კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ კლავდა რძალი მამამთილს

 31 წლის ხათუნა კ-ია მამამთილის, 64 წლის ვალერი დ-ძის სხეულის დაზიანების ბრალდებით დააკავეს. საქმის მასალების მიხედვით, ქალმა, რომელიც წარსულში თაღილითობისთვის იყო ნასამართლევი, მამამთილს, ვალერი დ-ძეს  თავის არეში ცულით სხეულის მძიმე დაზიანება მიაყენა. დაზარალებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. თუმცა, მისი გადარჩენა ექიმებმა მაინც შეძლეს. სწორედ მისგან გახდა ცნობილი, რომ ის რძალმა დაჭრა.
დაკავებულ ქალთან ერთად, საბრალდებო სკამზე აღმოჩნდა მისი მეუღლეც – დიმა დ-ძე, რომელიც, წინაწარი განზრახვის გარეშე, მეუღლის დანაშაულის თანამზრახველი გახდა. პირველადი ჩვენების მიხედვით, დიმა დ-ძემ განაცხადა, რომ ვალერი დ-ძეს მისთვის უცნობი პირი დაესხა თავს. დიმა დ-ძის ჩვენების მიხედვით, 64 წლის მამაკაცი ღამით ოთახიდან შეშის შემოსატანად გავიდა. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ, რადგან ოთახში დაბრუნება დააგვიანდა, მას უკან გაჰყვა ჯერ რძალი, შემდეგ კი თავად დიმა დ-ძე. მათ კი ის სახლის აივანზე დაჭრილი, ძირს დაგდებული იპოვეს.  ახალგაზრდა ცოლ-ქმრის ჩვენების მიხედვით, ვალერი დ-ძეს მტრები არ ჰყავდა და ის, სავარაუდოდ, მძარცელის თავდასხმის მსხვერპლი გახდა. თუმცა, ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა ამ ვერსიის რეალობას საეჭვოს ხდიდა. ოჯახს, სადაც მამა, მისი შვილი, რძალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობდნენ, ძალიან უჭირდა. ეს ყველამ კარგად იცოდა და საეჭვო იყო, ამ ოჯახში მძარცველი შესულიყო.  გამოძიებამ დეტალურად შეისწვალა   შემთხვევის ადგილი, რომლის დათვალიერებამ გააჩინა შეკითხვები:   ადგილი, სადაც  დაჭრილი  მამაკაცი აღმოაჩინეს, საეჭვოდ იყო მოსუფთავებული, სისხლის კვალიც უცნაურად გაეწმინდათ. ახალგაზრდა რძალმა კი გამოძიებასთან ეს ასე ახსნა: ყველაფერი სისხლიანი იყო. ბევრი ხალხი ირეოდა და სისხლი ოთახში რომ არ შეეტანათ, ტერიტორია მოვწმინდეო. ძალიან უცნაური იყო, ქალი, რომლის ბინაშიც ასეთი დანაშაული მოხდა, სახლის დალაგებას შედგომოდა. ამას გარდა, გამოძიებისთვის ცნობილი გახდა, რომ რძალსა და მამამთილს შორის საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა იყო. მათი ჩხუბი, მეზობლების ჩვენების მიხედვით,  ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მიდიოდა.    დაჭრილი მამაკაცის მეზობლები იმასაც ამბობდნენ, რომ რძალი მამამთილს მოკვლითაც კი ემუქრებოდა, რადგან იცოდა, რომ ის შვილისგან ცოლთან გაშორებას კატეგორიულად ითხოვდა. ამონაწერი  დაჭრილის მეზობლის ჩვენებიდან: „ვალერი წესიერი, მშრომელი კაცი იყო. ცოლის გარდაცვალების შემდეგ, როცა შვილთან და რძალთან მარტო დარჩა, მთელ ოჯახს თვითონ ინახვადა. ბოლოს ხათუნა წამოეშველა, რომელმაც სამეზობლოში ტანსაცმლით ვაჭრობა დაიწყო. ხათუნა „ნასკებს,” მაისურებს, სხვადასხვა წვრილმანს თბილისში იაფად ყიდულობდა  და სოფელში ყიდდა. ერთი შვილი მას პირველი ქორწინებიდან ჰყავდა, მეორე – დიმასთან შეეძინა. ვალერი რძალს ვერ იტანდა. მის ნასამართლეობაზე განსაკუთრებული რეაქცია ჰქონდა. სულ ეუბნებოდა შვილს, თაღილითი ქალი სახლში როგორ მომიყვანეო. ხათუნამ ეს იცოდა და მამამთილს ოჯახის დანგრევის მცდელობას არ პატიობდა.”
 საქმის მასალების მიხედვით, დანაშაული ვალერი დ-ძის რძალმა ხათუნა კ-იამ ჩაიდინა. მოგვიანებით ეს დადასტურდა, როგორც დაზარალებულისგან, ასევე საქმეში მოპოვებული მტკიცებულებებით. დამნაშავე ქალი თავიდან უარყოფდა ჩადენილ დანაშაულს. თუმცა, მერე აღიარა, რომ მამამთილს ცული  თვითონ ჩაარტყა. ინციდენტს შეესწრო მისი მეუღლე – დიმა დ-ძეც, რომელმაც  ცოლის განზრახვის შესახებ არაფერი იცოდა. თუმცა შემდეგ, თავად დაეხმარა ცოლს დანაშულის კვალის გაქრობასა და მომაკვდავი მამის ოთახიდან გაყვანაში, რომ დამნაშავის, ხათუნა კ-იას ვერსია, მძარცველის თავდასხმის შესახებ, უფრო მყარი ყოფილიყო. ამონაწერი დაზარალებული ვალერი დ-ძის ჩვენებიდან: „იმ საღამოს, როცა ეს  დანაშაული მოხდა, მე და ჩემი რძალი წავკამათდით. ასეთი ჩხუბი არაერთხელ გვქონია, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ის სასიკვდილოდ გამიმეტებდა.  საღამოს ოთახში ყველა ერთად ვიყავით – მე, ჩემი შვილი და რძალი. მე  ტელევიზორს ვუყურებდი, ხათუნა რაღაც საქმეს აკეთებდა. ჩემზე გაბრაზებული იყო და ხმას არ მცემდა. დიმა საწოლზე იყო მიწოლილი, ჩვენკენ არ იყურებოდა. ღუმელში შეშის შეყრა გადავიწყვიტე,  დავიხარე და მერე მოხდა, რაც მოხდა – ხათუნა ზურგიდან მომეპარა და ცული თავში ჩამარტყა. გონება დავკარგე, როცა გონზე მოვედი, უკვე საავადმყოფოში ვიყავი. მერე მეზობლებისგან გავიგე, რაც მოხდა. რძალმა და შვილმა ოთახიდან გარეთ გამომათრიეს, სისხლის კვალი მოწმინდეს და როცა ყველაფერი მოაწესრიგეს, თურმე კივილი ატეხეს, რომ მეზობლებთან დანაშაულის ვერსია შეექმნათ – თითქოს თვითონ აღმომაჩინეს  დაჭრილი და უგონო მდგომარეობაში.”  სასამართლო პროცესზე  დამანშავე რძალმა და მისმა მეუღლემ დანაშაულის დეტალები დაადასტურეს და ჩადენილი დანაშაულიც მოინანიეს. სასამართლომ ხათუნა კ-იას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მის მეუღლეს, დიმა დ-ძეს კი, ორი წლით  პატიმრობა შეეფარდა ცრუ ჩვენების მიცემისა და დანაშულის კვალის დაფარვისთვის.

скачать dle 11.3