კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოხიბლა მარიკა მაჩიტიძემ კომპეტენტური ჟიური თავისი მონაცემებით და რა გამონაკლისი დაუშვეს მის გამო ტელეკომპანია „კულტურის” სატელევიზიო კონკურსში

სოპრანო მარიკა მაჩიტიძე 2009 წლიდან თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტია. საოპერო ხელოვნებას ის ბავშვობიდანვე ეზიარა და მას შემდეგ, სიმღერა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ სფეროში მან არაერთ წარმატებას მიაღწია, ამჟამად კი ტელეკომპანია „კულტურის” სატელევიზიო კონკურს ბîëüøჭÿ Îïåðჭ-ის მეოთხე სეზონში  მონაწილეობს – 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოხვდა და ამ ეტაპზე ლიდერთა სიაშია (ფოტოები ეკუთვნის ფოტოგრაფ ვადიმ შულცს).
მარიკა მაჩიტიძე: ერთ საღამოს დამირეკა ჩვენი თეატრის საპატიო დირექტორმა, ზაზა აზმაიფარაშვილმა და მეკითხება: თუ გსურს, მონაწილეობა მიიღო ტელეკომპანია „კულტურის” სატელევიზიო კონკურს ბîëüøჭÿ Îïåðჭ-ში და თუ დროც გაქვს, შეგვიძლია, რეკომენდაცია გაგიწიოთო. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ჩემი მონაცემები, ბიოგრაფია, ჩანაწერები გადავაგზავნე.  სექტემბრის დასაწყისში იყო შესარჩევი ტური, რომელიც ორი დღე გრძელდებოდა. უამრავი განაცხადი ჰქონდათ. შესარჩევი ტურისთვის 50 მომღერალი შეარჩიეს. იქიდან კი – 12 მონაწილე. მათ შორის მოვხვდი მეც.
– როგორ ვიცი, ვერ მოახერხე ქასთინგზე ჩასვლა და შენი ჩანაწერი გაგზავნე.
– რადგან ჩემი გრაფიკის გამო, ვერ მოვახერხე ჩასვლა, ასეთი შეღავათი გაგვიწიეს: შესარჩევ ქასთინგზე გაუშვეს ჩემი ჩანაწერი. ის დადებითად შეაფასეს, მიიღეს გადაწყვეტილება და გამომიგზავნეს კონტრაქტი.
– ვინ არიან ჟიურის წევრები?
– საერთაშორისო დონის, მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალები: დიმიტრი ბერტმანი, მოსკოვის მუსიკალური თეატრის „გელიკონ ოპერის” სამხატვრო ხელმძღვანელი, დირექტორი; ასევე, ნელი მირიჩოუ – რუმინელი სოპრანო; აქსელ ეივერარტი – ბელგიელი ტენორი და მარინა მეშერიაკოვა – რუსეთის დამსახურებული არტისტი, სოპრანო. სექტემბრის ბოლოს ვიყავი მოსკოვში და „მოსფილმში” გვქონდა გადაღებები. ამ პროექტისთვის სპეციალურად დიდი პავილიონი აქვთ აღებული, სადაც ჩაწერა ხდება. გაკეთებულია ულამაზესი სცენა, უკრავს ცოცხალი ორკესტრი და ყველა მონაწილის არიის შესრულებისას მინიატურული სცენა თამაშდება, რაც კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის კონკურსს. საკმაოდ დატვირთული გრაფიკი გვქონდა: გადაღებები, რეპეტიციები, ინტერვიუები, კოსტიუმების, მაკიაჟის, თმის ვარცხნილობის მორგება – ყველა დეტალს აქცევენ ყურადღებას, რადგან სატელევიზიო პროექტია და ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს. ამ ეტაპზე ორი გადაცემა ჩავწერეთ. შემდეგ ჩასვლაზე კიდევ ჩავწერთ მომდევნო სამ გადაცემას. 8 ოქტომბრიდან უკვე დაიწყო გადაცემების ჩვენება ტელეკომპანია „კულტურის” ეთერში. იქ ყოფნის დროს კონკურსანტები წაგვიყვანეს „გუმში”. მოულოდნელად ვიწყებდით სიმღერას. ბოლოს კი ყველანი ერთად ვმღეროდით ნეაპოლურ სიმღერას „ფუნიკული ფუნიკულა”. ფლეშ მობი გავაკეთეთ. ვერ ხვდებოდა ხალხი, რა ხდებოდა: ჯერ ერთი იწყებს სიმღერას, მეორე აგრძელებს, ხან საიდან ესმით ხმა, ხან – საიდან  და ბოლოს 12 მომღერალი იკრიბება და მღერიან ერთად. შოკში იყვნენ, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა.
