კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კაცმა რომ არ მიგვატოვოს... #43


ბევრ გათხოვილ ქალბატონს, ალბათ, გაეცინება, თუმცა   ნამდვილი და ჭეშმარიტი სიყვარული, მართლაც რომ, მილიონში ერთია. წლების შემდეგ ქორწინება უბრალო მიჩვევაში გადადის. უარეს შემთხვევაში, მამაკაცები ახალგაზრდა საყვარლებს იჩენენ, ქალებს კი ცოლის სტანდარტული ფუნქცია რჩებათ – სამზარეულო და შვილები.
გააკეთეთ ყველაფერი, რომ ქმარმა სხვისკენ არ გაიხედოს. რთულია, მაგრამ შედეგი ამად ღირს.
1. ცოლი, რომელიც თავს არ უვლის.  ადვილად მოსაბეზრებელი ხდება. ლამაზი გოგო, რომელიც გათხოვებამდე მისთვის იპრანჭებოდა,  თუ  სახლის ფორმაში გამოწყობილ, უმაკიაჟო ქალად გადაიქცევა, კაცს    ეს  ნამდვილად არ მოეწონება. ადექით თქვენს მეუღლეზე ადრე, გაიხეხეთ კბილები და დაივარცხნეთ, მოწესრიგდით და დახვდით ისე რომ დილით თქვენი ნახვა არ შეეშინდეს.
2) იზრუნეთ მასზე ყველანაირად. მას არ უნდა სჭირდებოდეს იმის თქმა, რომ შია. ჰკითხეთ თვითონ: გშია? რამე მოგიმზადო? რამე ხომ არ გინდა?
3) თუ ქმრის სხვა ქალისთვის  გაზიარება არ გინდათ,  გახდით იდეალური საწოლში.
4) იყავით ყოველთვის ფორმაში. არ გეგონოთ, რომ ქორწინებით ყველაფერი დამთავრდა და ის უკვე თქვენია. ქვეცნობიერად ყველა კაცს უხარია, როცა ცოლი ლამაზად გამოიყურება და სხვები თვალს ადგამენ. ყველა კაცი რაღაც დოზით ეგოისტია, ასე რომ, რამდენიც არ უნდა იწუწუნოს, სიამოვნებით დახარჯავს ფულს  თქვენს გარდერობზე.
5) აირჩიეთ ოქროს შუალედი გადაპრანჭულ თოჯინასა და ჭკვიან ქალს შორის. თუმცა, მამაკაცებს მეტისმეტად  ჭკვიანებიც არ უყვართ. ეს მათ აკომპლექსებთ. მართეთ ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდეს.
მაშ ასე, მოუარეთ თავს, იყავით ყოველთვის კარგ ფორმაში, მზრუნველები, ლოგინში – განსაკუთრებული და თქვენ არცერთი ნორმალური კაცი არ მიგატოვებთ. თუმცა, გამორიცხული არ არის, არანორმალურიც შეგხვდეთ.

არავითარი ნაკლი

დავიწყოთ იმით, რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს. ნაკლი აქვს ყველას, თითოეულ ჩვენგანს და ბუნებრივია, თქვენც. ამიტომ, თუკი საკუთარ ნაკლს ამჩნევთ და არ მოგწონთ, ეს ტრაგედია არ არის, მხოლოდ პოზიტივია, რადგან უკვე მზად ხართ სასარგებლო ცვლილებებისთვის. თქვენი გარეგნობა არ მოგწონთ? ეს ცუდია, თავდაჯერებული ვერ იქნებით, რადგანაც ფუჭ სტერეოტიპებს ხართ აყოლილი. მაგალითად, ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ სტანდარტები, რომლითაც ხელმძღვანელობს მსოფლიო მოდა და სარეკლამო ბაზარი – მოგონილია! უამრავი მაგალითი ჩვენ თვალწინ იმაზე მიუთითებს, რომ შანსი ყველას აქვს – ლამაზსაც და ულამაზოსაც. თანაც, ვისთვის ვინ არის ლამაზი, ეს სადავო თემაა. არ გინახავთ, როგორ ყვარებია მსუქანი, პუტკუნა გოგონა ახოვან ყმაწვილს? ასე რომ, გემოვნება ისეთი თემაა, სტანდარტებით ნაკარნახევი სილამაზე ვერაფრის გარანტია ვერ იქნება. სამაგიეროდ, თუ თავდაჯერებული იქნებით, ყველაფერს შეძლებთ. ყველა ბარიერს გადალახავთ, ყველა დაბრკოლებას... ყველას მოხიბლავთ.
ნაკლი გაქვთ? უთხარით საკუთარ თავს: არავითარი ნაკლი არ გახდება ჩემთვის წინაღობა... არავითარი ნაკლი არ შემიშლის ხელს, რომ გავხდე წარმატებული... შემიყვარებენ და ბედნიერი ვიქნები. ანუ, მთავარია, საკუთარი თავი ჯერ თავად მოგწონდეთ, რომ სხვასაც მოაწონოთ ნაკლითა და ღირსებით – ზუსტად ისეთი, როგორიც ხართ. ბუნებამ ყველაფერი მოგცათ, რაც საჭირო იყო.

