კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქაცვი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში


ქაცვი  არაჩვეულებრივი მცენარეა, რომელიც იცავს ჩვენს ჯანმრთელობას სხვადასხვა სახის პათოლოგიისგან. სამკურნალო დანიშნულებით რეკომენდებულია როგორც ნაყოფის, ისე მისი წვენის სხვადასხვა რეცეპტით მომზადებული ნარევის გამოყენება.  ქაცვს განსაკუთრებით კარგი ეფექტი აქვს დაბალი მჟავიანობის, კუჭ-ნაწლავის პრობლემების, შეკრულობის დროს. ქაცვი ხელს უწყობს ტოქსიკური ჰეპატიტის მკურნალობას, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების განკურნებას, აქვს ოპერაციის შემდგომ აღმდგენი ფუნქცია. განსაკუთრებით ეფექტურია ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ. ქაცვის ნაყოფს უკუჩვენებები თითქმის არ აქვს. ქაცვი, ასევე, შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც მატონიზებელი საშუალება. კანის სხივური დაზიანების, ქიმიური დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, ნაწოლებისა და სხვა დაზიანებების დროს ეს მცენარე არაჩვეულებრივი საშუალებაა მათთან საბრძოლველად.  ყველა ამ სახის დაზიანებისას, ზედაპირი უნდა გაიწმინდოს მკვდარი ქსოვილებისგან. შემდეგ უნდა დაიბანოთ, პენიცილინის ან ნებისმიერი სხვა ძლიერი ანტიბიოტიკით დაიმუშაოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ  დიდი რაოდენობით ქაცვის ზეთი. დაიტანეთ ის დაზიანებულ ადგილებზე და დაიცავით ის ადგილი ბანდაჟით. განკურნება არ ხდება ერთ დღეში. ამისთვის საჭიროა რამდენიმე სეანსი ინდივიდუალურად – დაზიანებისა და კანის თავისებურებიდან გამომდინარე.
ქაცვის ზეთი გამოიყენება პირის ღრუს ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: პულპიტი, პერიოდონტიტი, სტომატიტი. ერთი კოვზი ქაცვის ზეთი ჩაიგუბეთ პირში და ენისა და ლოყების მოძრაობით გაიკეთეთ მცირე მასაჟი, რომლის მეშვეობითაც,  ქაცვის ზეთი პირის ღრუს ყველა ნაწილს მოხვდება და მასზე სამკურნალო ზემოქმედებას შეძლებს.
ვინც მუშაობს ისეთ სამრეწველო ცენტრებში, სადაც ჯანმრთელობისთვის საშიში გარემოა, ძალიან ხშირად ავადდება ზემო სასუნთქი გზების პათოლოგიებით. ასეთ დროს მიზანშეწონილია ქაცვის ზეთის ინჰალაცია. ჩაიდანში ჩაასხით ორი სუფრის კოვზი ქაცვის ზეთი და როცა მისი ტემპერატურა დაახლოებით  50-60 გრადუსს მიაღწევს, გამოყოფილი ორთქლით, ჩვეულებრივ, გაიკეთეთ ინჰალაცია. ინჰალაციის ხანგძლივობა უნდა იყოს ათი წუთი. ეს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღიურად. ინჰალაციას, ასევე, შეიძლება მიმართოთ  ქრონიკული მწვავე სინუსიტის, ლარინგიტისა და ფარინგიტის დროს. ამ შემთხვევაში, საუკეთესო შედეგის მისაღწევად მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 8-10 დღე, დღეში ორჯერ – დილით და საღამოს.
კარგად აპრობირებული მეთოდია ქაცვის ზეთის გამოყენება ტონზილექტომიისას. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია მისი პირის ღრუში გამოვლება.
ქაცვის ზეთი გამოიყენება თვალის დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა, რქოვანას დაზიანება, კერატიტი, თვალის დამწვრობა და რადიაციული დაზიანებები. ამ შემთხვევებში გამოიყენება სპეციალური მალამო, რომელიც შეიცავს ქაცვის ზეთს.