– როგორია კონკურსის წესები,  როგორ ხდება მონაწილეების შეფასება, გამარჯვებულის გამოვლენა?
– საკონცერტო ფორმატია. 12 მონაწილე ასრულებს თავ-თავის არიას და თითოეულის გამოსვლის შემდეგ, ჟიური გამოთქვამს საკუთარ აზრს – კრიტიკას, რჩევებს, სურვილებს. თუ ჟიურის ძალიან მოეწონები, გეუბნება: „კის”, ხოლო თუ არ მოეწონები, გეუბნება – „არას.” ეს ყველაფერი ხდება შენი ნამღერის შემდეგ. გადაცემის ბოლოს კი უკვე ჯამდება მათი ხმები და ერთი მონაწილე ტოვებს პროექტს. პირველ გადაცემაზე ჟიურიმ შეგვაფასა, მაგრამ არავის დაუტოვებია პროექტი. მეორე გადაცემა დატოვა ერთმა მონაწილემ,15 ოქტომბერს ნახავთ ყველაფერს. პროექტი გრძელდება 3 თვე. ფინალი იქნება 26 დეკემბერს მოსკოვის „დიდ თეატრში” და გადაიცემა პირდაპირ ეთერში. მანამდე გამოვლინდება სამი ფინალისტი და მათ შორის ვინ იქნება გამარჯვებული, ამას უკვე მაყურებელი გადაწყვეტს. მიუხედავად იმისა, რომ არ მიყვარს კონკურსები, შეჯიბრებები, ვფიქრობ, ეს კონკურსი იქნება წარმატებული – ბევრი ადამიანი გამიცნობს, დამინახვს, პლუს, ახალი არიები დამიგროვდება ჩემს რეპერტუარში.
– როგორი შეფასება დაიმსახურე პირველი-ორი გადაცემის შემდეგ?
– ამ ეტაპზე მაქსიმალურად მაღალი შეფასება მაქვს, ლიდერთა სიაში ვარ. შევასრულე მასნეს ოპერიდან „მანონის” გავოტი. ჩემი ფრანგული გამოთქმები ძალიან მოეწონათ და მკითხეს: თუ ვლაპარაკობდი ფრანგულად. დიდ ყურადღებას აქცევენ, როგორ გამოთქვამ თითოეულ სიტყვას, როგორ აყალიბებ აზრს, როგორ ასრულებ. ყურადღება მიიქცია ჩემმა იმიჯმა და ამასაც ხაზი გაუსვა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა: ხასიათში მორგებული კოსტიუმი გეცვაო.
– პირველი ქართველი ხარ, რომელიც ასეთ მასშტაბურ და საინტერესო სატელევიზიო კონკურსში მონაწილეობს.
– კი, ჯერჯერობით პირველი ქართველი ვარ და იმედი მაქვს, სხვა სეზონში სხვებიც მიიღებენ მონაწილეობას. მე მათ აუცილებლად გავუზიარებ ჩემს გამოცდილებას. კონკურენცია საკმაოდ დიდია, რადგან გამოცდილი და კარგხმიანი კონკურსანტები არიან. ასეთ გარემოში ყოფნა ჩემთვის კიდევ ერთი დამატებითი გამოცდილებაა.
– კონკურსის გარდა, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ხარ.
