კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #41

განათლებულ ქალს, რომელიც ჩივის, რომ მის ქველმოქმედებას კეთილი მისაგებელით არ პასუხობენ
ჩივიხართ, რომ ისე არ შეგაქეს, როგორც თქვენ იმსახურებთ, არც იმ ღვაწლისთვის დაგაჯილდოვეს, რაც ბავშვთა სახლისთვის შემოწირულობათა შეგროვების საქმეში გამოიჩინეთ. სხვებმა, ვისაც თქვენი დამსახურების ნახევარიც კი არ მიუძღვით, ერთიც მიიღეს და მეორეც, ხოლო თქვენ არაფერი გერგოთ.
ღმერთო ჩემო, რაზე ჩივიხართ?! იმაზე, რაც სახარების მიხედვით, უნდა გახარებდეთ. თანაც, ამბობთ, რომ როგორც ქრისტიანი, უფლის სახელით იღვწოდით, მაგრამ ნუთუ არ იცით: ადამიანი ვისი სახელითაც იღვწის, საზღაურსაც იმისგან ელის! სახარების თანახმად, საზღაურს ელიან არა იმისგან, ვისთვისაც იაღვწიან, არამედ იმისგან, ვისი სახელითაც ის აღესრულება. მსახური ბატონის ფარას მწყემსავს დს საზღაურს მისგან მოელის და არა ცხვრებისგან. ჯარისკაცი მეფის სახელით იბრძვის და მისგან შექებასა და ჯილდოს ელის და არა იმათგან, ვისთან ერთადაც (ან ვის წინააღმდეგაც) იბრძვის. თქვენც ასევე ხართ: თუკი, როგორც ქრისტიანი, კეთილ საქმეს ქრისტეს სახელით აღასრულებთ, მაშინ ჯილდოს უნდა ელოდეთ ქრისტესგან და არა სხვებისგან. ღმერთმა მარადიული ჯილდო იმათ არ აღუთქვა, ვინც სიკეთეს ღმერთის სადიდებლად აღასრულებს ან უსამართლობას მისი სახელისთვის ითმენს? მან არ გამოთქვა: „გიხაროდენ და მხიარულ იყვნეთ, რამეთუ სასყიდელი თქვენი დიდ არს ცათა შინა“ (მთ. 5,12)? ან კიდევ: „მონანი ვართ უხმარნი; რომელი თანა-გუედვა ყოფად, ვყავთ“ (ლკ. 17,10). ამქვეყნად უხილავმა წარმოგვგზავნა, ჩვენი ამქვეყნიური დანიშნულება მანვე განსაზღვრა. იმქვეყნადაც უხილავს გავყავართ. სწორედ ამ უხილავის მიმართ ვლოცულობთ, მას შევყურებთ, მას ვესავთ. ჩვენ მსგავს, ჩვენსავით უბადრუკ მუშაკებს რა შეუძლიათ, მოგვცენ? იმათგან რას უნდა ველოდეთ, ვინც ყოველ წამს სიკვდილის უფსკრულს უახლოვდება?
საინტერესოა, დარწმუნებული თუ ხართ, რომ ადამიანთაგან ქება-დიდების დატევა შეძლოთ? წმიდა იოანე კიბისაღმწერელი ადამიანურ ბუნებას, ალბათ, თქვენზე უკეთ იცნობდა, ვინაიდან თქვა: „ადამიანთაგან ქება-დიდების მოსმენა ისე, რომ ზიანი არ განიცადოს, წმიდათა გარდა არავის ძალუძს“. შინაგან ადამიანს მხოლოდ წმიდანები ხედავენ და ესმით, მაქებელ-მადიდებელი სიტყვები სათავეს საიდან იღებს. ზოგჯერ მზეზე მღვრიე წყალიც გაბრწყინდება, ზოგჯერ წყლის თხელი ნაკადის ქვეშ კარგად ჩანს, რომ იქ შლამის სქელი ფენაა დალექილი. ძალიან ხშირად ამგვარი სული აქვთ იმათ, ვინც გვაქებს. სწორედ ამის გამო, როდესაც წმიდანებს საკუთარი ქება ესმით, მას აფასებენ, როგორც უმეცრებას, ან როგორც შეგნებულ სიცრუეს.
