კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავაღწიოთ თავი ძლიერ ყელის ტკივილს რამდენიმე საათში


 ყელის ძლიერი ტკივილი მნიშვნელოვანი დისკომფორტია და იმავდროულად, ხელს გვიშლის, მივირთვათ საყვარელი საკვები. გთავაზობთ ხალხურ, ტრადიციულ რეცეპტს, რომელიც ყელის ტკივილსგან ოთხი საათის განმავლობაში გაგათავისუფლებთ, რასაც მედიკამენდები ვერ უზრუნველყოფს.
15 წუთის განმავლობაში ადუღეთ 80 გრამი ძირა 200 მილილიტრ წყალში. მიღებული ნაზავი უნდა იყოს სქელი, რომელიც ყავის ნალექს მოგაგონებთ. შემდეგ გაფილტრეთ და დაამატეთ 50 მილილიტრი წყალი და ნარევი კიდევ ერთხელ მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოგდით ცეცხლიდან. დაამატეთ კოვზით ლიქიორი, კონიაკი ან ვისკი და წამალიც მზად არის. მიიღეთ ერთი სუფრის კოვზი ყოველ ნახევარ საათში. რამდენიმე საათში ყველა სიმპტომი გაქრება. ყელის ტკივილსაც დაემშვიდობებით და თავისუფლად შეძლებთ თქვენი საყვარელი საკვები სიამოვნებით მიირთვათ.

პაპილომის მოშორების
ეფექტური საშუალება
მიუხედავად იმისა, რომ პაპილომა უვნებელია კანისთვის, მისი არსებობა მაინც უსიამოვნოა, ესთეტიკურ დისკომფორტს გვიქმნის და მისი მოშორება თითქმის ყველას უნდა. კარგი იქნება, თუ ამისთვის ბუნებრივ საშუალებებს მიმართავთ.
ცნობილია, ძველი, მაგრამ ეფექტური საშუალება პაპილომის მოსაშორებლად. ესაა ვაშლის ძმრის სიდრი. მას აქვს ანტიბაქტერიული, ანტივირუსული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც დაგეხმარებათ პაპილომისა და მეჭეჭების წინააღმდეგ ბრძოლასა და მათ თავიდან მოშორებაში – უმტკივნეულოდ და ყველანაირი ნაწიბურის გარეშე.
პრობლემური კანის ზედაპირი დაიმუშავეთ რამდენიმე წვეთი ვაშლის სიდრით ოცი წუთის ხანგძლივობით და გავიმეოროთ ეს პროცედურა ხუთი დღის განმავლობაში. გამოიჩინეთ სიფრთხილე და გამოიყენეთ სუფთა, სტერილური ბინტი. მაგრამ, თუ ხუთდღიანი კურსი საკმარისი არ აღმოჩნდა, ვაშლის ძმრის მოხმარება რამდენიმე დღით კიდევ გააგრძელეთ.

გავისუფთაოთ სისხლძარღვები
ვისაც სისხლძარღვების პრობლემები აქვს, ეს რეცეპტი აუცილებლად დაეხმარება.
საუბარია ლიმონისა და ნივრის ნარევზე. აიღეთ ოთხი კბილი ნიორი და ოთხი მწიფე ლიმონი. კარგად გარეცხილ და გასუფთავებულ ლიმონს მოაშორეთ კანი. დააბლენდერეთ ის ნიორთან ერთად და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა, რომელიც უნდა მოათავსოთ სამლიტრიან მინის ქილაში. დაახურეთ თავი და შეინახეთ ბნელ და გრილ ადგილას სამი დღის განმავლობაში. სამი დღის შემდეგ, ის რამდენიმე ფენა სტერილური დოლბანდის მეშვეობით (დოლბანდი გამოიყენეთ ძაბრის ფუნქციით) გადაასხით ნაზავი ბოთლში, დაახურეთ თავი და შეინახეთ მაცივარში.
თუ მძიმე ქრონიკული დაავადებები არ გაწუხებთ და არ უჩივით კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, რეკომენდებულია ამ ნაზავის მიღება ნახევარი ჭიქის ოდენობით დღეში სამჯერ ჭამამდე ოცი წუთით ადრე. მაგრამ, თუ კუჭის პრობლემები გაწუხებთ, მაშინ მიიღეთ ის უშუალოდ ჭამის პროცესში.