– კი და დიდ ემოციას მგვრის, როცა მაცხადებენ: მარიკა მაჩიტიძე, საქართველოდან,  თბილისის ზაქრია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი. ეს დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, ჩემი სარეპეტიციო და სამუშაო დრო ძირითადად ამ კონკურსისკენაა მიმართული. მაგრამ, ოპერაშიც კონცერტები იგეგმება და ვეცდები, შევათანხმო გრაფიკი. ჩემი თეატრის ხელმძღვანელობა ხელს მიწყობს ყველაფერში და გვერდში მიდგანან.
– ახლო წარსულში გადავინაცვლოთ, რატომ გადაწყვიტე ამ პროფესიის არჩევა?
– ქართველები მუსიკალური ხალხი ვართ და ჩემი ოჯახიც არ იყო ამ მხრივ გამონაკლისი. მგონი, ჯერ კიდევ დედის მუცელში ყოფნისას მესმოდა მუსიკა, რადგან დედა ოპერის თეატრში ორკესტის მსახიობი იყო – ალტისტია და ალტების ჯგუფში უკრავდა. ფაქტობრივად, სცენაზე დავიბადე და შემდეგ გავიზარდე ისეთ გარემოში, სადაც სულ მუსიკა მესმოდა. მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოს კლასში ვსწავლობდი და დედა იყო ჩემი პედაგოგი. მამა, სამწუხაროდ, 2 წლის წინ გარდაიცვალა. ის ექიმი გახლდათ, მაგრამ, იმავდროულად, გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული. მან შეძლო თავისი პროფესიისთვის ხელოვნებაც შეეთავსებინა. წერდა ლექსებს, ძალიან კარგად ხატავდა, წერდა მუსიკას – ორი ოპერა აქვს დაწერილი. ერთი ოპერა გერმანიის ძალიან ცნობილ ფესტივალზე წარვადგინეთ 1995 წელს. იქ დაიდგა მისი ოპერა და საკმაოდ დიდი წარმატება ხვდა წილად. შემდეგ დაწერა ძალიან საინტერესო და რთული ოპერა, რომელსაც „წამებული დედოფალი” დაარქვა. სიუჟეტი ეხება წმიდა დედოფალ ქეთევანს. ჩემი ცხოვრების მიზანი და მისიაა, რომ ოდესღაც, გავაცოცხლო მისი ნამუშევარი, რომელიც მან ჩვენ, ყველას დაგვიტოვა. ეს არის დიდი განძი და ის აუცილებლად უნდა ნახოს მაყურებელმა.
– ალბათ, შენ დაგიწერა და ითამაშებ კიდეც.
– კი, მამამ მე მომიძღვნა – როდესაც მთავარ პარტიას წერდა, მას წარმოდგენილი ჰქონდა, რომ მე შევასრულებდი... სკოლის პერიოდში, როცა პროფესია უნდა ამერჩია, მამას ექიმი უნდოდა ვყოფილიყავი. ამიტომაც, ჩავაბარე სამედიცინო ინსტიტუტში. ერთი წელი ვისწავლე და მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი საქმე. პარალელურად, ვსწავლობდი მუსიკალურ სასწავლებელში, საოპერო ხელოვნებას ვეუფლებოდი და საბოლოოდ, საოპერო ხელოვნების „ვირუსით” დავაადდი. მამას გული დასწყდა ჩემს არჩევანზე, რადგან იცოდა, რა რთული იყო ეს პროფესია ქალისთვის. ამის გამო, ხშირად აზრთა სხვადასხვაობა გვქონდა. მაგრამ მერე, როცა წარმატებებს მივაღწიე, ეს მისთვის დიდი ბედნიერება იყო. ისეთი გრძნობა მაქვს, ახლაც მიყურებს და ხედავს, როგორ ვაგრძელებ მის გარეშე ცხოვრებას. იმედი მაქვს, ჩემს წარმატებებს იგებს და ხედავს. მისი გარდაცვალება ჩემთვის ურთულესი პერიოდი იყო. რთულია, როცა ახლობელ ადამიანს ეთხოვები.. თან, მე და მამას ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. მე მას შევპირიდი, რომ ყველა წარმატებას მას მივუძღვინიდი და ეს ასეც გრძელდება.

скачать dle 11.3