კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დასაჩუქრებულები #41

„თუ გული გულობს…“

თუმცა „ნატო“ შეშფოთებულია, ჩვენმა ოკეანისგაღმელმა სტრატეგიულმა პარტნიორმა საჩუქრად, არც მეტი, არც ნაკლები, „აილენდის” კლასის ორი საპატრულო კატარღა გადმოგვცა.
სხვათა შორის, კატარღების გადაცემის ცერემონიალი ქალაქ ბალტიმორში გაიმართა. და ისიც გულსმოსაფონია, რომ აშშ-მა პირველობა ჩვენ გვარგუნა (სულ საჩუქრის ადრესატი ორია). გვარგუნა, ვინაიდან ჩვენი პარტნიორობა გამორჩეულია და ამის ხაზგასმა გვწადდაო (მშვენიერი წადილია!).
ერთი სიტყვით, ხსენებული კატარღები 16-კაციანი ეკიპაჟისთვისაა განკუთვნილი და გვარწმუნებენ, რომ მათი დახმარებით სასაზღვრო პოლიციის მუშაობა ფრიად გაეფექტიანდება. უფრო მეტიც, ამ კატარღების წყალობით შავი ზღვის აუზის ქვეყნების პარტნიორი ქვეყნების საწვრთნელ პროგრამებსა და ერთობლივ ოპერაციებშიც მივიღებთ მონაწილეობას (ანუ, გავერევით საზღვაო მარაქაში!).
ცხადია, მადლობის მეტი რა გვეთქმის, მით უფრო, რომ, მაგალითად, ჩვენმა მეზობელმა თურქეთმა თავისი შეიარაღებული ძალები (რომლებიც დღეს სიძლიერით მსოფლიო ათეულშია) სწორედ აშშ-ის მიერ ნაჩუქარი, სხვათა შორის,  ჩამოწერილი სამხედრო ტექნიკით შექმნეს. ასე რომ – პერსპექტივა აშკარად ნათელი გვაქვს.
თუმცა, მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ჩვენ ზემოთ რფ-ის შავი ზღვის ფლოტი დგას, ჩვენ ქვემოთ კი – თურქეთის რესპუბლიკის, ასევე, შავი ზღვისა, ცოტა საწყენივითაა, თუ ჩვენ მხოლოდ კატარღებით ვიცურებთ მათ შორის, თუმცა, „თუ გული გულობს“, „ფეხი წინ წადგი, მისწვდება.“ –

скачать dle 11.3