კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტვნებები #43

ბათუმი და ტაო

მაშინ, როდესაც ჩვენი პოლიტსპექტრი შიდა პოლიტიკური ამბებითაა გართულ-დაკავებული, ჩვენ გარშემო პოლიტვნებები გვარიანად გაგვიხურდა, იმდენადაც კი, რომ კრემლის იდეოლოგად წოდებულმა ალექსანდრ დუგინმა ილჰამ ალიევს ევრაზიული კავშირის მორალური ლიდერობა უწინასწარმეტყველა; თავად ამ უკანასკნელმა კი არც ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება გამორიცხა და, მეტიც, აზერბაიჯანი ევრაზიული განვითარების ბანკის ერთ-ერთ აქციონერადაც კი დასახელდა (ვაი, რა ბოძი წაგვექცა?!).
ამჯერად არ შევჩერდები იმ საფრთხის გაანალიზებაზე, თუ რა პერსპექტივას უქმნის ჩვენს ქვეყანას ჩვენი რეგიონული სტრატეგიული პარტნიორის ევრაზიულ ორბიტაზე გასვლა (ლამის ავტომატურად მოვექცევით რუსეთის გავლენის სფეროსთვის მისართმევ ლანგარზე) და თქვენს ყურადღებას მხოლოდ ჩვენი მეზობელი და პარტნიორი თურქეთის პრეზიდენტის ემოციურ განაცხადზე შევაჩერებ, რის მიხედვითაც, თურქულ გულებში რიზესა და ბათუმს შორის საზღვარი არ არსებობს.
საქართველოს საგარეო უწყებას ამ საკითხზე რეაქცია არ ჰქონია, მაგრამ, რაკი რეაქცია საზოგადოებამ გამოხატა (თანაც, ჩვენს ემოციებზე თამაში ფრიად იოლია), არც საქართველოში თურქეთის ელჩმა დაახანა განმარტება, რომ, ნუ იტყვით და, თურქეთი არა მხოლოდ აღიარებს, არამედ ძლიერადაც დაიცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას (მის პირს რახათ-ლუხუმი!).
მეტიც, დასძინა, რომ (მომყავს ციტატა): „საქართველოს მეზობლებს შორის თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც არ არის კითხვები საზღვრებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ბათუმი საქართველოა და რიზე – თურქეთი და ასე იქნება სამომავლოდ.“
მეორე მხრივ, საზღვარი რომ დადგენილია, ეს „ცივი ომის“ დამსახურებაა (სსრკ-თურქეთის საზღვრის საქართველოს მონაკვეთი მკაცრად იყო დაცულ-გამაგრებული), მაგრამ, როგორც უნდა იყოს, ელჩმა დაგვამშვიდა.
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ თურქეთს (სხვებთან ერთად) აქვს ინტერესი, მთლად ურიგოც არ უნდა იყოს, თუკი ამ ინტერესზე ხმამაღლა ისაუბრებს (მით უფრო, რომ ჩვენც ვიცით და მათაც, რომ მუდმივი მხოლოდ ინტერესია).
ასეა თუ ისე, საპასუხოდ, ვფიქრობ, უპრიანია, ჩვენც გავიხსენოთ, რომ ჩვენს გულებში არც ბათუმსა და ტაოს შორისაა საზღვარი!

скачать dle 11.3