კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა „ნიუ-იორკის მეფე“ 25 წლის ომარ კვარაცხელია და როგორ წაართვა მან ეს ტიტული უძლიერეს ამერიკელ სპორტსმენს

25 წლის ომარ კვარაცხელია წელიწად-ნახევარია რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ამ ხნის განმავლობაში, არაერთ წარმატებას მიაღწია. მკლავჭიდში ორჯერ ნიუ-იორკის ჩემპიონი გახდა, ერთხელ – პენსილვანიის, ცოტა ხნის წინ კი, ნიუ-იორკის მეფის, ანუ “KING OF ARMS” ტიტულიც მოიგო, რომლის  შენარჩუნებას ის მომავალ წელსაც გეგმავს. გარდა ამისა, სხვა ქართველებთან – დავით და გიორგი ზანგალაძეებთან, ტიტე ვაშაკიძესთან და ალეკო აბუთიძესთან ერთად, რომლებიც ასევე წარმატებით ასპარეზობენ, ნიუ-იორკში მკლავჭიდის ქართული კლუბის ოფიციალურად დაარსებას აპირებს, რათა საქართველოს სახელით კიდევ არაერთი წარმატება მოიპოვონ.
ომარ კვარცხელია: 2007 წელს დავიწყე მკლავჭიდში ვარჯიში. მკლავში ყოველთვის მქონდა ძალა. სკოლაში, უბანში, უნივერსიტეტში ყველას ვუგებდი. უნივერსიტეტის მკლავჭიდის კლუბში მიმიყვანეს, დავინტერესდი და გადავწყვიტე, სპორტის ამ სახეობას პროფესიონალურად მივყოლოდი. ვარჯიშისა და შრომის შედეგად, გავძლიერდი, მომემატა ძალა, ვისწავლე ტექნიკა და 2010 წელს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი გავხდი. თავიდან სტუდენტურ შეჯიბრებებზე გამოვდიოდი, შემდეგ კი საქართველოს ჩემპიონატებზე ვმონაწილეობდი. პოლონეთში ვიყავი მსოფლიო თასზე, 18 წლამდე ასაკის სპორტსმენებს შორის უნდა გავსულიყავი. მაგრამ, ახალგაზრდული შეჯიბრი არ ტარდებოდა და მომიწია, დიდებში, პროფესიონალებთან მებრძოლა. მესამე ადგილზე გავედი, ბრინჯაოს მედალი ავიღე. იმ დროს 18 წლის ვიყავი, დანარჩენი სპორტსმენები, დაახლოებით, 28 წლის ზემოთ იყვნენ. საკმაოდ სერიოზული შეჯიბრებაა და მე ვიყავი ყველაზე პატარა. ამის შემდეგ იყო ბევრი შიდა შეჯიბრება, ასევე, საერთაშორისოც. პრეზიდენტის თასი მაქვს მოგებული, აჭარის ღია ჩემპიონატი და ასე შემდეგ, სხვა არაერთი ტურნირი. 2014 წელს საქართველოს ჩემპიონატზე გავიმარჯვე და წავედი ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მეოთხე ადგილი ავიღე, ისევე, როგორც მსოფლიოზე. მალევე მომიწია ამერიკის შეერთებულ შტატებში წამოსვლა და აქ დავიწყე მკლავჭიდის კლუბების მოძებნა. გამოვედი ნიუ-იორკის ჩემპიონატზე 2015 წელს, გავიმარჯვე და ჩემს წონით კატეგორიაში – 75-კილოგრამიანებში, გავხდი გამარჯვებული.  ნიუ-იორკის ჩემპიონები მონაწილეობდნენ და ასევე, მსოფლიო ლეგენდა მკლავჭიდში. 400-ზე მეტი მონაწილე იყო. ძალიან სერიოზული ჩემპიონატია. პროფესიონალი ჩემპიონები გამოდიოდნენ, თან, ამერიკული მკლავჭიდი ევროპულისგან ძალიან განსხვავდება – უფრო განვითარებულია და ამერიკაში სპორტის ერთ-ერთი წარმატებული სახეობაა. დიდ ყურადღებას აქცევენ შოუს, ბოლომდე უნდა იბრძოლო, რომ ღირსეული გამოავლინო. შოუა ის, რაც ორთაბრძოლის დროს ორ ადამიანს შორის ხდება. მარტივად არ მომიგია, სერიოზული მოწინააღმდეგები მყავდა. ლამაზი ბრძოლა იყო და  გავიმარჯვე, გავხდი ნიუ-იორკის ჩემპიონი. ზოგადად, ამერიკელები გამოირჩევნიან აგრესიული ბრძოლით, ყვირილით, შეძახილებით, გულშემატკივრიც ასეთი ჰყავთ, მაგრამ არც ქართველები ვაკლებთ და ჩამოვრჩებით ამაში. ბევრი დაინტერესდა აქ ჩემით. მათ შორის, ნიუ-იორკის მკლავჭიდის კლუბიც – მათი წევრი და ნომერ პირველი ვარ. შემდეგ წავედი პენსილვანიის შტატში.  2015 წლის 15 აგვისტოს ავიღე 4 მედალი – ორი ოქროსი და ორი ვერცხლის. მარჯვენა მკლავში ჩემს წონაში ავიღე პირველი ადგილი, აბსოლუტურ კატეგორიაშიც – პირველი ადგილი და მარცხენა მკლავში კი ორივე კატეგორიაში ვერცხლის მედლებს დავჯერდი. პენსილვანიის ჩემპიონი გავხდი. ამის შემდეგ ქართველი ბიჭები შევიკრიბეთ, ვინც მკლავჭიდითაა დაინტერესებული და გადავწყვიტეთ, ერთად გვევარჯიშა. გუნდი ჩამოგვეყალიბებინა. ზაფხულში ნიუ-იორკის ჩემპიონატზე გამოვედით საქართველოს სახელით. მეორეჯერ უკვე ნიუ-იორკის ჩემპიონატზე გავიმარჯვე ჩემს წონით კატეგორიაში. გარდა ამისა, ჩემი მეგობარი, გიგა ზანგალაძე გახდა, ასევე, ნიუ-იორკის ჩემპიონი თავის წონით კატეგორიაში, ხოლო დავით ზანგალაძე ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. შეჯიბრების შემდეგ გაიმართა სუპერმატჩი, სადაც ვლინდება, ვინ უნდა გახდეს ნიუ-იორკის მეფე. ჩავერთე ბრძოლაში, მოვიგე და გადმომცეს „ნიუ-იორკის მეფის” ტიტული – გვირგვინი. თავის საიტზეც უდევთ, რომ ვარ ნიუ-იორკის “KING OF ARMS” ომარ კვარაცხელია, საქართველოდან.
