კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა სიურპრიზი გაუკეთა გოჩა ფასიეშვილს დაბადების დღეზე მაიკ ტაისონმა, როგორ გახდა ის კაშპიროვსკის მწვრთნელი და რა შესთავაზა მას რუსეთის ტელევიზიამ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოსვლის შემთხვევაში #42

გოჩა ფასიეშვილი ამერიკაში ძალიან წარმატებული ქართველი სპორტსმენი, კიკ-ბოქსინგში სამგზის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისა და ტაილანდური კრივის საერთაშორისო ტიტულის მფლობელია. მსოფლიოს უძლერეს სპორტსმენთა შორის, მსუბუქ წონაში რეიტინგით მე-12 ადგილს დღემდე ინარჩუნებს.  ის უკვე ოცი წელია, ამერიკაში აქტიურ სპორტულ ცხოვრებას ეწევა, სადაც ჩაკ ნორისის მიწვევით წავიდა... მას ამერიკაში დიდ პატივს სცემენ და მასზე ამერიკის, რუსეთის პრესა და ტელევიზია ბევრს საუბრობს. თუ როგორ ცხოვრობს ის დღეს ამერიკაში, რა გზა გაიარა წარმატების მიღწევამდე, ამაზე თავად გვესაუბრა:
– 14 წლის ვიყავი, ჩოხატაურის რაიონის სოფელ წიფნარიდან რუსთავში რომ ჩამოვედი და კრივში ვარჯიში დავიწყე. ჩემი პირადი მწვრთნელი ნიკოლაი გარაბაჯი იყო. პარალელურად, თავისუფალ ჭიდაობაშიც ვვარჯიშობდი. სოფლიდან ჩამოსული ბიჭი ვიყავი და არ მინდოდა, დრო უქმად დამეკარგა. გურული აქცენტის გამო ქუჩაში სულ პრობლემა მქონდა და ჩხუბიც კი მიწევდა. იმ პერიოდში თავისუფალ ჭიდაობაში პრიზიორი გავხდი. თავისუფალი ჭიდაობის შემდეგ ძიუდოში დავიწყე ვარჯიში, შემდეგ ნაკრებში მოვხვდი და ჩემპიონი გავხდი. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, ექვსი მოკრივე ვიყავით, ვინც პირველად დაიწყო კიკ-ბოქსინგში ვარჯიში. 1993 წელს რუსთავში, პირველმა მე ჩამოვაყალიბე კიკ-ბოქსინგისა და ტაილანდური კრივის ფედერაცია.
– ბატონო გოჩა, რატომ წახვედით ამერიკაში?
– ამერიკაში მიმიწვია ჩაკ ნორისმა. ფლორიდაში ტარდებოდა ჩემპიონატი. მაგრამ უსახსრობის გამო, წასვლა დამაგვიანდა. მე რომ ჩავედი, ის შეჯიბრება უკვე ჩატარებული იყო. მოვძებნე კლუბი, სადაც ვარჯიშობდა ჩაკ ნორისი, ბრიუს ლი. მოვხვდი ამ კლუბში, სადაც არავინ არაფერი იცოდა ჩემ შესახებ.  მითხრეს, ხომ ხარ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ჰოდა, იჩხუბეო. მე პროფესიონალებში არ ვიყავი და მოყვარულებში თუ გინდ ასჯერ იყო ჩემპიონი, იქ ეს არ ითვლება. ორ კვირაში დამინიშნეს შეჯიბრება. ეს ჩემი გამოცდა იყო, რომელიც მოვიგე. მაგრამ, ისე ვიყავი დამტვრეული, მივხვდი, რომ პროფესიონალი არ ვიყავი. მერე მოვემზადე, თვრამეტი შესარჩევი ბრძოლა მოვიგე, რომ მივსულიყავი კიკ-ბოქსინგის ლეგენდა ლუის ვიზიოსთან შესაჯიბრებლად. მას 16 მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა მოგებული და მეჩვიდმეტე მე ვიყავი. ყველა ტელევიზიამ, ჟურნალისტმა წაგება მიწინასწარმეტყველა.  ბრძოლა სინამდვილეში მე მოვიგე, მაგრამ უპირატესობა მას მისცეს. თუმცა, ამან მომიტანა ის, რომ ერთ წელიწადში მსოფლიოს ნომერ მეორე მოკრივედ დამასახელეს. შემდეგ ჩაკ ნორისმა მიმიწვია კალიფორნიაში, მის მოსწავლეს შევეჯბირე და მოვუგე. მაშინ ჩაკ ნორისმა გამოუშვა ჟურნალი. სულ 15 ბრძოლა იყო იმ დღეს და მან თქვა, რომელი ბრძოლაც მომეწონება, ჩემი ჟურნალისა და ფილმის რეკლამას იმ ბრძოლის შუაში გავუშვებო და ჩემი ბრძოლის შუაში გაუშვა. 
