კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2019 (53)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)

რა კავშირია დაბადების წელსა და სიყვარულსა თუ კარიერაში წარმატების მიღწევას შორის #42

აღმოსავლური ასტროლოგიის თანახმად, იმას, თუ რომელ წელს დაიბადეთ, თქვენს პროფესიონალიზმთან, სექსუალურობასა და კარიერულ წინსვლასთან პირდაპირი კავშირი აქვს. 
ვირთხის, მაიმუნის და გველეშაპის წლებში დაბადებულებს შესწევთ უნარი, ისე დააკარგვინონ თავი სასურველ ადამიანს, რომ სულ თავის ჭკუაზე ატარონ. აგრეთვე, შეუძლიათ, თავადაც ჩაიდინონ სიგიჟეები სიყვარულის გამო. ხშირად კი მათი სასიყვარულო ურთიერთობა ინტიმურ-სექსუალურ გაგრძელებას არ ითვალისწინებს. ამ წლებში დაბადებულები ლოდინის ტაქტიკას მიმართავენ და არ უყვართ ურთიერთობებსა და პროფესიულ საქმიანობაში სისწრაფე. არიან გონიერები და აზროვნებენ საღად. მათ მატერიალური კეთილდღეობა და სიმშვიდე სჭირდებათ. აღელვებთ ახლობლების მდგომარეობა და პრობლემები. თუ სიმშვიდეს ვერ მოიპოვებენ, აგრესიულები და ფეთქებადები ხდებიან. ისინი, ასევე, კარგი მეოჯახეები არიან და ადვილად აღწევენ წინსვლას კარიერაში.
ვეფხვის, ცხენისა და ძაღლის წლებში დაბადებულები ნებისყოფიანები არიან. გამოირჩევიან კარგი გარეგნობითა და დახვეწილი მანერებით. აქვთ სხარტი გონება და განვითარებული ინტელექტი, რაც ყველა სფეროში ეხმარებათ. ვერ იტანენ წინააღმდეგობებს. არასდროს კმაყოფილდებიან მიღწეული შედეგით და წინ იხედებიან. სიყვარულში მეტად ვნებიანები არიან. არ არის გამორიცხული, სანამ სასურველ შედეგს მიაღწევენ, ბევრი წინაღობის, განსაცდელისა და ტკივილის გადალახვა მოუწიოთ, მაგრამ ბრძოლით, შედეგს მაინც აღწევენ.
ხარის, გველისა და მამლის წლებში დაბადებულები ძლიერი ბუნებით გამოირჩევიან. არიან ნებისყოფიანები, მაგრამ ცვალებადი ბუნების. შესწევთ იმის ძალა, რომ, სასურველი ადამიანის ყურადღების მოსაპოვებლად, ბევრი იბრძოლონ. ხშირად ცდებიან, რადგან ვეღარ ამჩნევენ რჩეულის ცუდ თვისებებს, ნაკლოვანებებსა და მძიმე ხასიათს. უყვართ ლიდერის პოზიციაზე ყოფნა და პასუხსიმგებლობის საკუთარ თავზე გაუაზრებლად აღება. ამის გამო ხშირად უწევთ კამათი გარშემო მყოფებთან. ამ წლებში დაბადებულები ადვილად ახერხებენ, იყვნენ წარმატებულები როგორც კარიერაში, ისე სიყვარულში. უმრავლესობა კი დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს.
კატის, თხისა და ტახის წლებში დაბადებულები დამოუკიდებლობით გამოირჩევიან.  ახასიათებთ გარეგნული სიმშვიდე, სხარტი აზროვნება, შეუპოვრობა და საპირისპირო სქესთან ბატონობის უნარი. ისინი ბუნებით თავისუფლები არიან და არ უყვართ, როცა რამეს უკრძალავენ. ამ წლებში  დაბადებულები გამოირჩევიან სექსუალურობითა და თბილი ბუნებით. შეუძლიათ საყვარელი ადამიანის გამო მსხვერპლზე წასვლა. ასევე, სრული ჰარმონიის დამყარება როგორც სულიერ, ისე ინტიმურ სფეროში. კარიერაში დიდი ძალისხმევით აღწევენ წარმატებას და ამ დროს შესწევთ უნარი, მოთოკონ პირადი გრძნობები.

скачать dle 11.3