კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აართვა მილიონი მანეთი ქართველმა მილიციელმა ერთ-ერთ „ცეხავიკს“

გაქცევა
1987 წლის 23 ივნისს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტიდან 110 კილომეტრის დაშორებით მდებარე განსაკუთრებული დანიშნულების ციხიდან 34 წლის ტარიელ ჯიშკარიანი გაიქცა... უზბეკური საპყრობილე ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლებისთვის იყო განკუთვნილი და ხუთასადგილიან ციხეში მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებულები იხდიდნენ სასჯელს, რომლებსაც 10 წელზე ნაკლები არ ჰქონდათ მისჯილი. საპყრობილეში 250 საკანი იყო და თითოეულში 2 პატიმარს ათავსებდნენ. ციხეში უმკაცრესი რეჟიმი სუფევდა და მის ბინადრებს ყოველდღიურად მხოლოდ ნახევარი საათით ასეირნებდნენ სპეციალურად მოწყობილ ციხის ეზოში. ეზო ფოლადის გისოსებში იყო ჩასმული და ავტომატებით შეიარაღებული ზედამხედველები აკონტროლებდნენ. საპყრობილე 1970 წლიდან ფუნქციონირებდა და ჯიშკარიანამდე იქიდან არავინ გაქცეულა. თუმცა, 27 შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა გუშაგებმა დახოცეს... ტარიელ ჯიშკარიანი ციხეში 1986 წელს მიიყვანეს და გაქცევის წინა დღეს, მას პატიმრობის ერთი წელი შეუსრულდა. გაქცევის წინ ჯიშკარიანმა ეპილეფსიური შეტევა გაითამაშა და ისე ოსტატურად ჩაატარა ყველაფერი, რომ ციხის სამედიცინო პუნქტში გადაიყვანეს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად. თან, ორი მეავტომატე ადგა თავზე. მედპუნქტი ციხის პირველ სართულზე იყო განთავსებული. ტარიელმა გუშაგები და ექიმი თვალის დახამხამებაში სამედიცინო ოთახშივე გათიშა და ორ ავტომატს დაეუფლა. შემდეგ ეზოში გავიდა. სამხედრო „ურალის“ საჭეს მიუჯდა, აგურით ნაშენი ციხის სამხრეთი კედელი მანქანით გაანგრია და გაიქცა. სასწრაფოდ ატეხილი განგაშის მიუხედავად, ჯიშკარიანის ცხელ კვალზე შეპყრობა ვერ მოხერხდა და მასზე ტოტალური საკავშირო ძებნა გამოცხადდა.
ორდენოსანი სპეცი
1953 წელს დაბადებული ტარიელ ჯიშკარიანი მილიციის მაიორი იყო. საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროს გასაიდუმლოებულ სპეცგანყოფილებაში მუშაობდა და ორგანიზებულ დანაშაულს ებრძოდა. ტარიელს სპეციალური მომზადება ჰქონდა გავლილი. ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომლად ითვლებოდა და განსაკუთრებული დამსახურებებისთვის, ორჯერ იყო დაჯილდოებული „წითელი ვარსკვლავისა“ და „საბრძოლო წითელი დროშის“ ორდენებით. მაიორი ჯიშკარიანი ცოლთან გაცილებული გახლდათ და ჰყავდა 1978 წელს დაბადებული, 9 წლის ქალიშვილი – ელენე.
1986 წელს, როდესაც ქართველმა მაიორმა დანაშაული ჩაიდინა, ცოლს ის სულ რაღაც ოთხი თვის დაშორებული იყო. დანაშაულის მიზეზი კი ის გახდა, რომ ტარიელ ჯიშკარიანის მეუღლე ტატიანა, ქმრის თანამშრომლის, უშუალო უფროსის, პოდპოლკოვნიკ ასლან ბადაევის საყვარელი იყო... ტარიელი და ბადაევი წარმოშობით თბილისიდან იყვნენ და ღალატის ამბავი ჯიშკარიანმა შემთხვევით, თავისი ქალიშვილისგან შეიტყო, რომელიც ღამით ინტიმურ სცენას შეესწრო. ტარიელი რომ სიმართლეში დარწმუნდა, პატარა ელენე დედასთან (ელენეს ბებია) ჩამოიყვანა თბილისში. შემდეგ საყვარლებს თავზე წამოადგა და ყოფილი ცოლის თვალწინ ბადაევს ხანჯლით თავი მოჰკვეთა... ტატიანა ჭკუიდან შეიშალა და ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. ტარიელი თბილისში დააპატიმრეს და 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. პატარა ელენე ჯიშკარიანი კი ბებია-ბაბუასთან და ბიძასთან, ტარიელის დედ-მამასთან და ძმასთან იზრდებოდა.
