კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

UG ბაღი – თქვენი პატარების პირველი ნაბიჯი მომავალი წარმატებისკენ

„საქართველოს უნივერსიტეტი”, მასთან არსებული სკოლა და UG ბაღი თქვენი შვილების აღზრდის, პიროვნებად ჩამოყალიბების, საუკეთესო განათლებისა და წარმატების გარანტია. თუ თქვენ ჯერ კიდევ არ აგირჩევიათ, რომელ ბაღში მიიყვანოთ თქვენი პატარა, UG ბაღის ერთ-ერთი დამფუძნებელი – მანანა სანაძე და ბაღის ადმინისტრაციის უფროსი – ელა მაზმანოვა დაწვრილებით მოგვიყვებიან მათი ბაღის აშკარა უპირატესობებზე.
მანანა სანაძე: ჩვენ მოვიცავთ ბავშვის აღზრდის, პიროვნებად და სპეციალისტად ჩამოყალიბების ყველა საფეხურს. ესენია – საბავშვო ბაღი, სკოლა და უნივერსიტეტი. თავდაპირველად, მოღვაწეობა დავიწყეთ უნივერსიტეტით. ბაკალავრიატში მოსული სტუდენტების დონემ გვიბიძგა საშუალო სკოლის გახსნისკენ, სადაც ბავშვებს მივცემდით სათანადო განათლებას.  ასე ჩამოვაყალიბეთ სკოლა და გაგვიჩნდა საბავშვო ბაღის გახსნის იდეაც, სადაც დღეს ბავშვები ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას იძენენ. თავდაპირველად, მივიღეთ ხუთწლიანი ბავშვები, მაგრამ შემდეგ, მოთხოვნის გაზრდის შესაბამისად, ჩამოყალიბდა ოთხწლიანი, სამწლიანი ჯგუფები და მშობლების დაჟინებული თხოვნით, ბაგაში წლისა და ექვსი თვის ბავშვებიც კი გვყავს. UG ბაღში ქართველებთან ერთად ბევრი უცხოელი აღსაზრდელიც გვყავს. თუმცა, ბავშვებს შორის კომუნიკაციის პრობლემა არ არსებობს, რადგან მათ აქვთ რუსულისა და ინგლისურის გაკვეთილები და ერთმანეთთან ურთიერთობა კარგი პრაქტიკაა მათთვის. ბაღი და მით უმეტეს, სწორად შერჩეული საბავშვო ბაღი, უმთავრესი კომპონენტია ბავშვის განვითარებისთვის. ყველა ასაკში ბავშვი უნდა იძენდეს შესაბამის უნარებს.  ბაღში ბავშვები ახერხებენ სოციალიზაციას სხვა ბავშვებთან და ურთიერთობების დალაგებას მასწავლებლების მეთვალყურეობის ქვეშ.
– როგორი მიდგომებია ბავშვებთან UG ბაღში?
– არ შეიძლება ბავშვს ვაიძულოთ, რომ დღის მხოლოდ კონკრეტულ მონაკვეთში ითამაშოს, შემდეგ მოუსმინოს მასწავლებელს, რომელიც უკითხავს ზღაპარს და ასე შემდეგ. როდესაც მასწავლებელი კითხულობს ზღაპარს, იმ მომენტში ზოგს მოსმენა ურჩევნია, ვიღაცას – მანქანით თამაში, ვიღაცას – თოჯინას დაძინება... არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევუზღუდოთ არჩევანის თავისუფლება. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, რომელ კუთხეს შეუერთდეს. გვაქვს სათამაშოების სიმრავლე, აქცენტი გავაკეთეთ ხის, გონების განმავითარებელ სათამაშოებზე, რომლებიც იმავდროულად, ეკოლოგიურად სუფთაა და სრულიად უვნებელი. ბავშვი თავად წყვეტს, თავისი ინტერესიდან გამომდინარე, რით ითამაშოს. ისინი, ფაქტობრივად, ცხოვრობენ სათამაშოებში. თუმცა, მათი ეს თავისუფლება აუცილებლად უნდა იყოს კონტროლირებადი. ახლო მომავალში გვექნება „მონტესორის ოთახი“
– როგორ ამზადებთ ბავშვებს სკოლისთვის?
– სკოლამდელი ჯგუფის ბავშვები თავისუფლად არჩევენ სხვადასხვა გეომეტრიულ ფიგურას, ხილს, ბოსტნეულს, ხორბლეულს, აკეთებენ ცომს, ავლებენ ჩურჩხელებს. სწავლობენ ასოების ცნობას, მაგრამ არა კითხვას, ეს უკვე სკოლაში ხდება, რადგან ჩვენს სკოლაში სხვა მეთოდიკით ვასწავლით კითხვას. რაც სწრაფად კითხვის საშუალებას აძლევს ბავშვებს. მათ აქვთ სიმღერის გაკვეთილები, რაც ეხმარებათ სმენის განვითარებაში, სასცენო ხელოვნების, ცეკვის წრე. ხუთი წლის ასაკში ბავშვები დამოუკიდებლად თამაშობენ ჭადრაკს. ჩვენს სკოლაში დაახლოებით სამი კლასი ივსება ჩვენი ბაღის ბავშვებით, ხოლო დანარჩენი კლასები კომპლექტდება გარედან მოსულებით. ძალიან დიდია ჩვენი ბაღისა და გარედან მოსულ ბავშვებს შორის განსხვავება. აქ იმაზე არ არის საუბარი, ვინ რამდენი ლექსი იცის. საუბარია ელემენტარულ უნარ-ჩვევებზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
