კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა განსხვავებაა ქალისა და მამაკაცის ტვინებს შორის და რატომ უნდა ვასწავლოთ გოგონებსა და ვაჟებს სხვადასხვანაირად #41

ნეიროლინგვისტი ტატიანა ჩერნიგოვსკაია, ცნობილი მეცნიერი, საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებს გვთავაზობს ადამიანის ტვინის შესახებ, რომელიც განსხვავებულია აქამდე არსებული მიდგომისგან, იმიტომ რომ, მეცნიერის მტკიცებით, განა ადამიანი განაგებს ტვინს, პირიქით, ტვინი – ადამიანს, თან, ისე, რომ არც კი უთანხმებს თავის გადაწყვეტილებებს. რა გზა განვლო ტვინმა ნეანდერტალელიდან 21-ე საუკუნის ადამიანამდე და როგორ ბატონობს ის ადამიანზე, – ამას ტატიანა ჩერნიგოვსკაიას ლექციების მოკლე მიმოხილვიდან შეიტყობთ.
ტვინი მუშაობისთვის 10 ვატ ენერგიას იყენებს
როგორც აღმოჩნდა, ადამიანის ტვინის რეცეპტი შემდეგნაირია: 78 პროცენტი – წყალი, 15 პროცენტი  ცხიმები, დანარჩენ 7 პროცენტს კი ავსებს ცილები, კალიუმის ჰიდრატი და მარილი. თუმცა სამყაროში არაფერია იმაზე რთული, როგორც ტვინი, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლობს და იცვლება.
მართალია, ჯერჯერობით ბუნებრივი ტვინი ერთადერთია სამყაროში (ადამიანები იმედოვნებენ),  მაგრამ არც ის დროა შორს, როდესაც ხელოვნური ინტელექტი საკუთარ თავს გააცნობიერებს, როგორც ინდივიდი. და მაშინ მას გაუჩნდება თავისი გეგმები, მოტივ-მიზნები და ადამიანები თუ, ზოგადად, ცოცხალი სამყარო აღარ დააინტერესებს.
ტვინი ყველაზე მძლავრი და იდუმალი იარაღია, რომელსაც ადამიანები უწოდებენ „ჩემს ტვინს“, თუმცა მეცნიერებას უკვე აქვს ეჭვი, რომ შესაძლოა, ადამიანი ეკუთვნოდეს ტვინს და არა ტვინი – ადამიანს.
როდესაც სვამენ კითხვას: „მე და ტვინი სხვადასხვა ვართ?“, მასზე პასუხი ასეთია: „ჩვენ არ შეგვიძლია ზემოქმედება ტვინზე, ის თავად იღებს გადაწყვეტილებებს“. მაგრამ ტვინს აქვს ერთი თვისება, ის გვიგზავნის სიგნალს, რომ გადაწყვეტილება ადამიანმა მიიღო (არ აღელდე – შენც არსებობო).
რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, ტვინი იყენებს ძალიან მცირე ოდენობის ენერგიას, სულ რაღაც, 10 ვატს, ხოლო საუკეთესო ტვინები თავიანთი ყველაზე კრეატიული მომენტების დროს – მაქსიმუმ, 30 ვატს! თუ გავიხსენებთ, რომ სუპერმძლავრ კომპიუტერს სჭირდება ერთი მცირე ზომის ქალაქის ელექტრიფიკაციისთვის აუცილებელი ენერგია, გამოდის, რომ ტვინი კომპიუტერისგან განსხვავებული მეთოდით მუშაობს.
რა გზა გაიარა ტვინმა ევოლუციის განმავლობაში? ძალიან გრძელი, სანამ ნეანდერტალელები გადაიქცეოდნენ კანტად, აინშტაინად თუ გოეთედ. კაცობრიობა დიდ ფასს იხდის გენიოსებში, ამიტომაც იკავებს პირველ ადგილს დაავადებათა ჩამონათვალში ფსიქიკური და ნერვული დარღვევები.
ტვინი უმძლავრესი კომპიუტერია, მაგრამ მასში აუცილებელია პროგრამების ჩაწერა: ზოგიერთი უკვე არის, დანარჩენები კი შესავსებია და თქვენ სიკვდილამდე ტვინში ახალ-ახალი პროგრამების ჩატვირთვით ხართ დაკავებული.  ტვინის მთავარი მიზანი სწავლაა: ის სწავლობს ყოველთვის და ყველგან; ყველასგან და ყველაფრისგან.