არსებობს კიდევ ერთი მეთოდი, რომლისთვისაც საჭიროა თაფლის სიროფი, ნიორი და ლიმონი. ეს სიროფი კარგია ქოლესტერინის წინააღმდეგ საბრძოლველად. აიღეთ ექვსი ლიმონი, ოთხი კბილი ნიორი და 350 მილილიტრი თხევადი თაფლი. ნიორი და ლიმონი მოამზადეთ ზემოთ აღწერილი წესით და ბოლოს, მინის ქილაში შეურიეთ მას თაფლი. ყველაფერი კარგად აურიეთ და დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე, მინიმუმ  ათი დღის განმავლობაში. შემდეგ, სტერილური დოლბანდის მეშვეობით, გადაასხით მოსახერხებელ კონტეინერში, დაახურეთ თავი და გაყინეთ.
 ეს ნარევი კარგად ზემოქმედებს პრობლემურ კუჭ-ნაწლავზეც. ერთი სუფრის კოვზი სიროფი გახსენით ერთ ჭიქა თბილ, ადუღებულ წყალში და მიირთვით უზმოზე, დილით ადრე და კიდევ ერთხელ – გვიან საღამოს ძილის წინ.
გახსოვდეთ, რომ სისხლძარღვების გასუფთავების პროცესი სწრაფად წარიმართება, თუ ამ პრეპარატს დილით, გაღვიძებისთანავე მიიღებთ. შემდეგ კი, დღის განმავლობაში, მიზანშეწონილია მინიმუმ ოთხი ჭიქა სასმელი წყლის მიღება. ძალიან კარგი იქნება, თუ წყალს რამდენიმე წვეთ ლიმონის წვენსაც დაუმატებთ.

ფეხის სოკოს მკურნალობა სახლის პირობებში
ფეხის სოკო, როგორც ცნობილია, ძალიან გავცელებული პრობლემაა, რომლის სიმპტომებიც მოიცავს: ანთებას, შეშუპებას, სიყვითლეს, ფრჩხილის გასქელებასა და დაზიანებას. სოკო განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, რასაც ხელს უწყობს დასუსტებული იმუნური სისტემა, ტენიანი გარემო, ცუდი ფეხსაცმელი და წინდები, ჰიგიენური ნორმების უგულვებელყოფა და დიაბეტი. შეიძლება, მან საერთოდ გაანადგუროს ფრჩხილი, მაგრამ კარგია, რომ ამ დაავადების მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ. თან, ძალიან იაფად. თუმცა, სასურველი შედეგისთვის, დაახლოებით ერთ ან ორთვიანი მკურნალობის კურსია საჭირო. გთავაზობთ სოკოსგან თავის დასაღწევად საჭირო რამდენიმე გზას.
1. ვაშლის ძმარი
ვაშლის ძმარი თავიდან აგაცილებთ სოკოს გავრცელებას. ამავე დროს, ის კლავს ბაქტერიებს. შეურიეთ ერთმანეთს თანაბარი რაოდენობით ვაშლის ძმარი და წყალი. დაასველეთ მასში თქვენი წინდები, ჩაიცვით ნახევარი საათის განმავლობაში. გაიმეორეთ ეს პროცედურა ყოველდღე. რამდენიმე კვირის შემდეგ შეამჩნევთ მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, შეგიძლიათ ბრინჯის ფქვილს დაასხათ რამდენიმე კოვზი ვაშლის ძმარი და მიღებული პასტა წაისვათ დაზიანებული ფრჩხილის გარშემო. ეს საშუალება დაგეხმარებათ არა მხოლოდ სოკოს წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ გაათავისუფლებს კანს მკვდარი უჯდებისგან და თქვენი კანი გახდება ნაზი.
2. ჩაის ხის ზეთი
ჩაის ხის ზეთს აქვს ანტისეპტიკური, ასევე, სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, რომელიც დაგეხმარებათ ფეხის სოკოს მკურნალობაში. ეს ზეთი, ასევე, გამოიყენება სხვა სახის ინფექციების მკურნალობისას. შეურიეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს ან ქოქოსის ზეთს. მიღებული ნაზავი ბამბით დაიტანეთ დაზიანებულ ფრჩხილზე და გაიჩერეთ ათი წუთი.