–  ბევრმა არ იცის ის ფაქტი, რომ 90-იან წლებში, ერთ-ერთ შეჯიბრებაზე საბჭოთა კავშირის ჰიმნის ნაცვლად, თქვენ „წინწყარო“ მოასმენინეთ...
– ეს იყო 1999 წლის 19 სექტემბერს ატლანტიკ-სიტიში. ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, მსოფლიოს ჩემპიონს, ლუის ვიზიოს შევხვდი. მაშინ მე ამერიკის კლუბში ვიყავი და საქართველოს სახელით გამოვდიოდი. ჩემს ყველა გამოსვლაზე ცხადდება, რომ საქართველოდან ვარ – ყოველთვის საქართველოს სახელით გამოვდივარ...  ამერიკის ტელევიზიებმა მითხრეს, რომ ქვეყნის ჰიმნის გარეშე არ შეიძლებოდა. ორგანიზატორებმა საბჭოთა კავშირის ჰიმნი მოიტანეს. მე სასტიკი უარი ვუთხარი და უცებ მოვიფიქრე: ჩემი ძმა ვახტანგი გავგზავნე. მანქანაში, სადაც ანსამბლ „რუსთავის“ აუდიოალბომი მქონდა და მათ გადავეცი. კასეტაზე „წინწყარო“ იყო ჩაწერილი. ასე რომ, საქართველოს ჰიმნად „წინწყარო“ და „ოროველა“ დავაკვრევინე. არასდროს დამავიწყდება, ხალხი მას გულზე ხელდადებული რომ უსმენდა. სხვათა შორის, ატლანტიკ-სიტიში გამოდიოდა ტაისონიც, ჰოლიფილდიც, მუჰამედ ალიც და მსოფლიოს თითქმის ყველა ცნობილი სპორტსმენი. ერთხელ დავაკვრევინე სიმღერა „ცაზე ავალ და დავძახებ“ ანსამბლ „კოლხეთის“ შესრულებით. მინდოდა, ქართული გამოჩენილიყო და ამას დიდ ყურადღებას ვაქცევდი.
– ბატონო გოჩა, თქვენი დაბადების დღეებიდან  ყველაზე განსაკუთებულად, ალბათ, მაიკ ტაისონის სიურპრიზი გახსენდებათ?
– დიახ, ეს იყო ჩემი დაუვიწყარი დაბადების დღე, როდესაც ორმოცდახუთი წელი შემისრულდა. მე და ტაისონი ერთ დარბაზში ვვარჯიშობდით, თუმცა მას არ ვიცნობდი, შორიდან დამინახავს. ისე მიხაროდა, იმ „გრუშაზე“ ვვარჯიშობდი, რომელზეც ტაისონი. ადრე ამერიკელებმა მკითხეს, რომელ სპორტსმენთან შეხვედრას ისურვებდიო და მე ვუთხარი – ტაისონთან-მეთქი.  კაზინო „ატლანტიკ-სითიდან“ დამიკავშირდნენ და მითხრეს, ორმოცდახუთი წლის ხდებით და გვინდა, სიურპრიზი მოგიწყოთო. მითხრეს, რომ ერთ-ერთი ცნობილი მომღერლის კონცერტის ბილეთებს მომცემდნენ, სასტუმრო ჩემს განკარგულებაში იქნებოდა და ასე შემდეგ. შევედით მე და ჩემი მეუღლე „ატლანტიკ-სითიში“ და ვხედავ, ბნელა. ჩამომართვეს ტელეფონი, გასაღები, რაც ძალიან გამიკვირდა. უცებ აინთო შუქი და ვხედავ, ტაისონი ზის მაგიდასთან – ჩემთვის ჩამოფრინდა... გადავირიე სიხარულით, „ვებოქსავე” ხუმრობით. დაცვა გაოცებული მიყურებდა. მე ვუთხარი: აბა, ხომ აისრულე სურვილი და ხომ შემხვდი-მეთქი... იცინა და გადამეხვია. ისეთი თავისუფალი ტიპია, თითქოს ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. მაგ დროს ჩემი მეუღლე ფეხმძიმედ გახლდათ, რაც ჯერ არავინ იცოდა და პირველმა ტაისონმა გაიგო. მე ისეთი დაცვა არავისზე მინახავს, მას რომ ჰყავდა. რომ გაიგეს ტაისონი რესტორანშიო, დაახლოებით სამი ათასი გოგო გაჩნდა გარეთ. ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო, რომ, როცა გამოვედით, ტაისონი მომიტრიალდა და მეძახის: გოჩა, ჯორჯია!.. დაგავიწყდაო და ხელთათმანზე წამიწერა თავის სახელი. „ვებოქსავეთ” ერთმანეთს, „სტოიკა“ გავუკეთეთ და  ეს ხელთათმანი  რომ   მომცა, ამ გოგოებმა ჩათვალეს, ესეც დიდი ვარსკვლავიაო და ახლა მე გამომეკიდნენ, რის გამოც სხვა კაზინოში მომიწია გადასვლა.
