კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2019 (105)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)
ნოემბერი 2018 (226)
ოქტომბერი 2018 (252)

რატომ არ დახარჯა პარიზში დათო ევგენიძე 15 ათასი ევრო, რომელიც სიძემ დაუდო სასტუმროს დეპოზიტზე #42

როგორი გულწრფელი და ემოციურიცაა დათო ევგენიძის მუსიკა, ასეთივეა ის ცხოვრებაშიც. მასში დღემდე ცხოვრობს ბავშვი, რომელიც მისი ცხოვრების სტილზე, შვილებთან და შვილიშვილებთან ურთიერთობაზეც აისახება. ამბობს, რომ შინაგანად ისევ ჩვიდმეტი წლისაა. ის ახლახან პარიზში იმყოფებოდა მეუღლესთან და ბენდთან ერთდ, სადაც დიდი ხნის უნახავი შვილი და შვილიშვილები ნახა. იქ ზღაპრულ, საოცრებათა სამყაროში დაუკრა და როგორც ამბობს, თბილისში სულ სხვა დათო ევგენიძე დაბრუნდა.
დათო ევგენიძე: მთელი ზაფხული არ დამისვენია, მაგრამ კარგი იყო, რადგან კონცერტები ჩავატარე რეგიონებში, რაც ძალიან კარგია. რომ ჩავდიოდით, იქვე, ადგილზე იბადებოდა მუსიკა. მე ჩამქონდა, მაგრამ აქეთაც მომქონდა. ახლახან პარიზში გვქონდა კონცერტი. არის ცნობილი კოლონადის ვარსკვლავი პალუინი, რომელიც ჩემი ბენდის წევრს, დათო ჯაფარიძეს დაუკავშირდა და მისი მიწვევით ჩავედით, ბენდთან და ჩემს მეუღლესთნ ერთად. პალუინი რამდენიმე წლის წინ თბილისში იყო ჩამოსული თოვლის შოუთი. დაგვპირდა, რომ თბილისში ახალ შოუსაც ჩამოიტანს. ეს არის კლოუნადა, მაგრამ უფრო პერფორმანსის, სპექტაკლის დონეზე აყვანილია. ჩემს მეუღლეს ფეხით მოვატარე მთელი პარიზი. მე მესმის ფრანგული. საკმაოდ დიდხანს ვცხოვრობდი პარიზში და ქალაქიც ძალიან კარგად ვიცი. ჩემს ცოლს გაუკვირდა კიდეც, ყველა ქუჩა ზეპირად რომ ვიცოდი და ყველგან პირდაპირ მიმყავდა.
–  როგორც ვიცი, კონცერტი ზღაპრულ გარემოში გქონდათ და ზღაპრის გმირებივითაც გეცვათ...
–  პარიზთან ახლოს, ნახევარი საათის სავალზე, აქვს 5000 ჰექტარი მიწა, სადაც საოცრებათა ქვეყანა მოაწყო. მარტო სცენაზე კი არ ხდება პერფორმანსი, რომ შედიხარ ამ მიწაზე, იქ იწყება სასწაულები. თავი გგონია „ალისა საოცრებათ ქვეყანაში“. სეზონზე ერთხელ იმართება – გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. დანარჩენ დროს დასი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო.  ახლა გაიმართა შემოდგომის ფესტივალი. იქ იყო გარდერობი, სადაც უნდა  აგერჩია ზღაპრული სამოსი და იმით გევლო. სამოსი შემოდგომიდან გამომდინარე, ნარინჯისფერი და წითელი იყო.  იქ რომ დადიხარ, მთელ ტერიტორიაზე, ყველგან სპექტაკლია. ხვდები სხვადასხვა ადგილას – ჯოჯოხეთში, სადაც არის შავი როიალი და  ზედ გადაფარებულია შავი ფრთა. არის შესაბამისი გახმოვანება და მართლა ჯოჯოხეთში გგონია თავი. არის საპნის ბუშტების ადგილი, სადაც სულ საპნის ბუშტები დაფრინავენ. არის ზღაპრული სახლები, ზოგან ცეცხლი ანთია და კვამლი ამოდის... უცებ ხვდები ბამბუკის ხეივანში, სადაც ხიდით სამოთხეში გადადიხარ. ზარების ხმა ისმის. ზღპრული სილამაზეა და ხვდები, რომ უკვე სამოთეში ხარ. ყველაზე დასაფასებელი ისაა, რომ ამ ადამიანმა შექმნა თავისი ხელოვნების სამყარო. ცხოვრების წესად გაიხადა ეს  და ადამიანები ცხოვრობენ ამ ირეალურ სამყაროში. ჩვენ დავხურეთ კონცერტით ეს საოცრება. ვუკრავდით ამოტრიალებულ გემში – ღუზა მაღლა ჰქონდა და გემი თავზე გვეფარა. დიდხანს ვუკრავდით. მზე იყო დაკვრა რომ დავიწყეთ და ღამის ორ საათზე დავასრულეთ. ვერც გავიგე, დრო როგორ გავიდა. ხალხი არ დაშლილა. რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო იყო ჩემთვის, იქ ანრი ბასილაიასთან ერთად დავუკარი. დიდი ხნის წინ მე, ანრი და ირაკლი ჩარკვიანი ერთდ ვუკრავდით. მერე ანრი წასული იყო და ძალიან დიდი ხანია, ერთად არ დაგვიკრია.
