კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამაზ ჩარექიშვილი: „უშვილობა განაჩენი აღარ არის!” #41

რამაზ ჩარექიშვილი – რეპროდუქტოლოგი, გინეკოლოგ-ენდოსკოპისტი ოქროს ხელებით! ასე ახასიათებს მას პაციენტების დიდი ნაწილი. წლის ლოკალური გამოკითხვებითაც, ის მკითხველთა რჩეულ ექიმად დასახელდა. სწორედ მის სახელს უკავირდება არაერთი უშვილო წყვილის ბედნიერება. თავადაც მიაჩნია, რომ არა მხოლოდ ქირურგი-გინეკოლოგი, არამედ, უპირველესად, რეპროდუქტოლოგია.
– ბატონო რამაზ,  პაციენტების წლის რჩეულ ექიმად დასახელდით. როგორ ფიქრობთ, რითაა განპირობებული ეს ფაქტი და როგორია თქვენი მიდგომები პაციენტისადმი?
– მოხარული ვარ, რომ თქვენმა მკითხველებმა მაღიარეს, როგორც კარგი სპეციალისტი. თუმცა, საბედნიეროდ, აქვე დავძენ, რომ მხოლოდ მე არ ვარ საქართველოში ამ დარგის კვალიფიციური წარმომადგენელი და  ძალიან ბევრი წარმატებული და კარგი ექიმია. რაც შეეხება პაციენტებთან ურთიერთობას, ექიმი უნდა იყოს ყურადღებიანი და პაციენტის მიმართ გულისხმიერი. ხშირად, როცა ჩემთან მოდიან, პრობლემის მოყოლას შორიდან და ისეთი დეტალებით იწყებენ, რომელსაც პრობლემის არსთან საერთო არაფერი აქვს და არც დიაგნოზის დასასმელადაა აქტუალური. თუმცა მე, როგორც ექიმი და როგორც ადამიანი, ვალდებულად მივიჩნევ თავს, გულისხმიერად მოვეკიდო და ბოლომდე მოვუსმინო მათ სატკივარს. პაციენტი მოდის პრობლემით და პროფესიონალ ექიმს ზუსტი დიაგნოზისა და სამკურნალო ღონისძიებების ჩასატარებლად უნდა ეყოს გამოცდილება და მიდგომა, რომ მისი მონაყოლიდან ზუსტი მიმართულება განსაზღვროს. ამასთანავე, ექიმს უნდა შეეძლოს პირადი და ცხოვრებისეული პრობლემების სახლში დატოვება. პაციენტის წინაშე ის მთლიანად მომართული უნდა იყოს მის სამკურნალოდ და კეთილსინდისიერი მომსახურებისთვის.
დღეისთვის რეპროდუქტოლოგიური პრობლემა საკმაოდ რთული საკითხია და ის ერთ დღეში ვერ გადაწყდება. როგორც წესი, ასეთი პაციენტები დაღლილები არიან მორალურადაც და ფინანსურადაც. თეთრხალათიანების დანახვა აღარ სურთ. ხშირია ფაქტი, როცა ქალბატონი 7-8 წელი უშედეგოდ მკურნალობს უშვილობას და ზუსტ დიაგნოზსაც ვერ იგებს. ბუნებრივია, ასეთ პაციენტებს ექიმებისადმი ნდობა აქვთ დაკარგული. ამიტომ, მათ სულ სხვანაირი მიდგომა სჭირდებათ. ეს მთავარი ასპექტია. შემდეგ უკვე, კვალიფიციური დახმარება აძლევს სტიმულს და ის მადლიერია. მადლიერ პაციენტზე ძვირფასი კი არაფერია – არც ის ჰონორარი, რაც მან უნდა გადაიხადოს.
დღემდე მახსოვს შემთხვევა, როგორ დავეხმარე პაციენტს, 22 წლის გოგონას, რომლის შემთხვევაში სისხლის შედებება არ ხდებოდა („ ვერგოფის” დაავადება). ოპერაცია ჩატარდა წვეთი სისხლის დანაკარგის გარეშე და მეორე დღეს პაციენტი სახლში გავუშვით. გაჭირვებული გოგონა იყო, მაგრამ დედამისის მადლობა, მისი სიტყვები მერჩივნა ნებისმიერ ჰონორარს. ეს სიტყვები მუდამ თან დამდევს და მადლიერებით მავსებს.
– ბატონო რამაზ, თქვენი კაბინეტის მოსაცდელში ქალბატონებს გავესაუბრეთ. ერთ-ერთი როსტოვიდან იყო ჩამოსული სპეციალურად თქვენთან ოპერაციისთვის. უშვილობის პრობლემა დღეს სერიოზული თავსატეხია. რატომ უნდა მოვიდნენ რამაზ ჩარექიშვილთან ამ პრობლემის მქონე პაციენტები? ჩვენ ქალბატონმა თამარ ნ-მ მოგვმართა კითხვით, რომ მას უკვე 8 წელია, შვილი არ უჩნდება და ექიმები ურჩევენ ეგრეთ წოდებულ საკვერცხეების მილების გასუფთავებას, თუმცა უშედეგოდ. რა ციკლით უნდა გაიარონ ქალბატონებმა შემოწმება ზუსტი დიაგნოსტირებისთვის?