გარდა ამისა, ქაცვის ზეთს აქვს დერმატოლოგიური ფუნქციაც. გამოიყენება კანის ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა: ფსორიაზი, ეგზემა, პიოდერმია, ფლეგმონური აკნე, წითელი მგლურა. იმავდროულად, ქაცვის ზეთი აძლიერებს თმას და აჩქარებს მისი ზრდის პროცესს.
ქაცვის ზეთი არაჩვეულებრივი საშუალებაა გინეკოლოგიური დაავადებების მკურნალობისთვის: წყლულები და საშვილოსნოს ყელის ეროზია, ტრავმული დაზიანებები. გარდა ქაცვის ზეთისა, ამ დაავადებათა სამკურნალოდ მიზანშეწონილია ქაცვის თესლის გამოყენებაც. 10-15 გრამ ქაცვის თესლს დაასხით 250 მილილიტრი წყალი და ხარშეთ ათი წუთის განმავლობაში. შემდეგ გაფილტრეთ და გააჩერეთ ორი საათით. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.
ქაცვი არაჩვეულებრივი საშუალებაა დიარეის დროსაც. ათი გრამი დაქუცმაცებული ქაცვის ფოთლები და ტოტები ხარშეთ 250 მილილიტრ წყალში ოცი წუთის განმავლობაში და მიიღეთ ნახევარი კოვზი დღეში ოთხჯერ.
ამ თვისებებთან ერთად, ქაცვის ზეთს აქვს სიცხის დამწევი, ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმის მომხსნელი  თვისებები. მისი ინტენსიური მოხმარება მნიშვნელოვანწილად ამცირებს სარკომის, კიბოს, სიმსივნის წარმოქმნის ალბათობას. არსებობის შემთხვევაში კი, ანელებს მის პროგრესს.  კარგი საშუალებაა რევმატიზმისა და ათეროსკლეროზის დროსაც. ასევე, ხელს უშლის დიაბეტის განვითარებას. აქვს ანტიბაქტერიული თვისებები.
ყოველდღიურად მიღებული ქაცვი: ხილის, წვენის თუ ჩაის სახით, თქვენ გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას, გაგიუმჯობესებთ მხედველობას, მოგიწესრიგებთ სისხლძარღვებისა და გულის ფუნქციონირებას. მას სპეციალურად გამოიყენებენ დამბლისა და გულის შეტევის საპრევენციო საშუალებად. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ქაცვის დახმარებით თქვენ შეგიძლიათ ებრძლოთ ასაკს და ამით გამოწვეულ ნაოჭებს. ამიტომ, მას კოსმეტიკური დანიშნულებითაც გამოყენებენ. ის კვებავს, ასტიმულირებს და აღადგენს კანს. ქაცვის ქერქი შეიცავს დიდი რაოდენობით სეროტონინს, რომელიც ბედნიერების ჰორმონია. ქაცვში მისი შემცველობა  ათასჯერ მეტია, ვიდრე ბანანსა და შოკოლადში.

სელის ფქვილის სასარგებლო თვისებები
ცნობილია, რომ ნაწლავების დაბინძურებას ჩვენი ყოველდღიური, არაჯანსაღი ცხოვრების წესი იწვევს. დაბინძურებული ნაწლავების ტიპური სიმპტომებია შეკრულობა, გამონაყარი კანზე, ქრონიკული დაავადებები, ზედმეტი კილოგრამები და ასე შემდეგ. სელის ფქვილი არაჩვეულებრივი საშუალებაა აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. ის ამცირებს ტოქსინებს, სისხლში ქოლესტერინის დონეს. ასევე, დაგეხმარებათ, რაც შეიძლება სწრაფად დააღწიოთ თავი ზედმეტ კილოგრამებს. შეიტანეთ სელის ფქვილი დილის კვებაში და არ დაგავიწყდეთ ყოველდღიური გამწმენდი საშუალება, ორი ლიტრი სითხის სახით.
როგორ უნდა მიიღოთ სელის ფქვილი?