100 მილიარდი ნეირონი – ადამიანის ტვინში
ადამიანის ტვინში 100 მილიარდზე მეტი ნეირონია, თითოეულ ნეირონს კი, შეიძლება, 40 000 შემაერთებელი ჰქონდეს ტვინის სხვა ნაწილებთან. ანუ ტვინი არა მხოლოდ ნეირონების ქსელია, არამედ ქსელის ქსელი და ქსელის ქსელის ქსელი. ტვინში 5,5 პეტაბაიტი ინფორმაციაა მოთავსებული – რაც უდრის ვიდეომასალის სამი ტრილიონი საათის განმავლობაში განუწყვეტლივ ყურებას (სამასი ტრილიონი საათი 300 წელია!).
ანუ ადამიანის ტვინში ყოველთვისაა ადგილი, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის არ შეიძლება, გადაიტვირთოს: არა იმიტომ, რომ ადგილი არ ჰყოფნის დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ლაპარაკია ძალისხმევაზე. ამა და ამ ადამიანის ტვინს არ შეუძლია ამდენი და ამდენი დატვირთვის ატანა, მეორე ადამიანისას კი ამაზე მეტის ატანაც შეუძლია.
რამდენ ინფორმაციას იკავებს ტვინი? – არასწორად დასმული კითხვაა, იმიტომ რომ, ჯერ უნდა დავაზუსტოთ, რას მივიჩნევთ ინფორმაციად. ინფორმაციის 80 პროცენტი არც კი ხვდება ცნობიერებაში, ორგანოების მუშაობასაც ხომ ტვინი მართავს და ესეც ინფორმაციაა. და ამის შესახებ არავინ იცის, სანამ რამე პრობლემა არ შეგვექმნება. ტვინს აქვს კიდევ ერთი თვისება, რომელიც იტალიელმა მეცნიერმა ჯაკომო რიზოლატიმ აღმოაჩინა. ამ თვისებას უზრუნველყოფს სარკისებრი ნეირონები და ირთვება, როდესაც ადამიანი სხვას აკვირდება. ეს არის კომუნიკაციის და, საერთოდ, ნებისმიერი სწავლების საფუძველი, იმიტომ რომ, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ აუტიზმისა და შიზოფრენიის დიაგნოზი, არ გააჩნიათ სარკისებრი ნეირონები. ისინი თავიანთ სამყაროში ცხოვრობენ და არ შეუძლიათ ამ სამყაროდან გასვლა.
როდესაც კატა სარკეში იყურება, ის ხედავს იმას, რაც უნდა, რომ იყოს. ანუ ის ცდება და ასევე, ცდება უამრავი ადამიანი, ვისაც არ აქვს უნარი, ვითარებას შეხედოს სხვისი თვალით. ეს კი ნიშნავს, რომ მის ტვინს არ აქვს სარკისებური ნეირონების ფუნქცია. თუ თქვენ რთული საუბარი გელით და გინდათ, არ წააგოთ, უნდა შეძლოთ, სხვა ადამიანის თვალით შეხედოთ სიტუაციას. უნდა განსზღვროთ წინასწარ, რას გიპასუხებთ მეორე ადამიანი. თუ თქვენ არ შეგიძლიათ, ითამაშოთ პარტია თქვენს პარტნიორთან, ესე იგი, წააგეთ. ეს თვისება ადამიანისთვისაა დამახასიათებელი, თუმცა ბოლო დროს მეცნიერებს გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს უნარი აქვთ მაიმუნებსაც. ამის ერთ-ერთი მაჩვენებელია ექსპერიმენტი, როდესაც მაიმუნი თავის თავს ცნობს სარკეში. ასეთივე, ტვინი აქვთ დელფინებს, ყვავებს, სპილოებს. დელფინებს აქვთ ძალიან დიდი ტვინი და სხვაგვარად რომ წარმართულიყო ვითარება დედამიწაზე, შესაძლოა, მათ დაეკავებინათ პირველი ადგილი. მეკითხებიან, მაშინ რატომ ვერ შექმნეს მათ ცივილიზაცია? და რა თვალსაზრისით ვერ შექმნეს?! მათი ცივილიზაცია ასეთია: ისინი ყველაზე ჭკვიანები არიან ოკეანეში, მათ ტვინს არასდროს სძინავს: როდესაც ტვინის ერთი ნახევარი იძინებს, მეორე – ფხიზლობს. მათ არ ჰყავთ მტრები, ცეკვავენ, მღერიან, აქვთ ბევრი საკვები და მრავლდებიან. სხვას რას მოელით მათგან, რომ კომუნიზმს ააშენებდნენ და მაშინ ვიქნებოდით კმაყოფილები?!