–  უამრავ ქვეყანაში გქონიათ კონცერტები. კიდევ თუ დაგიკრავთ ასეთ განსაკუთრებულ და  გამორჩეულ ადგილას?
– კი, კანარის კუნძულებზე დავუკარი 1993 წელს, ისეთ სცენაზე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. იქ არის ასეთი პარკი, სადაც სცენა წყალშია. ირგვლივ იყო ბერძნული ამფითეატრი და როიალი ამოდიოდა წყლიდან. რაც ხაზგასასმელია, აქ დადიოდნენ სპილოები, ჟირაფები, რეალურად დაფრინავდნენ არწივები. ქვემოთ კი, მდინარეში ნიანგები იყო. ბეჰემოტი დადიოდა. იქ ფრანგული ჯგუფი უკრავდა ჩემთან ერთად – „ეკოლოჯიქალ გროუფ“. უკრავდნენ მხოლოდ ხის ინსტრუმენტებზე. ეს აბსოლუტურად სხვა სამყარო იყო. მსოფლიოს ბევრ სცენაზე დამიკრავს, მაგრამ პირველი შთაბეჭდილება ამან  მოახდინა ჩემზე...
–  თქვენ საფრანგეთში გყავთ უფროსი ქალიშვილი – ანჟელიკა და შვილიშვილები, რაც უფრო სასიამოვნოს და სასიხარულოს გახდიდა თქვენს პარიზში მოგზაურობას...
–  ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ ჩემი ოთხი შვილიშვილი ვნახე პარიზში. უცნაური სახელები ჰქვიათ. ვერ წარმოვიდგენდი, თუ ასეთი სახელები ერქმეოდათ - ითანი, ესთერი, ვიქტორია და მილა. ანჟელიკას, უფროსი ქალიშვილის შვილები არიან, ხოლო ლიკას შვილებს ანა-სოფია და ალექსანდრე ჰქვიათ. დიდი ხანია, არ მინახავს ანჟელიკა და მისი შვილები. არ ვიცოდი, რა ჩამეტანა საჩუქრად და ასეთი რამ მოვიფიქრე – ოლეგ ტიმჩენკოს მივუტანე ფოტო და დავახატინე პორტრეტი. ასევე, ქართული, ნაციონალური ნივთები წავუღე, თექის წინდები და ასე შემდეგ, რაც ძალიან მოეწონათ. უფროსი შვილიშვილი – გოგონა ძალიან მგავს. არ მშორდებოდნენ, ძალიან თბილი და მოსიყვარულე ბავშვები არიან. სამწუხაროდ, როდესაც მე ვუკრავდი, სკოლის პერიოდი ჰქონდათ და ვერ გააცდინეს, ვერ დაესწრნენ, თან ბავშვებისთვის ზღაპრული ადგილი იყო. იქ მე გავხდი ბავშვი, სხვა დათო ევგენიძე დავბრუნდი – იმ ქვეცნობიერს შეეხო, რაც ყველაშია ბავშვობიდან. ჩემი სიძის მამას აქვს ცნობილი ბრენდი – „ნაფნაფი“ და ამათ მისცა. რვა ქარხანა და უამრავი მაღაზია აქვს, საიდანაც საბითუმოდ მიაქვთ ათასობით ექსკლუზიური კოსტიუმი, არცერთი არ მეორდება.
– ალბათ, სიძემ განსაკუთრებული დახვედრაც მოგიწყოთ?
