კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„დუმის“ მიერ კვერდაკრული #41

ანუ ვინ ვის შემოეხრამუნება

სანამ ჩვენ სკამების დევნით ვართ გართულნი, რფ-ის პრეზიდენტმა აშშ-რფ-ს შორის პლუტონიუმის უტილიზაციის შეთანმხება შეაჩერა და განაცხადა, რომ ის მხოლოდ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ამერიკული მხარე რამდენიმე მოთხოვნას შეასრულებს.
სწორედ ასე წერია პრ. პუტინის კანონპროექტში, რომლითაც მან 3 ოქტომბერს რუსეთის „დუმას“ მიმართა. ხოლო, რაკი თვით პრ.-მა მიმართა, ცხადია, „დუმაც“ კვერს დაუკრავს.
რფ-ს პრ. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაჰყაბულდება კვლავ ამ შეთანხმების ამოქმედებას, თუკი ვაშინგტონი გააუქმებს ეგრეთ წოდებულ მაგნიტსკის კანონს; ასევე, ყველანაირ სანქციას რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ და უფრო მეტიც,  აანაზღაურებს სანქციებით მიყენებულ ზარალს.
ამას გარდა, რფ მოითხოვს, რომ „ნატომ“ შეამციროს აშშ-ს სამხედრო ინფრასტრუქუტრისა და სამხედრო მოსამსახურეების ოდენობა „ნატოსვე“ წევრ ქვეყნებში, რომლებიც ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში 2000 წლის შემდეგ გაწევრიანდნენ.
აქვე შეგასხენებთ, რომ პლუტონიუმის უტილიზაციის შესახებ შეთანხმება რფ-სა და აშშ-ს შორის 2000 წლიდან მოქმედებს და ის გულისხმობს, რომ 2018 წლიდან მხარეები გაანადგურებდნენ სამხედრო გამოყენების პლუტონიუმის ჭარბ რაოდენობას.
ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური ვაშინგტონის პასუხი, თუმცა თვალსაჩინოდ ჩანს, რომ მოსკოვი დანარჩენ დედამიწას მთელი ეშხით აშანტაჟებს. ოღონდ ისაა ყველაზე სავალალო, რომ, რაკი დიდებს ვერ შესწვდება (თვით პარასკევსაც კი), ისევ ჩვენ არ შემოვეხრამუნოთ?! –

скачать dle 11.3