გამოსასყიდი
ტარიელ ჯიშკარიანის ციხიდან გაქცევას ძალიან სერიოზული მიზეზი ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ ქართველი მაიორის მიერ მოკლული ბადაევის ნათესავებმა სისხლის აღება გადაწყვიტეს. რადგან თავად ტარიელს ვერ მისწვდნენ, მათ თბილისის ერთ-ერთ უბანში, ჯიშკარიანების კერძო სახლი გადაწყვეს იმ იმედით, რომ ქართველი მაიორის შვილს, ძმასა და დედ-მამას ცოცხლად დაწვავდნენ, მაგრამ არ გაუმართლათ. ჯიშკარიანების ოჯახმა ცეცხლს თავი დააღწია და მხოლოდ ტარიელის მამამ მიიღო ზურგის დამწვრობა. მართალია, ყველა ხვდებოდა, რაშიც იყო საქმე, მაგრამ მილიციას არანაირი სამხილი არ გააჩნდა და ბადაევები არც კი დაუკითხავთ. თანაც, მოკლული ასლან ბადაევის ბიძა, ბაშირი, მილიციის ყოფილი პოლკოვნიკი, ამჟამად „ცეხავიკი“ და დიდი ფულისა და გავლენის მქონე ადამიანი იყო. თანაც, ჩეჩნეთ-ინგუშეთში ცხოვრობდა და თავი არავის გამოუდია...
23 ივნისს ციხიდან გაქცეულმა ტარიელ ჯიშკარიანმა თბილისში თითქმის ერთი თვის შემდეგ, 19 ივლისს ჩამოაღწია. როგორც წლების შემდეგ გაირკვა, თბილისში ჩამოსვლამდე ტარიელი ერთი კვირა მოსკოვში იმყოფებოდა მაიორ პავლე ვორონოვთან, მის მეგობართან, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს საიდუმლო-საინფორმაციო განყოფილებაში მუშაობდა. სწორედ ვორონოვმა შეატყობინა ტარიელს ხანძრის ამბავი ციხეში. ასევე, ვორონოვმა მიაწოდა ტარიელს ინფორმაცია ჩეჩნეთ-ინგუშეთში მცხოვრებ, ნაპოლკოვნიკარ ბაშარ ბადაევზე და ყოველმხრივ დახმარებასაც შეჰპირდა, თან 300 მანეთიც აჩუქა გაქცეულს.
თბილისში დაბრუნებულმა ტარიელმა პატარა ელენე სვანეთში გახიზნა და თავის ნათესავებს ჩააბარა (ძმამ და დედ-მამამ უარი თქვეს გამგზავრებაზე). შემდეგ ჩეჩნეთ-ინგუშეთში გაემგზავრა ინკოგნიტოდ ბაშირ ბადაევს ორი შვილი, 23 წლის ტყუპები – იუსუფი და ორხანი მოსტაცა. მათი მოკვლით დაემუქრა და გამოსასყიდად ერთი მილიონი მანეთი მოსთხოვა...
ნაპოლკოვნიკარმა „ცეხავიკმა“ დასახელებული თანხა 1987 წლის 30 სექტემბერს საკუთარი ხელით ჩაიტანა საქართველოს დედაქალაქში და ტარიელ ჯიშკარიანის მიერ მითითებულ ადგილზე დადო. ტარიელმა კი სანაცვლოდ, ტყუპები გაათავისუფლა.
P.S. 1987 წლის მიწურულს ტარიელ და ელენე ჯიშკარიანები, აგრეთვე პავლე ვორონოვი საბჭოთა კავშირიდან გაუჩინარდნენ და მხოლოდ 1999 წელს გაირკვა, რომ ისინი კანადაში გაემგზავრნენ.

скачать dle 11.3