ტვინის ნეირონების სიგრძე დედამიწას 68-ჯერ შემოუვლის
როგორ მოქმედებს ჩვენს ტვინზე ის ახალი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ? ჩვენ უკვე სხვანაირად  ვკითხულობთ: კომპიუტერში სიტყვას დააჭერ და ისევ ტექსტი იხსნება, ანუ სტრიქონებს კი არ მიჰყვები, არამედ სივრცეში კითხულობ. თუმცა ცნობიერება არასდროს ყოფილა სწორხაზოვანი, ის დღეს უკვე სხვა ფორმისაა. ამბობენ, რომ წერის სწავლება აღარ არის საჭირო, კომპიუტერში ამის გარეშეც აკრეფ ტექსტს. სხვათა შორის, ძველ ჩინეთში ადამიანს, რომელსაც უნდოდა დიდი სახელმწიფო მოხელის პოსტი, ორი გამოცდა უნდა ჩაებარებინა: კალიგრაფია, იმიტომ რომ, ეს ტვინის უნარია და უნდა სცოდნოდა ლექსის დაწერა. ბრძენი ცივილიზაცია იყოს. კომპიუტერი ვერ წერს ლექსებს, იმიტომ რომ, ეს უკვე სხვა მენტალობაა. ჩვენ გარდა ეს არავის შეუძლია პლანეტაზე.
ასევე, უნდა ვიცოდეთ, რომ ტვინის ყველა უბანი თანაბრად არ ვითარდება. თუმცა ტვინი იმახსოვრებს ყველაფერს, რაც დაინახა, შეისუნთქა, მოისმინა, რასაც შეეხო, ამიტომ არ არის საჭირო ცუდი წიგნების კითხვა, ცუდი მუსიკის მოსმენა, ცუდ ადამიანებთან კონტაქტი, ცუდი საკვების მიღება. ეს ყველაფერი ილექება ტვინში. თქვენ ამის შესახებ არ იცით რაღაც დრომდე, თუმცა, მეორე მხრივ, ტვინს სულ არ აინტერებს, იცით თუ არა ეს თქვენ.
ტვინს არ სჭირდება გარე სამყარო, მას შიდა სამყაროც ჰყოფნის. ჩვენ უფრო მეტად ვართ დამოკიდებული ტვინზე, ვიდრე გვგონია. ტვინი აბსოლუტურია და არანაირი მეთოდი არ გვაქვს, ვიცოდეთ რამე სამყაროს შესახებ, იმას გარდა, რასაც გვაწვდის ტვინი შეგრძნების ორგანოებით. შერძნების ორგანოებია ტვინის კარ-ფანჯარა.
მეტიც, ბოლო დროს უმაღლესი დონის სამეცნიერო ლაბორატორიები ავრცელებენ ექსპერიმენტების შედეგებს, რის მიხედვითაც, თითოეულ ნეირონს აქვს მაღალი დონის შემეცნებითი უნარები. გამოდის, რომ ტვინის ცალკეულ ნეირონს შეუძლია, გადაწყვიტოს ისეთივე ამოცანა, რაც ტვინს. არის ნეირონები, რომელთა სიგრძე ერთი მეტრია. თუ ამას გავამრავლებთ ნეირონების რაოდენობაზე, ერთ ძაფად გადაბმული ტვინის ნეირონები 68-ჯერ შემოარტყამენ წრეს დედამიწას და 7-ჯერ გაფრინდებიან და და დაბრუნდებიან მთვარიდან.
