კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აურია ნინო ლეჟავამ ქორწინების შემდეგ მეუღლეს ცხოვრების ჯანსაღი წესი და როდის „კაიფობს“ ცოლის ცეკვისას დათო შაპირო

ცოტა ხნის წინ  ქართველი სპორტსმენები ბარსელონაში, ბოდიბილდინგში ერთ-ერთ პრესტიჟულ შეჯიბრზე, „არნოლდ კლასიკზე“ იმყოფებოდნენ. მიუხედავად ძალიან ბევრი დაბრკოლებისა და დიდი კონკურენციისა, მათ საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს. ერთ-ერთი მათგანი დათო შაპირო იყო, რომელიც „მენს ფიზიკის“ კატეგორიაში მეთხუთმეტე ადგილზე გავიდა. დათოს მეუღლე აღმოსავლური ცეკვების ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელი, ნინო ლეჟავაა, რომელიც ქმარს საქართველოდან გულშემატკივრობდა.
დათო შაპირო: ეს არის ბოდიბილდინგში ყველაზე პრესტიჟული შეჯიბრი, შვარცენეგერის სახელობის ფესტივალი, რომელიც მთელ მსოფლიოში მხოლოდ 5 ადგილზე ტარდება. წელს ბარსელონაში იყო, თუმცა მანამდე მადრიდში ტარდებოდა, მაგრამ ბევრი მონაწილისა და მაყურებლის გამო, ბარსელონაში გადმოიტანეს. რაღაც შედეგები უნდა გქონდეს ქვეყნის მასშტაბით, რომ დაგპატიჟონ, მიწვევა გამოგიზავნონ. ჩვენც ოფიციალურად დაგვპატიჟეს, მაგრამ მოლდოვის სახელით წავედით, რადგან ჩვენმა სახელმწიფომ არაფერში მიიღო მონაწილეობა და არც სპონსორებმა – არავინ დაგვიდგა გვერდში. მიწვევასაც ვერ ვაკეთებდით. ყველაფერზე უარი მოგვივიდა, გზის ფულზეც კი უარი გვითხრეს. მოლდოვის ფედერაციასთან რამდენიმეს ჰქონდა ურთიერთობა და სთხოვეს, ბიჭები საერთოდ ვეღარ მიდიან შეჯიბრებაზე და იქნებ, მიწვევა გაგვიკეთოთო. მათაც გაგვიკეთეს. შესაბამისად, მოლდოვის სახელით ვიასპარეზეთ და შედეგებიც მოლდოვის ფედერაციამ მიიწერა. სამი სპორტმენი წავედით სამ სხვადასხვა კატეგორიაში. იქ დაგვხვდა ათასობით სპორტსმენი, კონკურენცია იყო ჯოჯოხეთური, მაგრამ სამივე ნახევარფინალში გავედით. მე წარმოვადგენდი კატეგორიას „მენს ფიზიკი“, სადაც სპორტსმენები დგანან გრძელი შორტებით. მოკლე „პლავკებით“ რომ გამოდიან – ეს არ არის.
ნინო ლეჟავა: რაც ყველაზე მეტად მეჯავრება და ამას არასდროს ჩაიცვამ.
– ცოლის გამო გადაწყვიტე გრძელი შორტებით ასპარეზობა?