3. სოდა
სოდა არის ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალება თქვენი სამზარეულოდან, რომელიც განკურნავს ფეხის სოკოს. ის, ასევე, მოგაშორებთ ფეხის სუნს. ნახევარი ჭიქა სოდა, ერთი მეოთხედი ჭიქა 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი და ნახევარი ჭიქა სუფრის მარილი გახსენით ოთხ ჭიქა ცხელ წყლში. ინგრედიენტები კარგად შეურიეთ ერთმანეთს და დაამატეთ ერთი მეოთხედი ჭიქა თეთრი ძმარი. დაიტანეთ ის სოკოთი დაავადებულ ფრჩხილზე და გაიჩერეთ ათი წუთი. შემდეგ კი დაიბანეთ ფეხი კარგად, რომ საფუძვლიანად მოიშოროთ ყველანაირი ნარჩენი და შეიშრეთ. ეს პროცედურა გაიმეორეთ ორჯერ დღეში რამდენიმე კვირის განმავლობაში.
4. თეთრი ძმარი
თეთრი ძმარი არის ერთ-ერთი საუკეთესო ინგრედიენტი ფეხის სოკოს მკურნალობისთვის, რადგან ის ებრძვის ინფექციას და აღადგენს კანის სტრუქტურას. შეურიეთ ერთი ჭიქა თეთრი ძმარი ერთ-ორ ჭიქა თბილ წყალს. დაიმუშავეთ სოკოიანი ფრჩხილი ამ ნარევით 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, წინა შემთხვევის მსგავსად, გაისუფთავეთ ფეხი საფუძვლიანად და შეიმშრალეთ. პროცედურა ჩაიტარეთ ორჯერ დღეში, მაგრამ დღეგამოშვებით, სანამ სანამ სოკო არ გაქრება. თუ კანი გაგიღიზიანდათ, მაშინ გაზარდეთ წყლის რაოდენობა.
5. ორეგანოს ზეთი
ორეგანოს აქვს ანტისეპტიკური, ანტიბაქტერიული, ანტიპარაზიტული, ანტივირუსული, ტკივილგამაყუჩებელი და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები, რაც მას სოკოს წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან ეფექტურს ხდის. შეურიეთ ორი წვეთი ორეგანოს ზეთი ერთ ჩაის კოვზ ზეითუნის ზეთს და მიღებული ნაზავით დაიმუშავეთ სოკოვანი ფრჩხილი ნახევარი საათის განმავლობაში და შემდეგ კარგად გაისუფთავეთ. დადებითი შედეგის მისაღწევად, გაიმორეთ პროცედურა დღეში ერთხელ ან ორჯერ სამი კვირის განმავლობაში.
6. ნიორი
ნივრის შემადგენელ კომპონენტებს ასევე აქვთ სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. შეურიეთ ნივრის ზეთი თანაბარი რაოდენობით თეთრ ძმარს. ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ფრჩხილზე, გადაიხვიეთ და დაიტოვეთ რამდენიმე საათის განმავლობაში. ჩაიტარეთ პროცედურა ყოველდღე. თუ ნივრის ზეთი არაა ხელმისაწვდომი, მაშინ შეგიძლიათ, ორი კბილი დაქუცმაცებული ნიორი შეურიოთ ორი სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს.
8. ლიმონის წვენი
ლიმონის წვენს აქვს ანტისეპტიკური და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. ახალი ლიმონის წვენი წაისვით სოკოიან ფრჩხილზე და გაიჩერეთ ნახევარი საათი. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ ფეხი. მეორე ვარიანტი: აურიეთ თანაბარი რაოდენობით ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. მიღებული ნაზავი შეიზილეთ ინფიცირებულ ადგილას და გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. დაიტოვეთ რამდენიმე საათი. სოკოს წინააღმდეგ ბრძოლის გარდა, ზეითუნის ზეთი დაგირბილებთ კანს, ხოლო ლიმონის წვენი გაანადგურებს სოკოვან ინფექციას. ჩაიტარეთ ეს პროცედურები ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში.
