კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შორენა მაისურაძე: უშვილობა მარცხდება

„ეს ის გოგოა, 12 წელი რომ ველოდი. მადლობა შორენა მაისურაძეს,” – ეს მხოლოდ ერთი მადლიერი პაციენტის „ფეისბუქის” სტატუსია ექიმის მისამართით. ასეთი პაციენტები კი ათეულობითაა.
შორენა მაისურაძე – ეს სახელი და გვარი დღეს ქართველი ქალბატონების დიდმა ნაწილმა იცის:  მათ, ვინც წლები უშვილობას ებრძოდნენ და მისი წყალობით კი, დღეს დედები გახდნენ და მათაც, ვინც ქალბატონი შორენას წყალობით  მალე დედობის ბედნიერებას უნდა ეზიარონ.
ექიმ-რეპროდუქტოლოგის, შორენა მაისურაძის კაბინეტში უამრავი ლამაზი ბავშვის ფოტოა გამოფენილი. ეს ბავშვები ჩემი მთავარი სიმდიდრეა, – სიამაყით აცხადებს ქალბატონი, რომელმაც უკვე,  თითქმის 20 წელია,  თავისი პროფესიული საქმიანობით არაერთი უშვილო  ქალბატონი გააბედნიერა. ქალბატონ შორენა მაისურაძეს ახასიათებენ, როგორც თანამედროვე, ენერგიულ, გულისხმიერ ექიმს,  რომელიც მუდმივად გიღიმის და ცდილობს, პაციენტის მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანოს. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ჩვენი მკითხველი ქალბატონების არჩევანიც მასზე შეჩერდა. მასთან სამკურნალოდ მისულები ხომ არასდროს რჩებიან იმედგაცრუებულნი.
– ქალბატონო შორენა, როგორია თქვენი პაციენტთან მიდგომის მეთოდები და რა კომპონენტებია აუცილებელი უშვილობასთან ბრძოლის მიმართულებით?
– აუცილებელია ექიმის გულისხმიერი, ფრთხილი  დამოკიდებულება პაციენტისადმი და კომპლექსური კვლევის ჩატარება. ასევე, პაციენტის კარგად შესწავლა ყველა დონეზე: როგორც  ინფექციების (ვირუსი, ბაქტერია და ასე შემდეგ) კვლევის, ასევე ჰორმონული და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ემოციური ფაქტორის დონეზე. უმნიშვნელოვანესია სიმსუქნის, ფარისებრი ჯირკვლის, ინსულინ-რეზისტენტობის სრული კვლევა და ზუსტი მონაცემების დადგენა. მნიშვნელოვანია კვლევები  იმუნოდონეზე, როცა  ქალი ალერგიულია სპერმის მიმართ. რეპროდუქციული პრობლემებისას ერთ-ერთი მთავარი  კომპონენტია მამაკაცის კვლევა, ისევე როგორც სექსის ტექნიკის სწორად წარმართვა და ნიუანსების გათვალისწინება  განაყოფიერებისთვის. ექიმი ძალიან ღრმად უნდა ჩასწვდეს პაციენტის არა მხოლოდ ფიზიოლოგიურ მოცემულობას, არამედ ფსიქოგანწყობას, რომელიც ხშირად ხელს უშლის დაორსულებას. ძალიან ბევრი ფაქტორი იწვევს  ამ პრობლემის წარმოქმნას და კვალიფიციურმა ექიმმა უნდა დაადგინოს ყველა რისკ-ფაქტორი თუ ხელის შემშლელი მიზეზი და  ზუსტად წარმართოს მკურნალობა. ძალიან ხშირად ჩვენს ქალბატონებს არასწორი მიდგომები აქვთ პარტნიორ მამაკაცებთან. მაგალითად, დაორსულებისას მნიშვნელოვანია, რომ წყვილს შორის სექსუალური აქტი წარიმართოს სიამოვნებით და არა  მხოლოდ შვილის გაჩენის მოტივაციით. ქალების ნაწილი შვილის გაჩენაზე ფიქრობს საკმაოდ გვიანდელ ასაკში, რაც ზრდის უშვილობის რისკებს. თუმცა, ჩემთან ყოფილა შემთხვევა, 46 წლის ქალბატონს გაუჩენია შვილი, მაგრამ ეს იშვიათი გამონაკლისია. როგორც წესი, ფიზიოლოგიური შვილოსნობის ფუნქცია ამ ასაკში იკარგება. ასევე, დაბალია ჩვენთან კონტრაცეპციის კულტურა, რომელიც ასევე, უშვილობის გამომწვევი ერთ-ერთი, მნიშვნელოვანი კომპონენტია სტატისტიკურადაც კი.  გასათვალისწინებელია ონკოლოგიური დაავადებების დროს კვერცხუჯრედის გაყინვის მეთოდის გამოყენება, როცა წყვილს ეძლევა შანსი, მომავალშიც იყოლიოს ჯანმრთელი თაობა. ანალიზების შემდგომ პაციენტებს უტარდებათ ექოსკოპიური კველევები. ობიექტური გასინჯვა და პლუს,  ექიმის ინტუიცია ერთვება ამის შემდგომ. არის ქალებში ოვულაციის პრობლემაც. ქართველ მანდილოსნებს სტატისტიკურად  ტესტოსტერონი მეტი აქვთ. ასევე, ხშირია შემთხვევები, როცა  ფუნქციაშეცვლილი კვერცხუჯრედი და გაზარმაცებული საკვერცხეები აქვთ. ყველა ამ დაავადებას ჩვენ კონკრეტული გეგმით ვმკურნალობთ. ზოგადად, ყველაზე მოწინავე ევროპული გაიდლაინებით, ატრავმული მეთოდებით უნდა ვუმკურნალოთ ქალბატონებს. ჩვენთან იკურნება შემდეგი დაავადებები: პოლიკისტოზი, მულტიფოლეკულოზი, უროგენიტალური ინფექციები: ქლამიდიოზი, ურეოპლაზმა, მიკოპლაზმა, ჰერპესი, პაპილომა ვირუსი და ასე შემდეგ. ჰორმონული დარღვევები: ჰიპერანდროგენია, ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, სიმსუქნე და ასე შემდეგ.  ენდომეტრიოზი, ენდომეტრიტი, საკვერცხის კისტა, ფიბრომა, მიომა; ხოლო ლაპარასკოპიით – ჰისტეროსკოპიით კეთდება საშვილოსნოს ღრუს ტიხრის მოცილება, ჰიპერპლაზიისა და პოლიპოზის მკურნალობა, ასევე მამაკაცის პროსტატიტი და სპერმის პრობლემები.