ადამიანთა უმრავლესობამ ლანძღვა-გინებაზე მეტად სული ადამიანთა ქება-დიდებით წარიწყმიდა. იცით, ქრისტეს ისინი რად მიაჩნდა, ვინც ქება-დიდებას ადამიანთაგან ეძიებდა? ორგულებად! წაიკითხეთ, ის ებრაელებს როგორ ამხელდა და დაფიქრდით, ვის მხარეს ხართ. ის ამბობდა: „დიდებაი კაცთაგან არა მოვიღო“ (ინ. 5,41). ამას საკუთარ თავზე ამბობდა, ხოლო მათ შესახებ ამგვარად გამოთქვა: „ვითარ უკუე ხელ-გეწიფების თქვენ რწმუნებად, რამეთუ დიდებასა ურთიერთას მიიღებთ და დიდებასა მხოლოისა ღმერთისასა არა ეძიებთ“ (ინ. 5,44). გადაწყვიტეთ, თქვენ ვისთან ხართ: ქრისტესთან თუ ებრაელებთან? თუკი ქრისტეს მხარეს ხართ, რასაც სულით და გულით გისურვებთ, მაშინ დიდებას ადამიანთაგან ნუღარ ეძიებთ, არამედ დიდებას ერთადერთი ღმრთისაგან მოელოდეთ. იმათი ნუ შეგშურდებათ, ვინც ადამიანთა ქება-დიდებას ეძიებს. პირიქით, გეცოდებოდეთ ისინი, რამეთუ საკუთარ თავს თავადაც შეიცოდებენ, როდესაც გაწბილდებიან. კიდევ ერთხელ გიმეორებთ, შეიცოდეთ ისინი, რადგან სიბრმავის გამო, მარადიულს წარმავალში ცვლიან, საღმრთოს – მიწიერში, ჭეშმარიტს – სიყალბეში.
მებორნეს უგუნური ფიცის შესახებ
ერთხელ მეგობრები შეიკრიბეთ, სვამდით და სიტყვა თქვენს თანაქალაქელ, ცნობილ ადამიანზე ჩამოვარდა, რომელიც არცერთ თქვენგანს თვალში არ მოგდიოდათ. საკმაოდ შეზარხოშდით. ღვინით განხურვებულმა მაგიდას მუშტი დაჰკარი და დაიფიცე, რომ მას ქუჩაში, მოწმეთა თანდასწრებით, სილას გააწნავდი. დილით, გამოფხიზლებულმა დადებული ფიცის გამო ინანე. ახლა მეგობრების წინაშე სირცხვილი გღრღნის, მაგრამ ფიცი ფიცია და გვეკითხები: ცოდვაა თუ არა ფიცის გატეხა?
იცი თუ არა მეფე იროდის ამბავი? ის ნადიმზე დათვრა და ერთ მოცეკვავეს სტუმრების წინაშე შეჰფიცა, რომ რასაც კი მოისურვებდა, მისცემდა. მოცეკვავემ წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავი მოსთხოვა. მეფე ამის გაგონებაზე შეწუხდა, მაგრამ ფიცისა და თანამეინახეთა გამო, ბრძანა, მისთვის მიეცათ ის, რასაც ითხოვდა. ასე იტვირთა უგუნურმა იროდიმ მართლის კვლის ცოდვა. უმჯობესი იყო, უფრო მეტად ღმერთის შინებოდა, ვიდრე თანამეინახეებისა, მაშინ მისი სახელი უკუნისამდე არ დაიწყევლებოდა!
ქრისტე გვასწავლის, რომ ადამიანთა წინაშე სირცხვილზე მეტად, უფლის უნდა გეშინოდეს. ვისაც ღმრთის შიში არ აქვს და მხოლოდ ადამიანების რცხვენია, მას ადამიანთა წინაშე ღმერთის გამოც შერცხვება. ვისაც ღმერთის გამო ბოროტი და მრუში მოდგმის წინაშე შერცხვება, მისთვის დიდი სატანჯველია გამზადებული. ხშირად არის ცხოვრებაში იმგვარი წამი, რომ ადამიანმა არჩევანი ღმრთის შიშსა და ადამიანთა წინაშე სირცხვილს შორის უნდა გააკეთოს. ამჟამად შენც ამგვარი წამი გიდგას. ერთხელ და სამუდამოდ ღმერთის წინაშე შიში ამოირჩიე – და არ შეცდები. ადამიანებმა შეიძლება, დაგცინონ, მაგრამ ღმერთის წინაშე მართალი იქნები.
ხოლო ფიცი? უგუნური ფიცი მღვდელთან აღიარე და ეპიტამია მიიღე. მომავალში კი განშორდი იმათ, ვინც შენი მეგობარი ღმრთის შიშსა და საღმრთო სჯულში არ არის.

скачать dle 11.3