–  ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემი ქალიშვილები ბედნიერები არიან. არაჩვეულებრივი სიძეები მყავს და შვილებივით მიყვარს. იქ ჩემმა სიძემ თავი გამოიჩინა. ამიღო ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „როიალ მარსო“, სადაც ჩვენ რომ ვიყავით, იმ დროს ჯასტინ ბიბერი გაჩერდა. შავი „ლიმუზინი“ მატარებდა, რომელიც ჩემმა სიძემ გამომიყო მძღოლთან ერთად. სასაცილო იყო ის, სასტუმროსთან რომ მივედით ამ მუქმინებიანი „ლიმუზინით“, ჯასტინ ბიბერის სანახავად უამრავი ფანი იყო შეკრებილი და როგორც კი მინები ჩავწიეთ, შემოგვესიენ, ფოტოებს გვიღებდნენ. ბიბერი ვეგონეთ, ჩემი ცოლი იცინოდა – ხომ ხედავ, როგორ გხვდებიანო. სიძემ სასტუმროს დეპოზიტზე 15000 ევრო დამიდო, რომ რაშიც მინდოდა, დამეხარჯა, მაგრამ, ისევ ისე დავტოვე, საერთოდ არ მომიკლია. სასტუმროშიც არ წავიდოდი, მაგრამ იმდენად უნდოდა ჩვენი პატივისცემა, რომ უარს ვერ ვეტყოდი. თან, მე არ ვარ ხუთვარსკვლავიანი სასტუმროების მოყვარული. შემიძლია, ხის ტოტზეც ძალიან მშვიდად დავიძინო. ეს ყველაფერი ძალიან ადრეულ ასაკში მაქვს ნანახი. კანარის კუნძულებზე რომ ვმუშაობდი, იქ იყო ფრანგული კლუბი, სადაც მე ვუკრავდი. ამ კლუბის ერთ-ერთი მეპატრონე გახლდათ ალენ დელონი. სულ ფრანგული ვარსკვლავები ჩამოდიოდნენ. ვცხოვრობდი ალენ დელონის ვილაში. ვინც კანარის კუნძულებზე წამიყვანა, იყო კოსმეტიკური კომპანია „ივ როშეს“ მფლობელის შვილი – მუსიკალური პროდიუსერი. მაშინვე ალენ დელონის ვილა, მერე პენტჰაუზი მომცეს. 1994 წელს ფესტივალი გავაკეთე – „ბლექ სი ინთერნეიშენალ“, მაიკლ ჯეკსონი ჰყავდათ ჩაყვანილი. კატრინ დენევი იყო სპეციალური სტუმარი. 350 კაცი ჩამოვიყვანე და ის სასტუმრო, რომელიც გამოგვიყვეს, დღესაც შედის მსოფლიოს საუკეთესო სასტუმროების ათეულში. მაგრამ, იქ არც შევსულვარ, არ მაინტერესებდა. არ ვარ ფუფუნების მოყვარული. ტელეფონი ფანრიანი „ნოკია” მაქვს და მანქანა – „ნივა”.
–  როგორი ბაბუაა დათო ევგენიძე?
–  იმდენად ახალგაზრდა ვიყავი, მამა რომ გავხდი, ჩემს შვილებთან მამობას ვერ ვგრძნობდი, ახლა შვილიშვილებთან მამად უფრო ვგრძნობ თავს, ვიდრე ბაბუად. მე უცნაური დამოკიდებულება მაქვს ასაკთან – ვერ ვხვდები, რამდენი წლის ვარ. ბიოლოგიურად კი ვარ 57 წლის, მაგრამ არსებობს ასაკი, რომელსაც ატარებს ადამიანი შინაგანად და ეს აისახება კიდეც მასზე. ამიტომ, შინაგანად ისევ ჩვიდმეტი წლის ბავშვი ვარ. სამყაროსთან დამოკიდებულება ისევ ბავშვის და ახალგაზრდის მაქვს. 22 წლის ასაკში მქონდა ასაკთან დაკავშირებული დეპრესია – თავი ძალიან დაბერებული მეგონა. 16 წლისამ სკოლა დავამთავრე, 21 წლის ასაკში – ასპირანტურა. ბავშვობიდან ხომ ეჩვევა ადამიანი სტრუქტურულ სისტემას – ჯერ საბავშვო ბაღი, მერე სკოლა, მერე უნივერსიტეტი და უცებ ეს ყველაფერი გამომეცალა, დარჩა ცარიელი სივრცე, სადაც არავინ გეუბნება, რომ გამოცდისთვის მოემზადო, ლექციაზე არ დააგვიანო. გახდი შენი თავის ღმერთი და როგორც კი ღმერთი მოდის ადამიანთან, უცებ მოდის სიკვდილიც. თუ სიკვდილთან დამოკიდებულება არ გაქვს, ღმერთს ვერ აღიქვამ, იმიტომ რომ, ადამიანის ყველაზე დიდი შიში სიკვდილია და სწორედ სიკვდილის შიშისგან მოდის ღმერთის რწმენა. ამიტომ, მაშინ გაჩნდა სიკვდილისა და ღმერთის რწმენა ჩემში ერთად.

скачать dle 11.3