მნიშვნელოვანია, რომ ქალმა სწორად დაგეგმოს  შვილოსნობის ფაზა მის ცხოვრებაში, მოემზადოს ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურადაც ამ მართლაც უბედნიერესი ეტაპისთვის. ფანტასტიკური შეგრძნებაა, როდესაც ადამიანს, რომელსაც 15-20 წელია შვილი არ ჰყავდა შენთან მკურნალობის შემდეგ დაუდგება ეს ბედნიერი წუთები. ბუნებრივია, ჩემი პატარა-პატარა პროფესიული საიდუმლოებებიც მაქვს (იცინის)... მთავარია,  ექიმსა და პაციენტს შორის ხიდი გაიდოს; ექიმმა ამ ხიდზე პროფესიონალურად და ღირსეულად გაატაროს პაციენტი და შედეგიც  დადებითი იქნება.
– რა რჩევებს მისცემდით ქალბატონებს?! 
– მინდა, გავამახვილო ყურადღება თავდაცვით საშუალებებზე. პირველ ყოვლისა, აქტიურად უნდა ითანამშრომლონ თავიანთ გინეკოლოგებთან და არ მიმართონ აბორტს ნაყოფის ნაადრევად მოსაცილებლად. ეს შემდგომ იწვევს ენდომეტრიოზს. მე არ ვარ თავისუფალი სექსუალური ცხოვრების წინააღმდეგი, მაგრამ სექსუალური აქტის დროს უნდა მოხდეს თავის დაცვა. ასევე, ვაგინალური ჰიგიენური ნორმების დაცვა და ასე შემდეგ. მინდა, ყურადღება გავამახვილო პაპილომა ვირუსზეც, რომლის ზოგიერთი შტამი პირდაპირ კიბოს გამომწვევი მიზეზიც ხდება. ასეთ დროს ვაქცინაცია არაჩვეულებრივად ეფექტურია. ასევე, რუჯის მოყვარულ ქალბატონებს მინდა ვურჩიო, რომ ბევრი მზე სარისკოა სარძევე ჯირკვლისთვის, ასევე, იწვევს პროლაქტინის მატებას, აახალგაზრდავებს სიმსივნურ პროცესებს. ქალბატონებმა  უნდა ისწავლონ ორსულობისთვის მზადება – ფოლიუმის მჟავით მინიმუმ 2 თვით ადრე უნდა მოხდეს ორგანიზმის შემზადება, შემდეგ კი, ორსულობის პერიოდში, ყველა ტიპის გამოკვლევა და ტესტები უნდა ჩატარდეს. ყველა განსაზღვრულ კვირაზე კი – არსებული მონიტორინგი, დაწყებული ეგრეთ წოდებული კისრის ნაოჭიდან, სხვა კვლევებით დამთავრებული. ჩვეულებრივად, ქალბატონებმა  6 თვეში ერთხელ უნდა ჩაიტარონ პრევენციული კვლევა. ყველა ქალს მინდა ვთხოვო, რაც ხელმისაწვდომია მათთვის, იმ პროცედურებზე მაინც ნუ იტყვიან უარს.  განსაკუთრებით ყურადსაღებია, რომ ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოპია ჩაიტარონ.
P.S. გარდა პროფესიული სიამაყისა, ეს ხომ უდიდესი, ღვთისგან ბოძებული ჯილდოცაა, შენი პროფესიული საქმიანობით  სხვას დედობის განუზომელი ბედნიერება მიანიჭო. სწორედ ამიტომაც ემსახურება ქალბატონი შორენა ღვთისნიერ საქმეს და მისთვის ყველაზე დიდი სტიმული მადლიერი პაციენტებია! 
მისამართი: ქავთარაძის 21ა, „სისხლის ბანკი“, IV სართული. ტელ.: 599 50-14-03.

скачать dle 11.3