კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვ ა უ #43

ანუ, „რაც მამამ პარიზში წაგიღო“

 ის, ანუ მარიამ საჯაია შესაძლოა, გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდეს. ან კი რატომაც არ მოხვდება, როდესაც, ჯერ ერთი, მის გამო თვით საქართველოს კონსტიტუციაც კი შეიცვალა (პარლამენტის წევრის ასაკობრივი ზღვარი 21 წლამდე შემცირდა, ვითომ წინა პრეზიდენტმა მას კოჭებში ტეტჩერობა შეატყო?!) და, მეორეც, ყველაზე ჯეელი კანონმდებელიც კი გახდა, ნუ იტყვით და, მთელი ევროპის ტერიტორიაზე.
კი გახდა, ოღონდ მაშინვე მიგვატოვა, ვინაიდან ოკეანის გაღმა გაეშურა სწავლის გასაგრძელებლად (არადა, წესით, ჯერ ეს ჩვენი კია გამოეგლოვა და მერე გაჰყოლოდა ამ ჩვენსავე მიხოსაო?!). მაგრამ ისე, რომ პარლამენტარის ხელფასს იმ ორიოდ წლის განმავლობაში უკანასკნელ თეთრამდე იღებდა.
მოკლედ, ბევრს არ გავაგრძელებ, ვინაიდან კლასიკოსიც გვასწავლის, რომ ეს წუთისოფელი ზოგისთვის მამაა, ზოგისთვის დედინაცვალიო.
მეორე მხრივ, დედაა თუ მამინაცვალი, ქ-ნმა საჯაიამ, როგორც უმცირესობის წევრმა, ბ-ნი ვოლსკი, როგორც უმრავლესოელი (რაკი ნორჩ კოლეგას, თუმცა რაღა ნორჩს, ამასობაში შემოგვეხანდაზმულა კიდეც, უზრდელი უწოდა), „სექსიზმსა“ და „ეიჯიზმში“ დაადანაშაულა.
რაც, თავის მხრივ, ბედკრული ამომრჩევლისგან მოითხოვს რეპლიკას – ვაუ! იმიტომ რომ ქ-ნ საჯაიას „კარტული სულ დაგავიწყდა, რაც მამამ პარიზში წაგიღო“.

скачать dle 11.3