– რას იტყვით თქვენს პედაგოგებსა და ბავშვთა კვებაზე?
– ჩვენ გვყავს პედაგოგები, პედაგოგიური და ფსიქოლოგიური განათლებით. ყოველწლიურად მათ აქვთ ტრენინგები. უნივერსიტეტიდან მოგვყავს პროფესორები, რომლებიც ატრენინგებენ მათ. ჩვენი ბაღი არ არის კომერციული დაწესებულება მომგებიანობის თვალსაზრისით. რეალურად, ჩვენ ვცდილობთ, პედაგოგებს მივცეთ ღირსეული ანაზღაურება, რათა მათ ჰქონდეთ მეტი მოტივაცია. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ კვებას, რომელიც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ბავშვებს ვაძლევთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს. ყოველდღიურად მოდის ახალ-ახალი პროდუქტი, რომელიც იმ დღესვე თავდება. არავითარ შემთხვევაში, არ გამოვიყენებთ გაყინულ პროდუქციას. პერიოდულად, შესაბამისი სამსახურები  ამოწმებენ პროდუქტების ხარისხს, ჰიგიენურ ნორმებს და ასე შემდეგ. განსაკუთრებული ინტერესით შეამოწმეს ჩვენი სამზარეულო და აღფრთოვანდნენ.  გვითხრეს, ასეთი დონის ბაღი ჯერ თბილისში არ გვინახავსო. რაც შეეხება ჰიგიენას, მე ვფიქრობ, ამაზე ყურადღების გამახვილება, უბრალოდ, ზედმეტია, რადგან ეს საკითხი უმაღლეს დონეზე გვაქვს მოგვარებული, როგორც ბაღში, ასევე სკოლასა და უნივერსიტეტში.
ელა მაზმანოვა (UG ბაღის ადმინისტრაციის უფროსი): ვიდრე მშობელი ბავშვს UG ბაღში მოიყვანს, წინასწარ ავსებს საინფორმაციო  ფურცელს, რომლის მეშვეობითაც ვიღებთ ამომწურავ ინფორმაციას ბავშვის ხასიათზე, საყვარელ საკვებზე, ინტერესის სფეროზე, რასაც შემდგომ, რასაკვირველია, ვითვალისწინებთ. ზოგ ბავშვს, მაგალითად, აქვს ალერგია კონკრეტულ საკვებზე და ჩვენ თუ მენიუში ის პროდუქტი გვაქვს, აუცილებლად მისთვის ვანაცვლებთ სხვა საკვებით. ყოველ დილით ყველა ბავშვი ინდივიდუალურად შედის ჩვენს პედიატრთან, რომელიც ამოწმებს ბავშვს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლიათ მათ ჯგუფში შემოსვლა. თუ ბავშვს აღენიშნება გაციების ნიშნები ან ნებისმიერი სახის მცირე გართულებაც კი, მაშინვე ვურეკავთ მშობელს, რომ სახლში წაიყვანოს. ბავშვები ბაღში დილის 9-ის ნახევრიდან საღამოს 7 საათამდე არიან. ასაკის შესაბამისად, ბავშვებს აქვთ ბევრი აქტივობა. ჩვენთან ბავშვებისთვის სწავლების პროცესი თამაშ-თამაშით მიმდინარეობს, რათა მოსაბეზრებელი არ იყოს. მიუხედავად იმისა, რომ არ ვასწავლით წერა-კითხვას, თითქმის ყველა მათგანი წერს და კითხულობს, რადგან ვასწავლით ასოებს, რომლებიც ძალიან ბევრი თამაშის დროს ხვდებათ. პირადად მე, მუდმივად ვარ ძიების პროცესში, დავდივარ ტრენინგებზე, საიდანაც ბევრი ახალი მეთოდი შემომაქვს. იმისთვის, რომ გავიგო, რამდენად სახალისო და საინტერესოა ახალი თამაშები ბავშვებისთვის, მე თავად ვთამაშობ მათთან ერთად. ჩვენი მენიუ შედგენილია დიეტოლოგის მიერ, ძირითად აქცენტს ვაკეთებთ ცილოვან საკვებზე. მშობლებთან მაქსიმალურად მჭიდრო კავშირი გვაქვს. აბსოლუტურად ყველა მშობელს ვუგზავნით ყოველი დღის მენიუს, რომ იცოდეს, რას ჭამს მისი შვილი. ძალიან ხშირად დაგვყავს ბავშვები გამოფენებზე, თეატრში, ზოოპარკში... რა თქმა უნდა, მშობლის ნებართვით. წელიწადში ორჯერ ჩვენთან მოდიან ორთოპედები, რომლებიც უმოწმებენ ბავშვებს ფეხის ტერფებს, ხერხემალს და საჭიროების შემთხვევაში, ურჩევენ მშობლებს, რას მიაქციონ ყურადღება.
P.S. ასე რომ, ენდეთ UG ბაღს  – ანდეთ თქვენი შვილები გამოცდილ და პასუხისმგებლობით სავსე გუნდს. ეს თქვენი შვილების წარმატებული მომავალია!
მისამართი:
თბილისი, ალექსიძის ქ. ¹8
საკონტაქტო ტელ: +995 591 99 29 89
ვებ–გვერდი: www.ug.edu.ge
facebook. ugkids.ge

скачать dle 11.3