ზეთი, მაგალითად, „ჯონსონს ბეიბი“ წავისვა? ან რას მირჩევთ?
პასუხი: უმჯობესია, ტონალური კრემის ქვეშ იხმაროთ ასაკობრივი ჯგუფის შესაბამისი დამატენიანებელი.
კითხვა: ყოველდღე ვიბან თავს, ამ ბოლო დროს შევნიშნე, რომ დამეწყო თმის ინტენსიური ცვენა. საკმაოდ დიდი რაოდენობით თმა მცვივა და ისედაც თხელი თმა მაქვს. იქნებ მირჩიოთ, რა გავაკეთო?
პასუხი: აუცილებლად უნდა დააზუსტოთ, ხომ არ გაქვთ ანემია, ამისთვის კი საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება; ანდა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რაც უნდა განისაზღვროს სისხლში TSH-ის გარკვევით. თუ ეს გამოირიცხება, უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რათა დადგინდეს თმის ცვენის მიზეზი და დაინიშნოს მკურნალობა.

скачать dle 11.3