კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფულები არის ჩემი გამხარებელი“?! #41

„…ვარ შენი მსმელი…“

 იმის მიუხედავად, რომ ახლა სამნი დარჩნენ (თუმცა, მთავარია, სახტად არ დარჩნენ არჩევნების შედეგებით. აქვე მოგახსენებთ, რომ, რიგ ობიექტურ მიზეზთა გამო, მიწევს არჩევნებამდე ორი დღით ადრე გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები, ვინაიდან შენობა, რომელშიც ჩვენი რედაქციაა განთავსებული, იმავდროულად, საარჩვენო უბანიცაა და ამიტომ პარასკევიდან მოყოლებული ილუქება), ახალმა ბლოკმა („სახელმწიფომ ხალხისთვის“) მაინც მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.
არათუ მიიღო, გიორგი ვაშაძემ ისიც კი აუწყა საზოგადოებას, რომ ამომრჩეველი მწარე სილას გააწნის „ოცნებასა“ და ენმ-ს, რაც, თავისთავად, გულისხმობს, რომ სწორედ პაატა ბურჭულაძის თანამოაზრეების სასარგებლოდ.
ამ შეფასების ჭეშმარიტებას მხოლოდ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ თუ შევაფასებთ, ოღონდ მანამდე უკვე ვიცით, რომ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელმა ბ-ნმა ბურჭულაძემ „საქართველოს განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში – სულ რაღაც, 6 თვის განმავლობაში – ნახევარ მილიონამდე ანაზღაურება მიიღო, არც მეტი, არც ნაკლები, ხელფასის სახით (ანუ თვეში – 100 000). აწ კი აუდიტის სამსახური იმას არკვევს, არის თუ არა კავშირი ამ ნახევარ მილიონსა და პარტიის შემოწირულობებს შორის.
ეს ამბავი მას შემდეგ გასკდა, გასკდა რა, სახელმწიფო  აუდიტმა მას შემდეგ მიაქცია ყურადღება, რაც ბ-ნი ბურჭულაძის ყოფილმა თანამოაზრეებმა თავიანთი ლიდერის ფულისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება გაგვიმხილეს.
აქედან გამომდინარე, რთული ასახსნელია ბ-ნი ვაშაძის ლოგიკა (რომ სილაგაუწვნელი დარჩებიან და ამომრჩეველთა ხმებს დასტა-დასტა დააგროვებენ). ხოლო, მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ, ბ-ნი ბურჭულაძის შეფასებით, გივი თარგამაძეზე განხორციელებული თავდასხმის მსგავსი საქართველოში გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული არ მომხდარა, ლოგიკურად იბადება შემხვედრი დანასკვი: დამოუკიდელობის აისიდან დღევანდლამდე არცერთი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელს არ მიუღია ანაზღაურებად თვეში 100 000 ლარი. –

скачать dle 11.3