კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხვდა ქალი ციხეში ქმრებისა და საყვარლების ცემისთვის

43 წლის ლელა კ-შვილი ორი მამაკაცის ცემისა და დაჭრისთვის დააკავეს. ერთ-ერთი დაზარალებული მისი ქმარი იყო, მეორე – ყოფილი საყვარელი. რა დაუშავეს მამაკაცებმა ქალს და როგორ მიაყენა მან სხეულის დაზიანება ორივეს, ამ ამბის დეტალებით სრულიად უცნობი ადამიანებიც კი დაინტერესდნენ. ისინი კი ვინც ლელა კ-შვილს ახლოს იცნობდნენ, ამ ამბავს სრულიად ჩვეულებრივ შეხვდნენ – ლელა კ-შვილი წარსულში ტაქსის მძღოლის დაჭრისთვის იყო ნასამართლევი.
ლელა კ-შვილი პირველად ციხეში 30 წლის ასაკში მოხვდა, დაზარალებულ ტარიელ ლ-ძის ჩვენების საფუძველზე. ის აცხადებდა, რომ ქალმა ჯერ სცემა, შემდეგ კი დანით ფეხში დაჭრა.  ტარიელ ლ-ძე  ტაქსის მძღოლი გახლდათ. მისი ჩვენების მიხედვით, ლელა კ-შვილი, მისი მუდმივი კლიენტი იყო, რომელსაც  თვეების განმავლობაში საკუთარი ავტომობილით ემსახურებოდა.  სასამართლო პროცესზე საპირისპიროს ამტკიცებდა დაზარალებულის მეუღლე,  რომელიც აცხადებდა, რომ ლელა კ-შვილი ტარიელ ლ-ძის საყვარელი იყო. მოკლედ, ასე იყო თუ ისე,  ქალი მამაკაცის სხეულის დაზიანებისა და იარაღის ტარებისთვის, გაასამართლეს და ხუთი წლით პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლო პროცესზე მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ მამაკაცს შეურაცხყოფა არ აპატია. ფიზიკურად ძლიერი მონაცემების მქონე ლელა კ-შვილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებდა, მაგრამ თავს დამნაშავედ არ სცნობდა. ამონაწერი ჩვენებიდან,  რომელიც მან გამოძიებას პირველი შემთხვევის დროს მისცა და რის გამოც საბრალდებო სკამზე მოხვდა: „ტარიელს ახლოს ვიცნობდი. ოთხი თვე  თავისი ავტომანქანით მატარებდა. მივხვდი, რომ ჩემ მიმართ განსაკუთრებული სიმპათიები ჰქონდა, მაგრამ იმ პერიოდში სხვა მამაკაცს ვხვდებოდი და ტარიელის გრძნოებებს ყურადღებას არ ვაქცევდი. თანხას საკმარისზე მეტს ვუხდიდი და ისიც მემსახურებოდა. ზოგჯერ ხუთი-ექვსი საათი მელოდებოდა, როცა ჩემს საყვარელს ვხვდებოდი. ერთ საღამოს, პირადი პრობლემების გამო, ძალიან გაღიზიანებული ჩავჯექი ავტომობილში. ცოტა გავიარეთ, ტარიელი ცუდად გამეხუმრა. გავბრაზდი, მანქანა გავაჩერებინე, გადმოვათრიე და ჯერ ვცემე, შემდეგ ფეხში დანა დავარტყი, რომ ადგილიდან წასვლა ვერ შეძლებოდა“. – ყვებოდა ბრალდებული ლელა კ-შვილი, რომელმაც ექსპერტიზის დასკვნით, მამაკაცს მძიმე დაზიანებები მიაყენა.   
ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, ლელა კ-შვილმა საკუთარი მაღაზია გახსნა და ბიზნესი წამოიწყო. ის კვლავ გათხოვდა. მისი რჩეული მისივე თანასოფლელი, ვალერი გ-ძე აღმოჩნდა, რომელიც ძალიან მალე გახდა ქალის მსხვერპლი. როგორც მოგვიანებით, ვალერი გ-ძის დისგან, მედეა გ-ძისგან  სამართლადამცევლებისთვის გახდა ცნობილი, მას არ უმხელდა, რომ ცოლის ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი იყო. თუმცა, მის სახეზე არსებული დაზიანებებით,  და და მშობლები კარგად ხვდებოდნენ, რომ მათ შორის ყველაფერი კარგად არ იყო. ამონაწერი მედეა გ-ძის ჩვენებიდან: „ჩემი ძმა არ გვიმხელდა, რომ ლელა ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. თუმცა, მე ამას კარგად ვხვდებოდი. ისიც ვიცოდი, რომ როდესაც პირველი ოჯახი დაენგრა, მისი ყოფილი დედამთილი ამბობდა, ლელა ქმარს სცემდა ხოლმეო. თუმცა, ამისი დაჯერება მიჭირდა. ერთი-ორჯერ ჩემი თანდასწრებით  უყვირა ჩემს ძმას, მე შენს შენახავას არ ვაპირებ, საკუთარი შვილი მყავს  გასაზრდელიო. თუმცა  მისი შვილი პირველი ქმართან ცხოვრობდა და ლელა მასზე ნაკლებად ზრუნავდა. ერთხელ ჩემს ძმას სახე ჰქონდა  ჩალურჯებული, როცა ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი, მითხრა, ნასვამი დავეცი და სახე დავარტყიო. თუმცა, მის ნათქვამში ეჭვი შემეპარა. 
როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, ლელა კ-შვილი და ვალერი გ-ძე დაპირისპირებისა და ხშირი ჩხუბების მიუხედავად, ოჯახს მაინც ინარჩუნებდნენ. რაღაც დროით მათი დაპირისპირება თითქოს ჩაწყნარდა,  მაგრამ ამან დიდხანს არ გასტანა. ლელა კ-შვილმა ქმარს მალე გამოუცხადა, რომ თუ ოჯახს არ შეინახავდა, სახლიდან გააგდებდა. როგორც ჩანს, ვალერი გ-ძეს ცოლის ხარჯზე ცხოვრება მოსწონდა. ეს ულტიმატუმი კი არ მოეწონა. ცოლს დაუპირისპირდა, ამ სახლიდან მე კი არ წავალ, შენ გაგაგდებ, ნუ გავიწყდება, რომ ჩემი ავტომანქანის გაყიდვით აღებული ფულით გვაქვს დაგირავებულიო. ამის გამო, ცოლ-ქმარი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  სწორედ ამ მომენტში, ოჯახში სტუმარი,  ლელა კ-შვილის საყვარელი მივიდა, რომელიც ასევე, ჩაერთო ჩხუბში და ქალის გასაკვირად, მის ქმარს დაუჭირა მხარი. ქალი ვალერი გ-ძეს ფიზიკურად ერეოდა, როცა ჩხუბში  ნუკრი ნ-ძე ჩაერთო. იმ დროს ლელა კ-შვილს ქმრისთვის თავი უკვე გაეხეთქა. მოგერიების პროცესში გაბრაზებულმა ქალმა აღარც საყვარელი დაინდო და მას ჯერ თავი ქვით გაუხეთქა, შემდეგ კი სახლიდან დანა გამოიტანა და გულში ორჯერ ჩაარტყა. ფიზიკურად ძლიერმა ქალმა ორ მამაკაცს, სხეულის მძიმე დაზიანებები მიაყენა, რის გამოც ისინი საავადმყოფოში მოხვდნენ. ნუკრი ნ-ძეს სიცოცხლის შესანარჩუნებლად ქირურგიული ოპერაციის გაკეთება დასჭირდა. სამართალდამცველებმა ლელა კ-შვილი იმავე დღეს დააკავეს.  საწყის ეტაპზე ლელა კ-შვილს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს, მაგრამ საბოლოოდ, განზრახ სხეულის მძიმე დაზიანებით გადაუკვალიფიცირდა – ისევ და ისევ მის მიერ დაზარალებული მამაკაცების მცდელობით, რომ  ქალი ციხეში დიდხნას არ აღმოჩენილიყო.   ლელა კ-შვილს სასამართლომ   5  წლით პატიმრობა შეუფარდა.

скачать dle 11.3