კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაამარჯვებინეს ქართველებმა მნიშვნელოვან საჭადრაკო მატჩში სახელოვან სომეხ გროსმაისტერს, ტიგრან პეტროსიანს

გამოჩენილი სომეხი საბჭოთა მოჭადრაკე, მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში ტიგრან პეტროსიანი თბილისში იყო დაბადებული და გაზრდილი. ამ ჯადოსნური თამაშის ანბანს პეტროსიანი საქართველოს დედაქალაქში ეზიარა, რითაც ის ამაყობდა კიდეც. ძალიან უყვარდა აქაურობა და რა თქმა უნდა, ქართულ ენასაც საფუძვლიანად ფლობდა. გენიალურ სომეხ მოჭადრაკეს ახლო მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა თავის ქართველ კოლეგებთან. ისინი მას მოფერებით ტიგოს (ტიგრანის კნინობითი ფორმა) ეძახდნენ.
გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების დასაწყისია. ლატვიის დედაქალაქ რიგაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი იმართება ორ ექსჩემპიონს – პეტროსიანსა და მიხეილ ტალს შორის. ტალი რიგელი იყო. თავის „ტერიტორიაზე“ თამაშობდა და პროფკავშირების სასახლე, სადაც ეს მატჩი იმართებოდა, ტალის გულშემატკივრებით იყო სავსე. დარბაზში შეკრებილ ჭადრაკის სპეციალისტებს შორის, იყვნენ სახელოვანი ქართველი მოჭადრაკეებიც. ისინი ყურადღებით ადევნებდნენ თვალყურს მატჩის მიმდინარეობას სცენაზე დამონტაჟებული დაფის საშუალებით, რომელიც შუაში ეკიდა და სეკუნდანტი მსაჯი მასზე სვლებს აკეთებდა. როგორც წესია, საჭადრაკო დარბაზში ყოველთვის სამარისებური სიჩუმეა, რომ მოთამაშეებს ხელი არ შეეშალოთ ან დარბაზიდან არავინ უკარნახოს სვლა. ამ წესს ყველა იცავს, ხოლო დამრღვევი უსიტყვოდ გაჰყავთ... მერვე პარტიის მსვლელობისას დარბაზში მყოფმა ქართველმა მოჭადრაკეებმა შეამჩნიეს, რომ პეტროსიანი მხედრით (ცხენით) სვლას არ აკეთებდა, დარბაზში მოჭადრეკეებთან ერთად საქართველოს სპორტკომიტეტის თანამშრომელი კაკო გვასალიაც იმყოფებოდა, რომელიც, იმავდროულად, პეტროსიანის ბავშვობის მეგობარი იყო. საზრიანმა გვასალიამ რომ შეიტყო, რაშიც იყო საქმე, არც აცია, არც აცხელა და ხალხით გაჭედილ დარბაზში ფეხზე წამოდგა. პეტროსიანის გასაგონად, ერთ-ერთ ქართველ მოჭადრაკეს დაუყვირა: აჩუ, ტიგო, აჩუო. პეტროსიანი ყველაფერს მიხვდა და ის პარტია ტალს მოუგო... მართალია, გვასალია დარბაზიდან გააძევეს, მაგრამ მსაჯები ვერაფერს მიხვდნენ. სომეხი გროსმაისტერი კი მეოთხედფინალური მატჩის გამარჯვებული გახდა.

скачать dle 11.3