8. ლავანდა
ლავანდას აქვს ანტისეპტიკური თვისებები, რისი წყალობითაც, შეუძლია, ბრძოლა ნებისმიერი სახის ინფექციისა და კანის გაღიზიანების წინააღმდეგ. შეურიეთ ერთმანეთს ხუთ-ხუთი  წვეთი ლავანდისა და ხის ჩაის ზეთი. მიღებული ნარევი წაისვით ბამბით დაზიანებული ფრჩხილის მიმდებარედ, გაიჩერეთ ათი წუთი და შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ დღეში ორჯერ ან სამჯერ.
9. ფორთოხლის ზეთი
ფორთოხლის ზეთს, ასევე, აქვს სოკოს საწინააღმდეგო თვისებები. შესაბამისად, შეიძლება მისი გამოყენება დაავადებული ფრჩხილის სამკურნალოდ. მაგრამ, ფორთოხლის ზეთმა შეიძლება, გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები და ასევე, გვერდითი მოვლენებიც ჰქონდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, სანამ მკურნალობას დაიწყებთ, კანის პატარა ადგილზე შეამოწმოთ, ხომ არ ხართ ალერგიული  ფორთხოლის ზეთის მიმართ.
სასურველია, თუ ნებისმიერი პროცედურის ხანგძლივობა  ერთი ან ორი თვის განმავლობაში გასტანს. დადებითი შედეგის მისაღწევად კი აუცილებლად დაგჭირდებათ  ნებისყოფის სიმტკიცე და მოთმინება.

კარიესის წინააღმდეგ
კარიესი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ძალიან უსიამოვნოა, როცა იცით, რომ არ შეგიძლიათ ცივი და ცხელი სასმელის დალევა არასასიამოვნო შეგრძნებების გარეშე. ამავე დროს, კბილი საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება. ხშირია მასზე სიშავე, რომელიც მარტივად ხვდება თვალში თანამოსაუბრეს. თუმცა, მისგან გათავისუფლება რთული არაა. ამისთვის რამდენიმე რეცეპტი უნდა ვიცოდეთ.
1. დაგჭირდებათ ინდური სანელებელი კურკუმა, ქოქოსის ზეთი და მარილი.
შეურიეთ ერთმანეთს მეოთხედი ჩაის კოვზი ქოქოსის ზეთი, მეოთხედი ჩაის კოვზი კურკუმა, ცოტაოდენი მარილი, დაიტანეთ ნარევი თქვენს კბილის ჯაგრისზე და გაიხეხეთ დაზიანებული კბილები ნაზად, მაგრამ მაქსიმალურად კარგად. დაისვენეთ ხუთი წუთით და კიდევ ერთხელ გაიმეორეთ პროცედურა.
2. დაგჭირდებათ  სოდა, ლიმონის წვენი, გამხმარი პიტნის ფხვნილი და პიტნის ეთერზეთი.
შეურიეთ ერთმანეთს 1 წვეთი პიტნის ეთერზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი სოდა, 2 წვეთი ლიმონის წვენი და მეოთხედი ჩაის კოვზი გამხმარი პიტნის ფხვნილი (სურვილისამებრ). დაიტანეთ ჯაგრისზე და გაიხეხეთ დაზიანებული კბილები. დაიტოვეთ ის კბილებზე დაახლოებით სამი წუთის განმავლობაში. შემდეგ ოდნავ თბილი წყალი გამოივლეთ პირის ღრუში და კარგად გამოისუფთავეთ.
3. დაგჭირდებათ ძირტკბილას ფესვის ფხვნილი, აქტივირებული ნახშირი, ტკბილი ფორთოხლის ეთერზეთი. ამ რეცეპტის გამოყენება კვირაში მხოლოდ ერთხელ შეიძლება. შეურიეთ  ნახევარი ჩაის კოვზი აქტივირებული ნახშირი. მეოთხედი ჩაის კოვზი ძირტკბილას ფესვის ფხვნილი, 1 წვეთი ფორთოხლის ეთერზეთი. გაიხეხეთ კბილი ნაზად და წინა შემთხვევის მსგავსად, მხოლოდ სამი წუთის შემდეგ გამოირეცხეთ პირის ღრუ თბილი წყლით. ეს რეცეპტი კვირაში ერთხელ გამოყენების შემთხვევაშიც კი ძალიან კარგ შედეგს იძლევა.

скачать dle 11.3