კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აპრილი 2020 (48)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)

დამფრთხალი „ქერუბიმები“ #41

შეშფოთებულები – კვადრატში

 თუმცა საქართველოში აშშ-ის ელჩმა არჩევნების კვირის დასაწყისში მოგვახსენა, რომ ასეთი დონის არჩევნები თვით დემოკრატიის აკვანსაც კი არ ახსოვს, ისე ქერუბიმებივით იქცევიან პოლიტიკოსები, ხოლო საზოგადოება მტრედისებრი ღუღუნით უპასუხებსო; მაგრამ, რაკი აკაკი გვასწავლის, რომ ხანგრძლივ ეს მუხთალი წუთისოფელი არავის ახარებს, 8 ოქტომბრამდე, სამიოდ დღით ადრე, ერთ-ერთი ცნობილი „ნაციონალის“, თვით გივი თარგამაძის ავტომანქანა ააფეთქეს.
საბედნიეროდ, ბომბი ისე იყო დამონტაჟებული (როგორც სპეციალისტებმა განმარტეს), რომ მანქანის მგზავრებს მაინც არაფერი დაუშავდებოდათ და არც დაშავებიათ, თუმცა, სამწუხაროდ, გამვლელი დაზარალდა და წინასაარჩევნო გარემოც.
ჰოდა, „ნატოს“ წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ გვამცნო, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი  შეშფოთებულია კანდიდატის ავტომობილის აფეთქებით და, ზედაც დაგვმოძღვრა (ციტატას მოვიშველიებ): „საარჩევნო კამპანია უნდა ტარდებოდეს მშვიდ გარემოში, რომელიც გაჯერებულია მაღალი დემოკრატიული პრინციპებით.“
ჩვენ, ცხადია, ორივე ხელით ვეთანხმებით ბ-ნ აპატურაის და თავიდან ბოლომდე ვიზიარებთ „ნატოურ“ შეშფოთებასაც. მეტიც, ჩვენი მხრიდან, ერთ შეშფოთებასაც დავურთავთ: „ნატოს“ ღია კარს ნუ მიგვიხურავენ ოღონდაც. –

скачать dle 11.3