კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2020 (50)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #42

კაკაურიძე
კაკაურიძე ორსუფიქსიანი ქართული გვარ-სახელია, შედგება საკუთარი სახელისგან – კაკა. ესაა კაცის უძველესი სახელი და, ასევე, გვხვდება ქალის სახელადაც. ური, ისევე, როგორც ძე, გვარის მაწარმოებელი სუფიქსია. პირველი გვხვდება მთიულეთში, მეორე – იმერეთში.
კაკაურიძე შედარებით მრავალრიცხოვანი გვარია.
„კაკაურიძე მახარობელს, წყალწითელას მცხოვრებს, კოხურას ბეგარის ნუსხის მიხედვით, ემართა სანთელი – ლიტრა ორი, ღომი – გვერდი ორი, პური – გვერდი ერთი, ღვინო – კოკა სამი, ათი თეთრის საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი). იქვე მოიხსენიება მიქელ კაკაურიძე.
ფუძით კაკა რამდენიმე ქართული გვარია ნაწარმოები.
საქართველოში 2 071 კაკაურიძე ცხოვრობს: თბილისში – 489, ზესტაფონში – 480, ქუთაისში – 367. არიან სხვაგანაც.
გვენეტაძე
გვარში ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გვენე. დაფიქსირებულია სვანეთში.
ქართული გვარების „საშენ მასალად“ ხშირადაა გამოყენებული ასო ტ: გვენეს დაემატა ასო ტ და მიღებული იქნა გვენეტაძე; ამავე ძირისაა გვარი გვეტაძე.
ქართულ სამართლის ძეგლებში მიგნებულია სამი დოკუმენტი, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევს, დავადგინოთ, თუ რომელი წლიდან მოიხსენიებიან გვენეტაძეები, სად ცხოვრობდნენ და როგორი სოციალური მდგომარეობის იყვნენ.
ვინმე გვენეტაძე მოუკლავს მაჭავარიანების ყმას, რის გამოც შუღლი ჩამოვარდნილა მაჭავარიანსა და კონსტანტინეს შორის. ეს ფაქტი შეტანილია ისტორიულ მასალებში, რომელიც დათარიღებულია 1565-1583 წლებით.
„წყალწითელას მცხოვრებ როსტევანა გვენეტაძეს მართებს ბეგარა ორი ლიტრა სანთელი, ორი გვერდი ღომი, ერთი გვერდი პური, სამი კოკა ღვინო, ათი საკლავი, ორი ძღვენი“ (1570 წელი).
„ხუცია გვენეტაძე მოწმეა კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ კანდელაკ ქავთარისათვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა“ (1673-1696 წლებში).
1840-იან წლებში იმერეთში გვენეტაძეები ცხოვრობენ სოფლებში: დაბაძველი, ეწერი, მუხაყრუა, სუფოთი, სიმონეთი.
ვარაუდით, გვენეტაძე და გვეტაძე ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს. მათ ქუთაისში, ციხიასა და ჭოგნარში უნდა ეცხოვრათ. 
გვენეტაძეები სასულიერო პირები და საეკლესიო გლეხები იყვნენ.
25 000 გვარს შორის გვენეტაძეებს 253-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 2 750 გვენეტაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 817, ტყიბულში – 671, თერჯოლაში – 557. არიან სხვაგანაც.
ავთანდილაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ავთანდილი. ეს სახელი არაბულ-ირანული წარმოშობისაა და ქართულად „სამშობლოს რწმენას” ნიშნავს. ის საქართველოში ოდითგანვე გავრცელებული იყო. მისი კნინობითი ფორმაა ავთო.
1721 წლის აღწერით, პატარა ზურაბის ყმად, საფიეთში მოიხსენიება მოლაშქრე თამაზ ავთანდილაშვილი.
საკარისში ყმები ყოფილან ფარუა და ყულიჯან ავთანდილაშვილები.
1721 წლის აღწერითვე, ავთანდილაშვილები მემამულეებიც იყვნენ.
საქართველოში 203 ავთანდილაშვილი ცხოვრობს:. ქარელში – 101, თბილისში – 44, გორში – 12. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3