– არა. ერთი სპონსორი გვყავდა მხოლოდ და მათ აიღეს ელემენტარული რაღაცეები საკუთარ თავზე და გვითხრეს: შენ ამ კატეგორიაში გამოხვალ, შენ – ამაშიო. ამიტომ მომიწია ამ კატეგორიაში გამოსვლა. „მენს ფიზიკი” არნოლდ შვარცენეგერის ყველაზე საყვარელი კატეგორიაა. ჩვენ რომ სცენაზე გავედით, მაშინ გაიხსნა საზეიმოდ შეჯიბრება და გაიჭრა ლენტი, თორემ წინა დღესაც ასპარეზობდნენ სხვადასხვა კატეგორიაში. „მენს ფიზიკი“ 70-იანი წლების ბოდიბილდინგთან არის მიახლოებული. შვარცენეგერი ამბობს, რომ ეს ესთეტიკური კატეგორიაა და ამიტომაც უფრო მეტად მომწონსო. შესაბამისად, ჩვენს კატეგორიაში ყველაზე მეტი მონაწილე იყო, ძალიან რთული და დაძაბული ბრძოლა გამოდგა. თუმცა, ჩემი თავით ბოლომდე არ ვარ კმაყოფილი. პაკო ბაუტისტა საქართველოს ბოდიბილდინგის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, ესპანეთში ყველაზე ცნობილია და ის მივიდა მსაჯებთან და უთხრა: ეს ჩვენი ბიჭები არიან, უბრალოდ, მოლდოვის სახელით გამოდიან და იქნებ გვითხრათ, შემდეგისთვის რა გააუმჯობესონო. რაც მე ვიცოდი, რომ მაკლდა, ის მითხრეს – ცოტა უფრო მშრალი რომ ყოფილიყო, ფინალში მოხვდებოდაო. კარგად ვერ მოვემზადე. ვემზადებოდი და მერე მითხრეს: ვერ მიდიხარ შეჯიბრზეო, მერე – მიდიხარო. ბოლოს წასვლამდე ორი კვირით ადრე: ვეღარ მიდიხარო. ბოლოს ისეთმა ადამიანმა დამაფინანასა, არც ველოდებოდი. დარბაზში გაიგო, რომ ვერ მივდიოდი და თანხა გადამიხადა.
– რაც ცოლი მოიყვანე, რეჟიმიდან ხომ არ ამოვარდი?
– ჭამის მხრივ – არა, მაგრამ ძილის მხრივ ამერია, ნინოს რეჟიმზე გადავედი. 11 საათზე უკვე გათიშულს მეძინა, ახლა კი 3 საათზე ვიძინებ. სამაგიეროდ, ნინოს აერია ნერვები.
ნინო: ადამიანი ერთი დღე რომ არის მშიერი, იმას უფუჭდება ხასიათი და წარმოიდგინე, სამი თვე მკაცრი დიეტა. ეს მოქმედებს მის გუნება-განწყობაზეც. მელია მყავს ქმარი, სულ ქათმის ფილესა და ბრინჯს ჭამს, ჯანსაღად იკვებება. რომ მახსენდება, ნაჭამი როგორი საყვარელია, ვაპატიებ ხოლმე. მეც ვცდილობ, არ ავყვე ამ დროს. ძალიან რთულია სპორტსმენის ცოლობა, თუმცა, არც ჩემი ქმრობაა ადვილი. რაღაც დოზით მესმის მისი, რაღაცით კი – არა. მაგრამ, რადგან დათოს მეუღლე ვარ, ამიტომ უნდა მესმოდეს ეს ყველაფერი. თუმცა, ახლახან პირობა მომცა: ერთი წელი არანაირ შეჯიბრებაზე არ გავალო.
დათო: კატეგორიის შეცვლა მინდა და ერთ წელიწადში, ალბათ, ვერ შევძლებ. ნინოს რომ არ მოსწონს, იმ კატეგორიაში უნდა გადავიდე – „კლასიკურ ბოდიბილდინგში”, ან „კლასიკ ფიზიკში“ – ეს უფრო მინდა. „პლავკა“ არ მეცმევა, ნინოს, რომ არ მოსწონს, მაგრამ ოდნავ გრძელი ტრუსები რომ აცვიათ კაცებს, ეგ – კი, სტრიპტიზორების ტრუსიკები.
ნინო: ეს შეიძლება. ვხუმრობ, რაც უნდა, ის ჩაიცვას. დათოსაც არ აქვს ჩემს საცეკვაო ჩაცმულობასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა. ზოგადად, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს – სკოლა, სადაც ცეკვას ვასწავლი და ასევე, დღეში შეიძლება, 3-ჯერ, 4-ჯერ ვიცეკვო. დათო წინ და უკან დამაქანებს.