– იმისთვის, რომ ეს ტიტული მოგეპოვებინა, ალბათ, ბევრი დაძაბული ბრძოლის მოგება დაგჭირდა...
– დაახლოებით 25 შეხვედრის ჩატარება მომიწია ერთ დღეს. სამი მედალი ავიღე. მარჯვენა ხელში ორი ოქროს მედალი და ერთი ვერცხლის – მარცხენა ხელში. ძალიან ძლიერ სპორტსმენებს შევხვდი ჩემს წონით კატეგორიაში, მაგრამ მარტივად დავძლიე ყველა ბრძოლა, გავხდი ჩემპიონი. აბსოლუტურ კატეგორიაში ძალიან დაძაბული ორთაბრძოლები მქონდა. ნიუ-იორკის წარმოამდგენელს შევხდი, რომელიც ძალიან ძლიერია და არავის ეგონა, თუ წააგებდა და მეფის ტიტულს მე წამოვიღებდი. როდესაც ქართველი გამოდის შეჯიბრებაზე, თავიდან ყველას შტატი „ჯორჯია” ჰგონია, მაგრამ ოთხმა ქართველმა 6 მედალი რომ წამოვიღეთ, ყველამ უკეთ გაგვიცნო. ფინალში, ძალიან დაძაბული ბრძოლა რომ მქონდა, დარბაზის 80 პროცენტი „ჯორჯიას” ყვიროდა, რადგან ბრძოლის ჟინით ყველას თავი მოვაწონეთ. ძალიან რთული ფინალი იყო – ჩემს სპორტულ კარიერაში ყველაზე გამორჩეული ბრძოლა. სანამ ფინალში გავიდოდი, შემხვდა მოწინააღმდეგე, რომელიც ჩემზე 60 კილოგრამით მძიმე იყო, მას კი ადვილად მოვუგე, მაგრამ ფინალში უძლიერესი მოწინააღმდეგე მყავდა, რომელიც  15 კილოგრამით მძიმე იყო. დრამატული წუთებიც მქონდა, თითქმის წამგებიან პოზიციაში ვიყავი. ყველა ელოდებოდა, რამდენ ხანს გავძლებდი და როდის წავაგებდი, მაგრამ ბოლო წუთებში მეგობრების, დარბაზის შეძახილებმა, იმის გაფიქრებამ, რომ ამ სიშორეზე წამოსული, „ნიუ-იორკის მეფე“ თუ გავხდებოდი, ამერიკაში მცხოვრებ ყველა ქართველის გულში სიხარულის ნაპერწკალს ავანთებდი, ძალა შემმატა და გავიმარჯვე. სხვადასხვა შემოთავაზებაც წამოვიდა. თუმცა, ჯერ არ ვიცი, რა გზით წავალთ. ამიტომ, ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. იყო ფულადი წამახალისებელი პრიზები, რითაც მკლავჭიდის მაგიდა შევიძინეთ. მე ვარ „ნიუ-იორკის მეფე” და არავის მივცემ საშუალებას, მარტივად წამართვას გვირგვინი. თუ ვინმესთან დავმარცხდები, იმედია, ისიც ქართველი იქნება.
– რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?
– რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ლას-ვეგასში, ფლორიდაში გვინდა წასვლა შეჯიბრებაზე. ნიუ-იორკის ჩემპიონატშიც დეკემბერში აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ძლიერი შეჯიბრება ტარდება ამერიკაში, ტელეშოუა და საკვალიფიკაციო ტურნირების გავლაა საჭირო. ნელ-ნელა ვიწყებთ, გაზაფხულზე არნოლდ შვარცნეგერის, მსოფლიო დონის ტურნირი ტარდება, რომელშიც აუცილებლად ჩავერთვებით.

скачать dle 11.3