პირველი კვირა: ერთი ჩაის კოვზი სელის ფქვილი და ერთი ჭიქა იოგურტი აურიეთ ერთმანეთში.
მეორე კვირა: ორი ჩაის კოვზი სელის ფქვილი და ერთი ჭიქა იოგურტი.
მესამე კვირა: სამი ჩაის კოვზი სელის ფქვილი და ერთი ჭიქა იოგურტი.
შემდეგ, ორი კვირის განმავლობაში ისვენებთ და იწყებთ თავიდან.
უპირველესად, ის არის ძალიან კარგი საშუალება ორგანიზმში იოდის დეფიციტის შესავსებად. როგორც სპეციალისტები ამბობენ, იოდის ნაკლებობას ძალიან ბევრი დაავადების გამოწვევა და განვითარება შეუძლია.  მათ შორის: ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები, მკერდის, საშვილოსნოსა და  პროსტატის ადენომა. ხშირად იოდდეფიციტითაა გამოწვეული საერთო სისუსტე, თითების კანკალი, გაღიზიანება, გულმავიწყობა, არტერიული წნევის მომატება და სხვა. იოდდეფიციტი აწუხებს ხანდაზმულებს, ორსულ და მეძუძურ ქალებს, ასევე მათაც, ვინც დიდ დროს ატარებს კომპიუტერის მონიტორთან. ასეთ დროს სელის ფქვილისგან მომზადებული ბულიონი ძალიან სასარგებლოა. ნახევარ ჭიქა სელის ფქვილს დაასხით  ორი ჭიქა ცივი წყალი.  მოადუღეთ და შემდეგ ათი წუთი გააცივეთ. ის ასევე კარგია კონიუნქტივიტის სამკურნალოდ. ნახევარ ჭიქა  ყავის საფქვავში დაფქულ სელის ფქვილს დაუმატეთ ჭიქა-ნახევარი ცივი წყალი და დატოვეთ დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში. მიღებული სითხე ბამბის საშუალებით წაისვით ქუთუთოების ირგვლივ დღეში ერთხელ, ერთი კვირის განმავლობაში.

დაემშვიდობეთ ზედმეტ კილოგრამებს, კენჭებს და გაიძლიერეთ იმუნიტეტი
ეს მეთოდი  ამცირებს ცხიმებს ჩვენს ორგანიზმში, განსაკუთრებით ღვიძლის გარშემო, აქვეითებს მადას, აქვს შარდმდენი, ანტივირუსული თვისებები. გაძლევთ საშუალებას, დაკარგოთ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი, გაიძლიეროთ იმუნიტეტი, გაისუფთაოთ თირკმელები, დაემშვიდობოთ კენჭებს და გაიახალგაზრდაოთ კანი. დააბლენდერეთ ოხრახუში და ორი კბილი საშუალო ზომის ნიორი, დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და საკმარისი წყალი, რომ მიიღოთ ერთი ჭიქა სითხე. სასმელი უნდა მიირთვათ საუზმემდე და ვახშმამდე, სამი დღის განმავლობაში. შემდეგი სამი დღე აკეთებთ იგივეს, მხოლოდ ნივრის გარეშე. მომდევნო სამი დღე კი კვლავ უმატებთ ნიორს. პროცედურა სულ ცხრა დღის განმავლობაში გრძელდება. მომდევნო ორი კვირა ისვენებთ და შემდეგ იწყებთ თავიდან. თუმცა, თუ ქრონიკული გასტრიტი გაწუხებთ, მკურნალობის ამ მეთოდს არ უნდა მიმართოთ.

