კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

მწვანე ჩაის 10-დღიანი სასარგებლო დიეტა #42

იდეალური წონა, სილამაზესთან ერთად, ჯანმრთელობის საწინდარიცაა. სწორი დიეტა კი, უპირველეს ყოვლისა, სწორად შერჩეულ საკვებს ნიშნავს.
მწვანე ჩაის სამკურნალო თვისებები აქვს, მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მინერალებით, B ჯგუფის, K, PP და C ვიტამინებით, შეიცავს ფტორს.
ჩაიში შემავალი ანტიოქსიდანტები უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს, ააქტიურებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმის წვას უჯრედების შიგნით.
მწვანე ჩაის სმა წონის კორექციისთვის კარგი საშუალებაა. ეს ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებისა და ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნის ხარჯზე ხდება.
მწვანე ჩაის კიდევ ერთი კარგი თვისება აქვს – მადას აქვეითებს. თუ წახემსების სურვილს ვერ უმკლავდებით, ერთი ფინჯანი უშაქრო მწვანე ჩაი დალიეთ. ფინჯანი ჩაი ნოყიერი სადილის ან ვახშმის წინაც დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში – დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.
ჩაიში კალორიები თითქმის არ არის, მისი დახმარებით წონაში კლება ნელა, თითქმის შეუმჩნევლად ხდება მადის დაქვეითებისა და მეტაბოლიზმის აქტივაციის ხარჯზე. ამასთანავე, ის დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე, ამცირებს სისხლის წნევას და აძლიერებს იმუნიტეტს.
ათდღიანი დიეტა მოიცავს დაბალკალორიულ კვებას და ჩაის რამდენიმე ფინჯანს დღის განმავლობაში, როგორც ძირითადი კვების დროს, ისე შუალედებში. თუმცა 18 საათის შემდეგ არ ღირს მისი მიღება. კოფეინის მაღალი შემცველობის გამო შესაძლოა, ძილის დარღვევა გამოიწვიოს.
ჩაი ყოველი მიღების წინ თავიდან უნდა მოამზადოთ. რა თქმა უნდა, შაქრის გარეშე უნდა დალიოთ, შეგიძლიათ 1 კოვზი თაფლი დაამატოთ. ჩაის მიღების შემდეგ შეამჩნევთ, რომ მადა დაქვეითდა და ადრინდელზე ნაკლები საკვები გჭირდებათ, მაგრამ მინერალებისა და ვიტამინების მარაგს ჩაი შეგივსებთ. ეს განწყობაზეც  დადებითად მოქმედებს. საბოლოოდ, დაბალკალორიული კვებისა და ჩაის დახმარებით ადვილად შეძლებთ 3-4 ზედმეტი კილოგრამის დაკლებას.
გაითვალისწინეთ, რომ მწვანე ჩაი ყველასთვის არ შეიძლება, მით უფრო დიეტური მიზნით და დიდი დოზით. ჩაი სისხლის წნევას აქვეითებს და ჰიპოტონიკებისთვის სასურველი არ არის. კოფეინის მაღალი შემცველობისა და ნივთიერებათა ცვლის გაძლიერების უნარის გამო, ის არც გულით ავადმყოფებსა და ჰიპერტონიკებს მოუხდებათ. კოფეინის გამო, დიდი დოზით მწვანე ჩაი სასურველი არ არის მეძუძური დედებისთვის, ორსულებისთვის, მათთვის, ვისაც უძილობა აწუხებს.
მწვანე ჩაი კიდევ უფრო სასარგებლო გახდება, თუ მას ჯანჯაფილის ფესვს, ლიმონს, პიტნას დაამატებთ. გამოიყენეთ მხოლოდ ფოთლოვანი, დასაყენებელი ჩაი, დაამატეთ ჯანჯაფილის ფესვის პატარა ნაჭერი ან პიტნის რამდენიმე ფოთოლი და დაასხით ადუღებული წყალი. დააყენეთ 5-7 წუთი.
შედეგის მისაღებად უნდა შეამციროთ საკვების კალორიულობა და რაოდენობა. ჩაი  მხოლოდ სრულყოფს პროცესს და ეხმარება ორგანიზმს მიზნის მიღწევაში. ასეთ შემთხვევაში კი, ადვილად დაიკლებთ ზედმეტ კილოგრამებს.

скачать dle 11.3