ნაყოფს დედის მუცელში წუთში 500 000-ჯერ უმრავლდება ნეირონები. ასტრონომების თქმით, ნეირონების შეერთება უფრო მეტია, ვიდრე სამყაროში ვარსკვლავების ოდენობა, ფიზიკოსების გათვლით – უი, იმაზე მეტიც, რამდენი ნაწილაკიცაა სამყაროში. აი, ამ რაოდენობის ნეირონი ფიქრობს ჩვენ ნაცვლად.
ჩვენ გვგონია, რომ ცნობიერად ვიღებთ გადაწყვტილებებს, მაგრამ არავინ იცის, რა ხდება ამ დროს ცნობიერებაში. ტვინი თვითონ წყვეტს და ძალიან არაკეთილშობილურად გვიგზავნის დამამშვიდებელ სიგნალს – ნუ ღელავ, ყველა გადაწყვეტილება თავად მიიღე! ეს შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებაა და თქვენ იკითხავთ: მაშინ ვინ ვართ ჩვენ,  თუ ჩვენს თავში ცხოვრობს მონსტრი, რომელზეც ამბობ, „ჩემი ტვინი“, ის კი იცინის ამაზე. ვინ ვისი ბატონია?!
ამიტომაა მნიშვნელოვანი ელიტების აღზრდა, რომლებიც მართავენ სამყაროს, რადგან მათ უწევთ გადაწყვეტილებების მიღება. მაგრამ ვინ არიან ისინი?! როგორ მართავენ?! რის საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს?!
ყველა სერიოზულ ქვეყანაში არის, კარგი გაგებით, ელიტური სკოლები, საიდანაც ბავშვები სერიოზულ უნივერსიტეტებში მიდიან. იმ სკოლებში მკაცრი დისციპლინაა და მცირე დარღვევისთვისაც კი ყრიან მოსწავლეებს, იმიტომ რომ, სწორედ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ ვიცხოვრებთ იმ ბურთზე, რომელსაც ჰქვია დედამიწა.
დაიწყო თუ არა ადამიანების მუტაცია
პრესტიჟულ სკოლებში ბავშვებს ურთულესი ამოცანების ამოხსნას ავალებენ. მაშინ, როდესაც ბავშვის ტვინი ამისთვის მზად არ არის. მას არათანაბრად უვითარდება ტვინის ნაწილები. ბავშვს არ განვითარებია ის ნაწილი, რომელიც პასუხიმგებელია რთული ლოგიკური ამოცანების ამოხსნაზე და მას აძლევენ ამ ტიპის დავალებებს. არადა ასეთი ამოცანის ამოხსნისთვის საჭირო უნარი მას 18 წლის ასაკში განუვითარდება. ტვინის ყველაზე მძლავრი ზონები 22 წლამდე მწიფდება. ბავშვს ჯერ ერთი ზონა უმწიფდება, შემდეგ – მეორე. ეს უნდა იცოდნენ მშობლებმა და მასწავლებლებმა. რადგან, თუ დენით დავარტყამთ, იქნებ ისწავლოს კიდეც, მაგრამ რა არის ჩვენი მიზანი?! საერთოდაც, რა არის იმ ტესტირების მიზანი, რომელსაც ბავშვებს პრესტიჟულ სკოლებში მიღებამდე უტარებენ? მათ უნდათ, რომ გაზომონ ბავშვის უნარები თუ ამოწმებენ ოჯახის გადახდისუნარიანობას – რამდენად კარგი რეპეტიტორები დაუქირავეს შვილს?! რას ვზომავთ: ბავშვის ინტელექტს თუ მშობლების პატივმოყვარეობას? ყველა დედას ხომ ჰგონია, რომ ბეთჰოვენი და აინშტაინი გააჩინა?! ძალიან რთული პერიოდია ბავშვის ცხოვრებაში 6-7 წლები. ოღონდ ეს ის ასაკი არ არის, რაც დაბადების მოწმობაში უწერია მას. არ ვამბობ, რომ ყველას ტვინის ენცეფალოგრამა უნდა გადავუღოთ, მაგრამ მომწიფდა კი ბავშვი ბიოლოგიურ 6-7 წლის ასაკში, რომ ამოცანები ამოხსნას თუ მან ჯერ კიდევ დათუნიებთან უნდა ითამაშოს და მხოლოდ ის უნდა ვკითხოთ, რამდენი დათუნია იქნება, თუ ორ დათუნიას სამს მივუმატებთ?!
