კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წასამძღვანიებელი

„სამი ძმანი, გურულები, მუშაობდნენ ყანასაო“

 მართალია, 5-პროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახა და ის ამბავიც მიჩუმათდა, ბ-ნ ბურჭულაძეს რომ ტუქსავდა ბ-ნი გვარამია (სატელეფონო საუბარში, კოდური სახელწოდებით: „ნიკა, გენაცვალე“), მაგრამ, სამაგიეროდ, ყოფილი ბანი მიღწევებით კმაყოფილია და, „ნატოსი“ არ იყოს, კარს ღიას ტოვებს ყველა პროდასავლური ძალისთვის.
მანამდე კი ბლოკს (რომელშიც აწ იგი, გიორგი ვაშაძის „ახალი მესაქართველოები“ და მამუკა კაციტაძის „მემარჯვენეები“ ბრძანდებიან) ერთთვიანი ვადა აუღია, როგორც გვითხრეს – გადასახალისებლად (მომყავს ციტატა: „ერთ თვეს ვიღებთ ვადას იმისთვის, რომ რეორგანიზაცია მოხდეს ყველა ჩვენს პარტიაში, რის შემდეგაც უფრო ძლიერად შევუდგებით ბრძოლას იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დადგეს“).
ერთი ისაა, რომ საიდუმლოდ დაიტოვა, თუ რა იგულისხმა „რეორგანიზაციაში“ (მერე გეტყვითო).
ჩვენ არ ვიცით, რომელ პოლიტიკურ ძალებს ელის ბანი ბურჭულაძე თავისი ბლოკის რიგებში, როგორც თავადად ამბობს, მხოლოდ პროდასავლელებს, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ მისმა ყოფილმა პარტნიორმა ბ-ნმა ჯაფარიძემ ხსენებული ბლოკი სწორედ იმიტომ დატოვა, რომ ბან ბურჭულაძეს რამდენიმე მილიონი მოუთხოვია, ვფიქრობ, უპრიანი იქნება, თუკი ბლოკში გაწევრიანების მსურველები, ყოველი შემთხვევისთვის, თითო-თითო მილიონს იქონიებენ ჯიბეში. –

скачать dle 11.3