კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაიქირავა წლიური 155 000-ლარიანი ხელფასის მქონე თამარ ჟვანიამ თავისი მეუღლე 500 ლარად ცესკოს შტატგარეშე თანამშრომლად #41

ცენტრალური საარჩვენლ კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია 1971 წელსაა დაბადებული. მან თავდაპირველი განათლება (1989-1994 წლებში) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ფაკულტეტზე მიიღო, 1994-1997 წლებში კი, მაგისტრატურაც მიაყოლა სოციოლოგიაში. მისი სამუშაო გამოცდილება: 2000 წელს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ISFED-ის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ჯერ წარმომადგენლად, შემდეგ – პრესმდივნად, რედაქტორად და საზოგადოებასთან ურთიერთობის დირექტორად. ხოლო 2004-2007 წლებში ISFED-ის აღმასრულებელ დირექტორადაც იმუშავა. 2006 წლის დეკემბერში NDI-ს გრძელვადიანი დამკვირვებელი იყო ბანგლადეშში. 2007-2009 წლებში – „გაეროს” განვითარების პროგრამის პროექტის მენეჯერი, 2009-2011 წლებში – ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის მენეჯერი. 2011 წელს კვლავ NDI-ს დაუბრუნდა და ვაშინგტონის ოფისს ნიგერიაში ეხმარებოდა. 2012 წლის მაისში ისევ ევროკავშირისა და „გაეროს” განვითარების პროგრამის ერთობლივ პროექტში გადაინაცვლა – პროექტის მენეჯერად. 2013 წლის სექტემბრიდან კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა და მის ანგარიშზე უკვე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებიც ირიცხება.
ქ-ნი ჟვანიას მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელშიც ოჯახის წევრებად მიუთითებს: მეუღლეს, 1965 წელს დაბადებულ მიხეილ ყაველაშვილსა და სამ შვილს: 1989 წელს დაბადებულ ცისანას, 1994 წელს დაბადებულ თამთას და 1995 წელს დაბადებულ გიორგის. იმხანად ქ-ნი ჟვანიას საკუთრება იყო ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას მეორე კვარტალში (ფართობი – 116 კვ.მ.), მის მეუღლეს კი ეკუთვნოდა საცხოვრებელი სახლი დუშეთის რაიონის სოფელ ახატანში (ფართობი – 200 კვ. მ.) და იქვე მდებარე მიწის ნაკვეთი (ფართობი – 600 კვ.მ.). თამარ ჟვანიას ჰყავდა 1998 წლის „მიცუბიში პაჯერო“, მის მეუღლეს კი – 2003 წლის „მერსედესი“. თუმცა ნაღდი ფული დეკლარაციის შევსებისას მხოლოდ თამარ ჟვანიას ჰქონდა – 8 500 აშშ დოლარი.
2012 წლის განმავლობაში თამარ ჟვანიამ, როგორც აშშ ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) ნიგერიის პროგრამის ხელმძღვანელმა, 25 273 აშშ დოლარი მიიღო; როგორც გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP-ს) პროექტის ხელმძღვანელმა – 42 171 ლარი; მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED-ის) მომარაგების თანამშრომელმა – 13 452 ლარი; ცისანა ყაველაშვილმა, როგორც ცესკოს სტაჟიორმა – 875, ხოლო, როგორც ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელმა, 3 000 ლარი.
ცესკოს თავმჯდომარის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2015 წლით თარიღდება, თუმცა ახლა უკვე 2016 წლის შემოდგომაა. ის ცხოვრობს მეუღლესთან და ორ შვილთან, თამთასა და გიორგისთან ერთად. მათი უძრავი ქონების ოდენობა უცვლელია. სამაგიეროდ, ცვლილებაა მოძრავ ქონებაში – მის მეუღლეს ჰყავს 2007 წლის „ლექსუსი“. დეკლარაციის შევსების დროს ნაღდი ფული მხოლოდ ცესკოს თავჯდომარეს ჰქონდა – 7 500 აშშ დოლარი. 2014 წლის განმავლობაში თამარ ჟვანიამ, როგორც ცესკოს თავმჯდომარემ, 154 484 ლარი აიღო, მისმა მეუღლემ კი, როგორც ISFED-ის მომმარაგებელმა – 18 535 ლარი, ხოლო, როგორც ცესკოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის შტატგარეშე თანამშრომელმა – 500 ლარი. თამარ ჟვანიამ შემოსავალი მიიღო ავტომანქანის გაყიდვითაც: 4 000 აშშ დოლარი, მისმა მეუღლემ კი ანალოგიური ქმედებით – 9 000 აშშ დოლარი. 2014 წელს თამარ ჟვანიას სესხების მომსახურება 4 369 აშშ დოლარი და 3 056 ლარი დაუჯდა. შვილის, თამთას საქორწილო ხარჯი – 10 000 ლარი, მის სწავლაში კი 3 225 ლარი გადაიხადა. გიორგი ყაველაშვილის სწავლაში – 4 900 ლარი, ავეჯის შესაძენად 2 000 ლარი დახარჯა, ხოლო ოჯახის სამი წევრის მოგზაურობისთვის – 3 600 ლარი.

скачать dle 11.3