ზოგადად, დედამიწაზე გაჩნდა წერა-კითხვის პრობლემა, არა მივარდნილ სოფლებში, არამედ დედაქალაქებშიც. ბავშვები მეექვსე-მეშვიდე კლასებში დამარცვლით კითხულობენ და თუ ჰკითხავთ, რაზე იყო ტექსტი: შინაარსს ვერ გეტყვიან, იმიტომ რომ, მთელი ძალისხმევა კითხვისკენ იყო მიმართული. ეს მუტაციაა?! მასობრივი გენეტიკური კვლვევები არ ჩატარებულა, ამიტომ ამის თქმა რთულია, მაგრამ ფაქტია, რომ იმატა ასეთი ბავშვების რიცხვმა და ეს არ უკავშირდება ინტელექტს. ბავშვები იმარჯვებენ ფიზიკა-მათემატიკურ ოლიმპიადებში და უჭირთ წერა: ერთ გვერდზე 40 შეცდომას უშვებენ. ესე იგი, ტვინში რაღაც ჩაიკეტა. ის პირველ ადგილზეა მათემატიკაში და ნულია იმაში, რაც ყველაზე მარტივია.
ქალისა და მამაკაცის ტვინები
გენდერულ კვლევებსა და ფემინიზმს უარყოფითად ვაფასებ, მაგრამ ქალისა და მამაკაცის ტვინები განსხვავდება. იმით კი არა, რომ ერთი მეორეზე უკეთესია? არა, ეს უბრალოდ, სხვადასხვა ტვინია, იმას გარდა, რომ სქესობრივი განსხვავებებიც ეტყობა. ქალის ტვინი უფრო ეფექტიანად მუშაობს, იმტიომ რომ, ქალებს განსაკუთრებული როლი აქვთ. მან უნდა დაიცვას კერა, მაქსიმალურად არ უნდა იჩხუბოს მეზობელთან, უცებ უნდა გაარკვიოს, ვინ მტერია და ვინ – მოყვარე. რადგან მის გარშემო ვითარება სულ იცვლება, მან ლავირება უნდა შეძლოს, რომ შვილები გადაარჩინოს. ამბობენ, რომ ქალები სუსტები და ისტერიკულები არიან, მამაკაცები კი – ვიკინგები. არ გინახავთ ისტერიკული მამაკაცები ან ქალები, რომლებიც, ნება რომ მისცე, ნახევარ პლანეტას გადადგამენ?! – ქალები დიდი ენერგიითა და ძლიერი ხასიათით. არასწორადაა დასმული საკითხი: ეს ჩვენ მოვიგონეთ, რომ არსებობს მამაკაცისა და ქალის ტვინები, თუმცა მათ მაინც განსხვავებულად უნდა ვასწავლოთ.
მაგალითად, ბიჭები სიცივეში უნდა გვყავდეს სკოლებში, იმიტომ რომ, სითბოში ისინი, უბრალოდ, იძინებენ. მეცნიერების აღმოჩენამდე, აქამდე თავისით მივიდა ბრიტანული საგანმანათლებლო სისტემა და ვაჟების სკოლაში ორი-სამი გრადუსით დაბალი ტემპერატურა იყო, ვიდრე გოგონებისაში. ვაჟებს უყვართ დროის აქტიურად გატარება, კონტაქტი, დიდი სივრცე. არ უნდა აუკრძალო სირბილი და მონაწილეობა უნდა მიიღონ საერთო საქმეში. მათთვის მნიშვნელოვანია შეჯიბრებითობა და, რაც მთავარია, ვაჟი სულ უნდა აქოთ, რომ საუკეთესოა სამყაროში. გოგონებს კი სჭირდებათ ბევრი ფერი და ნდობა მასწავლებლისადმი, თბილი და უშუალო დამოკიდებულება. სხვათა შორის, საგრძნობლად სჭარბობენ აუტისტი ვაჟები აუტისტ გოგონებს. ამდენად, ვაჟებისა და გოგონების ცალ-ცალკე სწავლებაში არის ლოგიკა, იმიტომ რომ, მათ განსხვავებული გარემო სჭირდებათ.

скачать dle 11.3