კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პრევენცია – დეფიციტში #41

სკამი და ხმა – ოხრად?!

 მართალია, ჩვენს ქვეყანაში აქ და ამჟამად ყველაფერი არჩევნების გარშემო ტრიალებს ციბრუტივით, თუმცა მე მაინც საგარეო პოლიტიკას ვუტრიალებ თითისტარივით; იმ მარტივი მიზეზით, რომ საარჩევნო ინფორმაციას ლამისაა უთოც კი გადმოსცემს, ხოლო, თუ ცოტა საგარეოც არ გავურიეთ (ანუ ამასაც არ შევაშველეთ ჩვენი რუხი ნივთიერება), არც ისაა გამორიცხული, რომ იმათ სკამი დარჩეთ ოხრად, ხოლო ჩვენ კი – ხმები.
მოკლედ, საგარეო ფრონტზე მოვლენები ისევ ერთობ დრამატულად ვითარდება. შეგახსენებთ, რომ სირიაში ამბავი ისე აირია, რომ ისლამისტები ლამისაა ყველას გადაავიწყდეს.
მეტიც, აშშ-სა და რფ-ს შორის შავმა კატამაც ჩაირბინა და იმდენად შავმაც კი, რომ თვით დონალდ ტრამპიც კი შეუწყრა თვით ვლ. პუტინს.
სახელდობრ, ბ-ნმა ტრამპმა ბრძანა, რომ რფ-მ დაარღვია აშშ-თან მიღწეული შეთანმხება (სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ); თავის მხრივ კი, რფ-ელები აცხადებენ, რომ სწორედ აშშ-მა გადაუსვა ხაზი ყველა მანამდე მიღწეულ შეთანხმებას, რამაც ტერორისტებს იარაღის მარაგის შევსების საშუალება მისცა.
ასეა თუ ისე, წინასაარჩევნო კამპანიის ბოლოსკენ აქამომდე ვლ. პუტინის მოტრფიალე დნ. ტრამპი ამ ჩვენს ვალიკოს დაემსგავსა, რფ-ის ხელმძღვანელობა („გაის“ არ იყოს) ამერიკას საერთოდ არ სცემს პატივსო.
თუმცა ხუმრობა იქით იყოს და, გასულ კვირას პენტაგონში გამართულ სემინარზე, რომელშიც აშშ-ის უმაღლესი საშტაბო ხელმძღვანელობა იღებდა მონაწილეობას, განაცხადეს რფ-სა და აშშ-ს შორის ომის დაწყების დიდ ალბათობაზე. ოღონდ, მეორე მხრივ, უფრო დიდი ალბათობაა, რომ ამ ორმა სხვების, უმეტესად ჩვენნაირების, ტყავზე გაარკვიონ ურთიერთობა და არა მხოლოდ მათი მიზეზით: წამლად ვერ იპოვით ვერცერთი ქართული პარტიის წინასაარჩევნო პროგრამაში გარე საფრთხეების პრევენციის გეგმებს. –

скачать dle 11.3