კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როცა კაცი... #41



თუ მამაკაცების ცნობა გიჭირთ და ვერ ხვდებით, როდის ამბობენ სიმართლეს ან, რეალურად, რას ფიქრობენ თქვენზე, ჩვენი რჩევები ნამდვილად გამოგადგებათ. მაშ ასე, წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ.
1) როცა ახალგაცნობილი  კაცი თვალებში გიყურებს, ჩათვალე, რომ სხვა დანარჩენი უკვე შეათვალიერა;
2) როცა კაცი გღალატობს, მაშინაც შეუძლია, გითხრას, რომ შენს მეტი არავინ უნდა;
3) როცა  ახალგაცნობილი კაცი გეუბნება, მომწონხარო,  დიდი შანსია, გულისხმობდეს –    ერთი სული მაქვს  შენთან როდის დავწვები;
4) როცა კაცი ოცნების კოშკებს  სიტყვით გიშენებს, არც ის გაუჭირდება, ხელის ერთი მოსმით ყველაფერი დაანგრიოს;
5) თუ  კაცი გეუბნება: მომწონხარ, შენთან სექსი მინდა და ვერ მოგატყუებ, რომ მიყვარხარო, ჩათვალე, რომ ის პატიოსანი კაცია;
6) როცა შენ ეუბნები, რომ ყველა კაცი ერთნაირია, ყველა კაცი გიპასუხებს,  რომ ის განსხვავებულია.
P.S.  შეეცადეთ, თქვენც გულახდილი იყოთ იმ მამაკაცთან მაინც, ვისაც თქვენს პარტნიორად განიხილავთ.   

მოკლედ  მამაკაცების
 შესახებ

გაგიზიარებთ სამ განსხვავებას, რაც ხშირად იწვევს პრობლემებს ქალსა და მამაკაცს შორის  და ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ.
1. კაცები განზე დგებიან, რათა თავი იგრძნონ ავტონომიურად და დამოუკიდებლად, მაშინ როცა ქალები ამას აკეთებენ ნეგატიური ემოციების განცდისას. ეს უკვე განსხვავებაა
მამაკაცებს საკუთარი სივრცე სჭირდებათ. ამიტომ თუ  თქვენი რჩეული უკან იხევს, ნუ ჩავარდებით პანიკაში. მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისთვის რთულად გასაგებია ეს ყოველივე, რადგანაც, სივრცე და დრო მაშინ გვჭირდება, როცა რაღაც ისე ვერ არის, როგორც საჭიროა. კაცები კი   დროებით აღწევენ თავს საყვარელ ქალბატონებს, რათა კვლავ აღმოაჩინონ საკუთარი თავი.
ქალებს მეტი ემოციის დატევის უნარი აქვს. სწორედ ამისთვის ვართ შექნილი. ჩვენ უფრო ღრმა და აზრიანი ურთიერთობებისკენ მივილტვით. დაიმახსოვრეთ, დისტანცია ყოველთვის არ არის ცუდი.
პრობლემა ისაა, რომ ქალი ხშირად კაცის ფუნქციებს ისე ითვისებს, რომ არ აძლევს პარტნიორს სივრცეს და ამ სივრცეში წინ წამოწევისა და ქალისთვის სიამოვნების მონიჭების საშუალებას.
თუ თქვენ განუწყვეტლივ ადგენთ გეგმებს, ამზადებთ საჭმელს, აკონტროლებთ განრიგს და ზრუნავთ იმაზე, რომ ყველაფერი წესრიგში იყოს, კაცისთვის ბევრი აღარაფერი რჩება. ეს მათ არ მოსწონთ. შენი უზრუნველყოფა – აი, რა სურს მას. როცა საშუალებას არ აძლევთ, გამოავლინოს ზრუნვა, ის უკანა სავარძელზე, დამკვირვებლის როლში გადადის. ამ დროს ქალიც მწყობრიდან გამოდის და იწყება დიდი გაუგებრობა.
დაიმახსოვრეთ, თუ გინდათ, ყველაფერი წესრიგში იყოს, დათმეთ მცირეოდენი და აცადეთ მამაკაცს საკუთარი თავის გამოვლენა. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
2. კაცისა და ქალის სამყარო სხვადასხვაგვარადაა მოწყობილი. მამაკაცები უფრო მეტად რაციონალურები არიან, ქალები – ემოციურები. ამიტომ ხშირად, ერთმანეთის კარგად არ გვესმის.
ის ორიენტირებულია წამოჭრილი წინაღობების მოგვარებაზე. ემოციები კი ლოგიკას ნაკლებად ექვემდებარება. საუკეთესო გამოსავალია – პატივი ვცეთ ამ განსხვავებებს.
3. მან, შესაძლოა, ვერ გაისიგრძეგანოს შენი ტკივილი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, ეს საკითხი არ ადარდებს და შენი დახმარება არ უნდა.
უბრალოდ, მიუთითეთ რა მოიმოქმედოს. მაგალითად,  უთხარით: უბრალოდ, ჩემ გვერდით იყავი, ჩამეხუტე, მისმინე და და არაფერი თქვა.
მომავალში, როცა ერთმანეთს ვერ გაუგებთ, გაიხსენეთ, რომ ის და თქვენ განსხვავებულები ხართ – ამიტომაც გიყვართ.
რისი პატიებაც
 მამაკაცს არ შეუძლია