დაამარცხეთ ნაწლავური დისკომფორტი
ნაწლავის ნებისმიერი სახის დისკომფორტისას შეგიძლიათ, ძალიან მარტივად გაითავისუფლოთ თავი. აიღეთ ხახვის ბოლქვი, კარგად გაასუფთავეთ, გაჭერით ოთხ ნაწილად, მაგრამ ისე, რომ არ დაიშალოს, ანუ ფუძემდე არ ჩახვიდეთ. ამგვარად გაჭრილი ხახვი ჩადეთ ცხელ ჩაიში დაახლოებით 60 გრადუსი). არ არის აუცილებელი, ჩაი ძალიან ტკბილი იყოს. გააჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში და მიღებული სასმელი დალიეთ. როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ეს რეცეპტი დაგეხმარებათ ნაწლავური დისკომფორტის დამარცხებაში.

როგორ გამოვიყენოთ მიხაკის ზეთი
მიხაკის ზეთი გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. მაგალითად, მისი ცივი კომპრესი დაგეხმარებათ სხეულის სხვადასხვა დაზიანების სამკურნალოდ – ჩვეულებრივი ჩალურჯებული ადგილებიდან დაწყებული, ინფიცირებული ჭრილობებით დამთავრებული. ასეთი პროცედურისთვის ჩაამატეთ მიხაკის ზეთი ცივ წყალში (1 წვეთი – 50 მილილიტრზე). მასში ჩაალბეთ ქსოვილი, მერე კარგად გაწურეთ და დაიფინეთ დაზიანებულ ადგილას 15-20 წუთის განმავლობაში.
აურიეთ ერთმანეთში 100 მილილიტრი ზეითუნის ზეთი და 1 სადილის კოვზი მიხაკი. დადგით ნელ ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გააცივეთ, გაწურეთ და შეინახეთ მაცივარში.
გაციებისა და ხველების დროს – 1 ჩაის კოვზ თაფლში შეურიეთ 3-4 ცალ დანაყილი მიხაკი და მიიღეთ დილა-საღამოს.
საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად – 1 ჩაის კოვზ თაფლს დაუმატეთ 3-4 ცალი დანაყილი მიხაკი და ცოტა პილპილი. მიიღეთ 10-15 წუთით ადრე, ჭამამდე.
ეთეროვანი ზეთის კოსმეტიკურ საშუალებაში დამატებით შესაძლებელია, მისი თვისებების გაუმჯობესება (არა უმეტეს 2 წვეთისა 10 გრამ ჩანამატში). ასეთი ნაერთებით სარგებლობა ამცირებს ფერისმჭამელებს გამონაყარს და ხელს უშლის კანის დაბერებას.
მიხაკი შეუცვლელია ანგინისა და სლოკინის სამკურნალოდ.  აადუღეთ 200 მილილიტრი რძე და დაამატეთ 5 ცალი დანაყილი მიხაკი. დალიეთ ცხლად, მცირე ყლუპებით. გადაყლაპვამდე ცოტა ხნით გააჩერეთ პირის ღრუში.
ეს ზეთი გამოადგებათ მათ, ვინც ხშირადაა დატვირთული ფიზიკურად. ზეთი მოხსნის კუნთების დაძაბულობას. ამისთვის კი დაგჭირდებათ საბაზისო ზეთთან გარევა (არა უმეტეს 2 წვეთისა 10 გრამ საბაზისოზე). ასეთი მასაჟი დაგეხმარებათ შეციების მოხსნაშიც.
მიხაკი შესანიშნავად სპობს სუნს პირის ღრუდან – მაგალითად, ნივრისა და ხახვის სუნს. დაღეჭეთ 1 ცალი მიხაკი ჭამის შემდეგ. ასევე, ასეთი პროცედურა კარგი პროფილაქტიკაა კარიესის საწინააღმდეგოდ.
როგორც ყველა ეთეროვან ზეთი, მიხაკის ზეთიც ძალიან სასარგებლოა არომათერაპიისთვის. ის დაგეხმარებათ ძალების აღდგენაში, მოგიხსნით ნერვიულ და ფიზიკურ დატვირთვას. დაგეხმარებათ ტვინის აქტივობისა და მეხსიერების გაუმჯობესებაში. ეს ზეთი კარგია იმათთვის, ვინც აქტიურად  მეცადინეობს (აბიტურიენტი, სტუდენტი და ასე შემდეგ).

скачать dle 11.3