დათო: დღეში შეიძლება, რამდენიმე ადგილას წავიყვანო და ეს საერთოდ არ მეზარება. შეიძლება, საათ-ნახევარიც ველოდო და არც ვწუწუნებ. მხოლოდ ბოლოსკენ თუ წავიწუწუნებ – ღამე თუ იცეკვებს და 2-ზე რომ უნდა გამოვიდეს, 3-ზე გამოვა. მე უკვე მძინავს მანქანაში და ვეხვეწები: არ შევიდეთ მარკეტში, სახლში წავიდეთ-მეთქი.
– დათო, როგორი შემფასებელი ხარ ნინოს ცეკვის?
დათო: ძალიან მომწონს. რომ ვუყურებ, ვკაიფობ. ჩემს ემოციებს უფრო მაყურებელი იწვევს – გაოცებული თვალებით რომ უყურებენ. თორემ, მე კი ვიცი, ვინც არის – თავზე მასაჟს მიკეთებს მუცლით და საკუთარ თავზე მაქვს ყველაფერი გამოცდილი. მაყურებლის რეაქციაზე უფრო ვკაიფობ.
ნინო: ვცდილობ, დათო არ დაესწროს ჩემს გამოსვლას. ის და მამაა ორადორი მამაკაცი, რომელთა წინაშე ცეკვისას ვკომპლექსდები და ცოტ-ცოტას ვიჭედები. სცენაზე რომ  ვცეკვავ, მერე დათოს ვეკითხები: როგორი იყო, ვულგარულად ხომ არ გამოვიდა-მეთქი. ის მპასუხობს: არა, ძალიან საყვარელი იყავიო.
– ბუტიაობაც იცით?
დათო: თუ შეჯიბრებისთვის არ ვემზადები, მაშინ ერთ ყურში შევუშვებ და მეორედან გამოვუშვებ, მაგრამ თუ ვემზადები, ყველაფერზე ვრეაგირებ. მგონია, რომ ჯიბრზე მიკეთებს. ეს და დედაჩემი შეკრულები არიან, ერთნაირი ხასიათები აქვთ. ასე მგონია, დედაჩემმა გააჩინა.
ნინო: ყველაზე სასაცილო პროცესია, როცა ველოდებით, ვინ გადადგამს პირველ ნაბიჯს. თუმცა, მაინც დათო დგამს ამ ნაბიჯს.
– როდესაც დათო ბარსელონაში იყო წასული, ძალიან გულშემატკივრობდი.
ნინო: სულ კომპიუტერთან ვიჯექი, ლაივ-ჩართვები ჰქონდათ. ერთხელ დათოსთან შეჯიბრებაზე რომ ვიყავი, ისე ვკიოდი და ვწიოდი, სულ არ ვერიდები ემოციების გამოხატვას.
დათო: საკუთარი ტრენერის ხმა კი არა, მხოლოდ დედაჩემისა და ნინოს ხმა მესმოდა. ყველაფერზე გვიან ვრეაგირებდი, სულ „ვატორმუზებდი“, ვერ ვიგებდი, რას მეუბნებოდნენ.
– ოჯახში ახალი წევრი გყავთ.
დათო: მას შემდეგ, რაც ერთად ვართ, დილა იწყებოდა: ცუგას ხომ მიყიდი და ღამე მთავრდებოდა: ცუგას ხომ მიყიდიო. მე უარზე ვიყავი, რადგან თავისი ძაღლი რომ მოუკვდა, ცუდად გადაიტანა და იმიტომაც არ მინდოდა. ყოველდღე სხვადასხვა ჯიშის ძაღლის რეკლამას ეწეოდა, ვიდეოებით და მერე უცებ მეც მომინდა. ისეთი საყვარელია, დილა იწყება ცხვირზე კბენითა და ყურების დაგლეჯით და ღამეც ასე მთავრდება, მხოლოდ მე მერჩის.
– ნინო, დათომ დარბაზში ვარჯიშიც ხომ არ დაგაწყებინა?
– არა. რეალურად, ჩემი ცეკვისთვის დამაკმაყოფილებელი ფორმები მაქვს. ასე არ არის დათო?
დათო: რა თქმა უნდა.

скачать dle 11.3