– 8 წელი – ეს უკვე გადაჭარბებული პერიოდია, საერთაშორისო გაიდლაინების მიხედვით, თუ 1 წლის განმავლობაში არ დგება ფეხმძიმობა, ეს წყვილი უშვილოდ ითვლება. თავდაპირველად წყვილის გამოკვლევა უნდა მოხდეს პარალელურ რეჟიმში და მამაკაცმაც უნდა ჩაიტაროს სათანადო კვლევები. ცალსახად მხოლოდ ქალბატონის წვლილი ამ საქმეში ვერ იქნება. მით უმეტეს, მამაკაცთა უნაყოფობის სტატისტიკამ ამ ბოლო დროს საგრძნობლად იმატა.
რატომ უნდა მოგვმართონ უშვილო წყვილებმა? – ჩვენ პაციენტს ვთავაზობთ, კომპლექსურად და მაქსიმალურად მოკლე ვადებში, ზუსტი დიაგნოზის დასმას და შესაბამისად, მიზანმიმართულ მკურნალობას. თუ მამაკაცის ფაქტორი გამოირიცხება და მაინც ზუსტი დიაგნოზი ვერ დგინდება, არც ექოსკოპიურად არაფერი იკვეთება, არც ჰორმონალური დარღვევა აღენიშნება ქალს, მაშინ გვაქვს აუცილებლობა, ქალბატონმა ჩაიტაროს სადიაგნოსტიკო ლაპარასკოპიული, გისტეროსკოპიული კვლევა. ეს ევროპული გაიდლაინების პირდაპირი მითითებაა და ჩვენ ვერანაირად ვერ ვუმკურნალებთ პაციენტს, თუ არ ვიცით ზუსტი დიაგნოზი. ლაპარასკოპია კი გვაძლევს საშუალებას, გამოვავლინოთ ის დაავადებები და პათოლოგიები, რაც სხვა, ნებისმიერი კვლევით არ ჩანს. მაგალითად, ენდომეტრიოზი, რომელიც მხოლოდ ლაპარასკოპიულად ვლინდება. ასევე, ენდომეტრიოზის კლინიკური გამოვლინება გახლავთ მენსტრუაციული ციკლის წინა პერიოდის ტკივილები, რომელსაც რატომღაც, ყოფით დონეზე არაფრად მიიჩნევენ. არადა, ეს გახლავთ ყურადსაღები ნიშნები. საკმაოდ მძიმე დაავადებაა და სხვათა შორის, უშვილობის გამოწვევი ერთ-ერთი მიზეზიც.
მთავარი ისაა, რომ პაციენტები ერთმანეთისგან ყველაზე უტყუარ ინფორმაციას იგებენ – როგორ ვექცევით ჩვენ პაციენტებს: არ ვახარჯინებთ მათ იმაზე მეტ დროსა და ფინანსებს, რაც საჭიროა; არ ვატყუებთ და ზუსტი დიაგნოზის პირობებში ვმკურნალობთ ეფექტურად. ყველაზე დიდი რეკომენდაცია ჩემი კმაყოფილი პაციენტია!
– თქვენ წარმოადგენთ ახლა, კორპორაცია „ევექსის” ერთ-ერთ წამყვან ექიმს ის საკმაოდ ძლიერი ბაზაა „კარაპს მედლაინში.”
– კორპორაცია „ევექსი,” ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ვთქვა, რომ არის ჰოლდინგი, რომელიც უსმენს საკუთარ ექიმებს, არ ზღუდავს მათ განვითარებას და ორიენტირებულია არა მხოლოდ კერძო კლინიკების შეძენაზე, არამედ ფიქრობს, პაციენტისთვის ხელსაყრელი სამედიცინო გარემოს შექმნაზე. ეს კი დღეს საკმაოდ იშვიათია. „ევექსი” კარგად გრძნობს ექიმისა და პაციენტის პულსს. ის პატივს სცემს პროფესიონალ სპეციალისტებს და ამავე დროს, იცავს პაციენტის უფლებებს.
P.S. ბატონი რამაზი ამაყობს, რომ მისი პაციენტების დიდი ნაწილი, მასთან ოპერაციის შემდგომ, ნაყოფიერების უნარს იბრუნებენ და დედები ხდებიან. ეთანხმება მისი ლეგენდარული მასწავლებლების მოსაზრებას, რომ გინეკოლოგი ქირურგი და რეპროდუქტოლოგი ქირურგი, სრულიად სხვადასხვაა. ბატონი რამაზიც სწორედ ქირურგთა იმ პლეადას მიეკუთვნება, რომელიც უპირველესად, რეპროდუქტოლოგიური განათლებით და მიდგომით გამოირჩევა, ადაპტირებულია ქალის რეპროდუქტოლოგიური თვისების შენარჩუნებაზე. ბატონ რამაზს მიაჩნია, რომ არასდროს ქირურგს არ უნდა გაურბოდეს ხელები გონებაზე წინ. პაციენტების შეფასებით, ჩარექიშვილი სწორედ ასეთი ექიმია.
საკონტაქტო ტელეფონი: 599 43-60-00.

скачать dle 11.3