პირველი, რის პატიებასაც მამაკაცი ვერასოდეს შეძლებს – ეს არის ღალატი საყვარელი ქალისგან. თუმცა, შეიძლება, არ წავიდეს თქვენგან. მშვენივრად ვიცით, რომ მამაკაცები უფრო ხშირად ღალატობენ და თანაც, ღალატს ისინი პირველები იწყებენ. მათ თუ ვკითხავთ, მამაკაცისთვის ღალატი დიდად ამაღელვებელი მომენტი არ არის, რადგან მხოლოდ სხეულით ღალატობენ. ისინი ხომ მამრები არიან, რომლისთვისაც მრავალფეროვნება აუცილებელია. მაგრამ, თუ ქალი ღალატობს, ეს მამაკაცისთვის სამყაროს დასასრულს ნიშნავს, რადგან ქალი ღალატობს არა მხოლოდ სხეულით, არამედ სულითაც. აქედან გამომდინარე,  კაცს  თავმოყვარეობა არ აძლევს საშუალებას, ასეთი რამ აიტანოს, როგორც არ უნდა მოინდომოს.
ხშირად ქალი მამაკაცზე გაცილებით მაღლა აყენებს საკუთარ თავს, რაც ძალიან მოქმედებს მათ ურთიერთობაზე. ეს ხომ გენეტიკაა – მამაკაცს მთავარი ადგილი უნდა ეჭიროს ოჯახში. თავიდან  თითქოს  ეგუებიან კიდეც ამ სიტუაციას – დაე, შემოჰქონდეს ქალს მეტი ფული, არჩენდეს ოჯახს... მაგრამ მინიშნებაც კი საკმარისია იმაზე, რომ მამაკაცზე მაღლა დგას და სავსებით შესაძლებელია, ეს მამაკაცი თვალითაც ვეღარ იხილოს. 
ყველაზე მეტად მამაკაცს აცოფებს, როცა ფიქრობს, რომ მისი რჩეული უფრო მეტად ცდილობს, სრულიად უცხო ადამიანებს მოაწონოს თავი, ვიდრე მას.
ქალი, სწორი აზროვნებითა და ჯანსაღი იუმორით, მამაკაცებში მხოლოდ მოწონებას იმსახურებს. ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ ჭკვიან ქალს არა აქვს ის თვისებები, რაც მამაკაცს წონასწორობას აკარგვინებს და აცოფებს. ამით მათი ურთიერთობა ცივდება და წყვილს შორის უფსკრული ჩნდება. მამაკაცების აზრით, ქალი უნდა იყოს ჭკვიანი, რომელიც პირველ ადგილზე ყოველთვის ოჯახს დააყენებს, სათანადოდ დააფასებს საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

скачать dle 11.3