კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააბა მახეში მართა ბებიას გამტაცებლები „ეხამ სიბელელუსმა“

მოსკოვის სისხლის სამართლის სამძებროს („მური“) ლეგენდარული ქართველი მაძებარი, კოკა (კონსტანტინე) რუსაძე იხსენებს: „მეოცე საუკუნის სამოციანი წლების მიწურულს ერთ ჩემს მდიდარ ბავშვობის მეგობარს (ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ) ბოროტმოქმედებმა 80 წლის ბებია მოსტაცეს და გამოსასყიდად 100 ათას მანეთს ითხოვდნენ. მე ამ დროს სამკვირიანი შვებულებით ვიმყოფებოდი თბილისში და ატირებულმა ძმაკაცმა ტელეფონში მითხრა: მართა ბებია გაიტაცესო. გამტაცებელს დაურეკავს და უთქვამს – 100 ათასი გაამზადე, დაგირეკვავ და გეტყვი, ფული სად დადოო. თუ არ მოიტან, მოხუცს მოვკლავთო... ბევრი რომ არ გავაგრძელო, მოხუცის უკან დასაბრუნებლად და ბოროტმოქმედთა დასაჭერად ასეთი რამ მოვიფიქრე: როდესაც გამტაცებელმა კვლავ დარეკა, ჩემგან დარიგებულმა მეგობარმა მას უთხრა:
– ფული სამ დღეში მექნება, მოგვიანებით დამირეკე და მითხარი, სად დავდო. შენ კი დაუყოვნებლივ „ეხამ სიბელელუს“ იყიდე აფთიაქში ტაბლეტებით და ბებიაჩემს დაალევინე, თორემ ხელში ჩაგაკვდება, ფულსაც ვერ მიიღებ და ხახამშრალი დარჩებიო...
ჩემ მიერ მოფიქრებული კომბინაციის აზრი ის იყო, რომ ბოროტმოქმედს არარსებული წამლის სახელწოდება ჩავაწერინეთ. თბილისში კი იმ პერიოდში სულ თხუთმეტიოდე აფთიაქი ფუნქციონირებდა. ყველა მათგანში ჩვენი თანამშრომელი ჩავასაფრეთ და „ეხამ სიბელელუსის“ საყიდლად მისული ადამიანის მეშვეობით უნდა მიგვეგნო მართა ბებიისთვის.
– რატომ მაინცდამაინც „ეხამ სიბელელუს“ და არა სხვა სახელწოდება? – დაინტერესდა ჩემი მეგობარი, მე კი მივუგე:
– „ეხამ სიბელელუს“ კარგად ჟღერს ლათინურად, მაგრამ მთავარი სხვა რამაა. ცოტაც მოითმინე და სულ მალე ყველაფერს გაიგებ-მეთქი.
და მართლაც, სულ რაღაც ორიოდე საათიც არ იყო გასული, რომ პლეხანოვზე მდებარე აფთიაქში „ეხამ სიბელელუსი“ იკითხეს. მილიციამ ის მაშინვე დააკავა, შემდეგ მისი თანამზრახველები მოიხელთეს და მართა ბებიაც მშვიდობიანად დავაბრუნეთ შინ.
– აღარ იტყვი, რატომ მაინც და მაინც „ეხამ სიბილელუს“? – მკითხა ჩემმა მეგობარმა, როდესაც საყვარელი ბებიის ფერებით გული იჯერა.
„ეხამ სიბილელუს“ – დავწერე დიდი ასოებით ფურცელზე და ჩემს მეგობარს ვუთხარი:
– ახლა ეს მარჯვნიდან მარცხნივ წაიკითხე-მეთქი...
„სულელების მახე“ – წაიკითხა ჩემმა მეგობარმა მარჯვნიდან მარცხნივ არარსებული წამლის სახელწოდება, რომელმაც ბოროტმოქმედები მახეში გააბა.
x

скачать dle 11.3