კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #43

ოსიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ოსია.
1721 წელს სამშვილდეში მოიხსენიება დავით ოსიაშვილი. ამ გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაციაა.
ამავე ძირისაა გვარები: ოსიძე, ოსიაური.
საქართველოში 878 ოსიაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 249, თბილისში – 200, გურჯაანში – 169. არიან სხვაგანაც.
გოგინაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გოგი. მისი კნინობითი ფორმაა გოგინა.
1704 წელს პაპუა გოგინაშვილი მოიხსენიება პაპუნა გოსტაბაშვილის ყმის ნასყიდობის წიგნში.
1781 წელს კოდაში მოიხსენიება დავით ბარათაშვილის ყმა ივანე გოგინაშვილი.
საქართველოში 2 608 გოგინაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 744, გურჯაანში – 444, გორში – 399. არიან სხვაგანაც.
ქეთელაური
ქეთელაურები ბისოში ცხოვრობენ. მათი წინაპარი ქეთელა ჭავჭავაძე ყოფილა, რომელიც ბისოში თიანეთის მხრიდან ასულა.
ერთ-ერთ დოკუმენტში წერია: „ქეთელაურები ჭავჭავაძეების განაყარები ვართ. ერთი გუჯარი გვაქვს, თიანეთიდან ვართ. ჭავჭავაძეები და ქეთელაურები ძმების შთამომავლები არიან. თონეთში სახლებულან, ცხრაკარში ცხოვრობდნენ. ერთი ძმა კოჭლი ყოფილა და იქ დარჩენილა. მეორე ხევსურეთში გადასახლებულა და გამრავლებულა. განაყარი ძმა პირდაპირ ბისოში მისულა და იქ დასახლებულა. რუსები რომ ჩამოსულან, კოშკში გუჯარი დაუწვავთ“.
საქართველოში 227 ქეთელაური ცხოვრობს: თელავში – 66, ახმეტაში – 55, დუშეთში – 42. არიან სხვაგანაც.
მანგოშვილი
გვარის ფუძეა ქალის საკუთარი სახელი მანგო.
ქართულ საისტორიო წყაროებში გვხვდება ასევე მამაკაცის საკუთარი სახელი – მანგია.
ამავე ფუძისაა გვარი მანგიაშვილი.
მანგიაშვილები მთიულები არიან და ქართლის მთიანეთში ცხოვრობენ, მანგოშვილები კი, კახელები არიან.
საქართველოში 607 მანგოშვილი ცხოვრობს. თბილისში – 167, სიღნაღში – 145, რუსთავში – 85. არიან სხვაგანაც.
აზრუმელაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარ სახელად ქცეული სადაურობის აღმნიშვნელი სიტყვა – არზრუმი, იგივე ერზრუმი, ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში. არზრუმი სპარსულად რომის მიწას ნიშნავს.
თომა და გიორგი აზრუმელაშვილები 1873 წელს მოიხსენიებიან დიდ თონეთში. სამწუხაროდ, ამ გვარის შესახებ საკმაოდ ცოტა ინფორმაციაა ისტორიულ საბუთებში.
საქართველოში 151 აზრუმელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 83, თეთრი წყაროში – 33, რუსთავში – 15. არიან სხვაგანაც.
უნდელია
გვარის ფუძეა მეტსახელი – უნდელი, რაც დაუმწიფებელს, შემოუსვლელს ნიშნავს.
გვარი – უნდელია ძალიან იშვიათად გვხვდება. ამ გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ სოფელ კერზუში, ფოთში.
უნდილია და უნდელია ერთი და იგივე გვარ-სახელებია.
საქართველოში 42 უნდელია ცხოვრობს: მარტვილში – 27, ჩხოროწყუში – 13, სენაკში – 2.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3