– როგორ გახდით ანატოლი კაშპიროვსკის მწვრთნელი და მეგობარი?
– კაშპიროვსკი ნიუ-იორკში რომ ჩამოდიოდა, ერთ დარბაზში ვვარჯიშობდით. მერე დავმეგობრდით. მან მალახოვის გადაცემაში ერთ ექიმს ხელი დაარტყა და ნოკაუტში ჩააგდო. ჟურნალისტმა რომ ჰკითხა, კრივი საიდან იციო, კაშპიროვსკიმ უპასუხა, გოჩა ფასეიშვილი მავარჯიშებსო. დამიკავშირდა მთელი რუსეთის ელიტა და მთხოვდნენ, ჩვენც გვინდა გვავარჯიშოო.  იფიქრეს, სამოცდათორმეტი წლის კაცმა თუ ერთი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო მოწინააღმდეგე, ჩვენც ვისწავლით ასეთ ჩხუბსო. მაგრამ, ის ძლიერი შტანგისტია. კაშპიროვსკის ხშირად უთქვამს გადაცემებში, რომ მე ვავარჯიშებდი. შემდეგ დამირეკეს რუსეთის ტელევიზია „ენტევედან“. კაშპიროვსკიზე დოკუმენტურ ფილმს იღებდნენ და ამერიკაში ჩამოვიდნენ, ჩვენი  ვარჯიშები გადაიღეს. ჟურნალისტი გოგონა იყო, თუ გახსოვთ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, პირდაპირი ჩართვისას რომ შეხტა და თქვა:  აჰა, ჟურნალისტებსაც გვესვრიანო. მან კონკრეტულად ამ რუსული ტელევიზიის დავალებით შემომთავაზა, შენზეც გადავიღებთ დოკუმენტურ ფილმს. ჩავალთ გურიაში და რუსეთში შენს სფეროში მთავარი ფიგურა იქნებიო. მოკლედ, მთელი გეგმა ჰქონდათ შემუშავებული, სცენარი დაწერილი... მითხრეს: ამ ფილმში უნდა თქვა, თუ რა ცუდია საქართველოში ცხოვრება; რომ აეროპორტშივე გძარცვავენ; რომ სააკაშვილი ყველა შეჯიბრებაში წილში გიჯდება. მათი დარიგებით უნდა მეთქვა, რომ მე მყავს ბევრი სამხედრო მეგობარი და მათგან ვიცი, რომ ომის დაწყების ბრძანება სააკაშვილმა გასცა. უბრალოდ, მათ გვარებს მათივე უსაფრთხოების მიზნით არ დავასახელებდი, ოღონდ ის უნდა მეთქვა, რომ სააკაშვილმა გასცა ბავშვებისა და ქალების დახოცვის ბრძანება... მე ვუპასუხე, სიმართლეს გეტყვით-მეთქი. არა, სიმართლე არ გვინდა, ისედაც ვიცითო. ჩვენ გვყავს ბევრი ქართველი მსახიობი და მომღერალი, რომელსაც ვუხდით, რომ ასე ილაპარაკონო. შენ გგონია, ის ტყვია მართლა მესროლეს, დადგმული იყო, მაგრამ ეს რომ არ გამეკეთებინა, მეორე ტყვია მე მომხვდებოდაო. მე არც სააკაშვილის ფანი ვარ და არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს არ მივეკუთვნები, მაგრამ როგორ ვთქვა ასეთი რამ, როდესაც სააკაშვილი რამდენჯერმე ვნახე ამერიკაში და ყველა ჩემი მოგება უხაროდა. ჩემს ოჯახს მოეფერა და როცა თბილისში ჩავედით, სწორედ ეს გამიკვირდა, რომ ძარცვა აღარ ხდებოდა. რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი.

скачать dle 11.3