ღიმილი
 აუცილებელია

მამაკაცებს მოსწონთ მხიარული ქალები, იუმორის გრძნობით. მნიშვნელობა არა აქვს, რა „ბექრაუნდი“ გაქვთ და რა ტკივილი გადაიტანეთ წარსულში, როცა ურთიერთობას იწყებთ, უნდა დაიწყოთ ის სუფთა ფურცლიდან. თქვენი პარტნიორი „განტევების ვაცი“ არ არის, რომ სხვისი ჩადენილი ცოდვები იტვირთოს. პირიქით, წარსული და ადამიანები, რომლებისგანაც შეიძლება, წყენაც გამოგყვათ, მარტო თქვენია. შესაძლოა, ახალი პარტნიორიც არაფრითაა უკეთესი ძველზე, მაგრამ ეს ჯერ არ იცით. ამიტომ, გაიღიმეთ. გაუღიმეთ მას და ცხოვრებას. წინასწარ ნუ განაწყობთ ნეგატიურად. რაც უნდა მომხდარიყო უწინ, ახლა უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ღიმილის უფლება არავის წაურთმევია თქვენთვის და მაშ, რატომ ართმევთ მას საკუთარ თავს?!
თუ ღიმილზე უარს იტყვით, უღიმღამო, მოსაწყენი, უფერული და სევდიანი ცხოვრებისთვის გაიწირებით... თუ არ გაიღიმებთ და თანაც, ხშირად, ვერც კი მიხვდებით, ისე იქცევით ისეთად, ვინც არავის მოსწონს და ყველა გაურბის... ღიმილი აუცილებელია სამსახურში, ღიმილი აუცილებელია სახლში, ქუჩაში და ნებისმიერ ურთიერთობაში... დაბოლოს, ღიმილი აუცილებელია, რომ თავი უკეთესად იგრძნოთ.

ის „თქვენიანია“

ძალიან ბევრ ქალს ოცნებად აქვს მამაკაცების საზოგადოებაში თავს კომფორტულად და „იმათიანად“ გრძნობდეს. შეიძლება, ეს ქალბატონები ფიქრობენ, რომ თუკი ამას შეძლებენ, ისეთ პარტნიორსაც იპოვიან, რომლის გვერდით თავს მშვიდად, ბედნიერად, შინაურულად იგრძნობენ. ამ ქალბატონებმა უნდა იცოდნენ, რომ „მე თქვენიანი ვარ“ – უბრალოდ, მითია! მამაკაცებს თითქოს მოსწონთ, როცა ქალი მათ ენაზე ლაპარაკობს, უყურებს ფეხბურთს, სვამს ლუდს, იგინება, ზოგჯერ უხეშობს... მაგრამ, რეალურად, ხანგრძლივი ურთიერთობისთვის ქალურ ქალს ამჯობინებენ.
მამაკაცებს აქვთ ასეთი მოსაზრება – ქალს, რომელიც კაცურად იქცევა, ისეთივე გული უძგერს მკერდში, როგორც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს. ანუ, ის „ჩვენიანია“ სიგნალი, ნიშნავს – ისიც გულგრილი, ნაკლებად ემოციური და ცივსისხლიანია, როგორც ჩვენ – კაცები... ესე იგი, ნაკლებად საინტერესოცაა. აჯობებს, გვერდით განსხვავებული არსება გვყავდესო და თქვენ თამაშს წააგებთ.
„თქვენიანი“ და „ჩვენიანი“ სიყვარულს არ აინტერესებს. კაცებს უნდათ და მოსწონთ არა „მათიანი,“ არამედ ჩვეულებრივი ქალები – გამორჩეულები ინდივიდუალიზმით და იმ ხიბლით, რაც მხოლოდ მათთვისაა დამახასიათებელი.

скачать dle 11.3