კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივნისი 2019 (54)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები #41

საქანია
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი საქა. მეჩვიდმეტე საუკუნეში, მისგან ნაწარმოებია გვარი საქაძეც. ისტორიულ წყაროებში ადრე გვხვდება ვარიანტი საქანია.
ამ გვარის შესახებ საკმაოდ ცოტა ინფორმაციაა.
საქართველოში 33 საქანია ცხოვრობს: ზუგდიდში – 25, თბილისში – 6, ბათუმში – 2.
წითელაური
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი წითელა.
წითელაური სათემო გვარი იყო ფშავში.
1882 წელს დიდ ენაგეთში მცხოვრები არსენ ხუციშვილის შვილის, ევას მიმრქმელად მოიხსენიება გოლოეთელი გაბრიელ წითელაური.
1884 წელს გოლოეთში მოიხსენიება ზაქარია წითელაური. მან შვილი მოუნათლა თანასოფლელ გიორგი ბასალაშვილს.
ამავე ძირისაა გვარები: წითელაძე, წითელაშვილი.
საქართველოში 275 წითელაური ცხოვრობს.
ყაზიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყაზა.
დიდ ენაგეთში დროებით მცხოვრები მიხეილ ყაზიშვილი ნათლავს ვაჟს პორფირეს. მიმრქმელი ყოფილა გოლთელი ნიკოლოზ თოგიშვილი.
საქართველოში 343 ყაზიშვილი ცხოვრობს. გორში – 174, თბილისში – 116, ქუთაისში – 14. არიან სხვაგანაც.
ხარატიშვილი
გვარის ფუძეა ხელობა-საქმიანობის აღმნიშვნელი სიტყვა ხარატი, რომელიც ჩარხზე ხისგან და ლითონისგან სხვადასხვა ნაკეთობებს ჩარხავს.
1721 წელს გვარეთში მოიხსენიება ხარატიშვილი მელიქა.
საქართველოში 1 904 ხარატიშვილი ცხოვრობს. თბილისში – 643, ქუთაისში – 186, ხარაგაულში – 139. არიან სხვაგანაც.
ფირიაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ფირია.
1721 წელს მოიხსენიება მანგლისელის ყმა ივანა ფირიაშვილი.
ამ გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში, საკმაოდ მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 192 ფირიაშვილი ცხოვრობს. მცხეთაში – 107, თბილისში – 72, ახალგორში – 6. არიან სხვაგანაც.
ალავერდაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ალავერდა, რაც თურქულად „ღმერთმა მოგვცას“ ნიშნავს. არის ქართული სიტყვა ალავერდიც, რაც იონჯას ნიშნავს და მოხსენიებულია ისტორიულ საბუთებში.
ქართველებში ქალს შვილი რომ არ რჩებოდა, მუსლიმან მოლასთან მიდიოდა და მისი თხოვნით, სახელად ალავერდას არქმევდნენ.
კუმისში ალავერდაშვილები 1873 წლის აღწერაში ალავერდოვებად ჩაწერეს. ალავერდაშვილების ძმათა შვილები არიან ენაგეთელი ალიხანაშვილები (იგივე ალიხანოვები) და ბეჟანიშვილები (ზოგი – ბეჟანოვი).
ალავერდაშვილი, ალიხანაშვილი და ბეჟანიშვილი ქვემო ქართლის მებატონე-მემამულე იაგულაშვილებიდან იღებს სათავეს.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3