კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნიკა არაბიძის ანეკდოტები


ექიმთან მივიდა მწყემსი და ეუბნება:
– ექიმო, ცნობა მომეცით, რომ შიდსი მაქვს!
– ანალიზებში მსგავსი რომ არაფერია?
– რა ანალიზები? მე უბრალოდ ცნობა მინდა, რომ შიდსით ვარ ავად.
– კი მაგრამ, რისთვის?
–  ჯერ ერთი, ჩვენს სოფელში მე ვიქნები პირველი, ვისაც შიდსი სჭირს... მეორეც, როცა ცხვარში წავალ, ჩემს ცოლს არავინ მიეკარება... და მესამეც – ისიც მაინტერესებს, ამის გაგებაზე, რა სახეები ექნებათ იმათ, ვინც ჩემს ცოლთან უკვე იწვა.
***
ცოლი სამზარეულოში ფაციფუცობს, საჭმელებს ამზადებს, სტუმრებს ელოდება. ქმარი კი ტრუსიკის ამარა დაბოდიალობს აქეთ-იქით. ცოლი აღშფოთდა:
– ჩაიცვი კაცო, სტუმრები არ მოვიდნენ უცებ და მასე არ დაგინახონ, სირცხვილია!
– არ ჩავიცვამ! ნახონ ერთი მაგ შენმა სტუმრებმა როგორი გამხდარი ვარ, რომ საერთოდ არ ზრუნავ ჩემზე.
– ოჰ! ბარემ ტრუსიკიც გაიხადე და ნახონ თუ ხარ ზრუნვის ღირსი.
***
ოზურგეთში, პატრული უყვირის მძღოლს:
– ოე, მერედესი! მაი ღვედი იღლიაში რომ ამოგიდვია, „რექსონა“ კი არაა... გეიკეთე წესიერად!
***
ქმარი ცოლს კორპორატიულ საღამოზე წაიყვანს.
– ის ლურჯკაბიანი ქალი ვინაა?
– დირექტორის საყვარელია.
– ის, ქერა და გამხდარი?
– მთავარი ბუღალტრის ნაშაა.
– და ის, შენ რომ გეცეკვა?
– ეგ ჩემია... – წამოცდა ქმარს.
წუთიერი დუმილის შემდეგ ცოლი ამბობს:
– ჩვენი ყველას ჯობია.
***
– მე, ძმაო, ქორწილში წასვლას მირჩევნია გასვენებაში წავიდე.
– რატომ? გაგიჟდი?
– რატომ და გასვენებაში არავინ მკითხავს – „შენ როდის აპირებ?“.
***
პოლიციელმა გააუპატიურა გოგო და ორივე დააპატიმეს: ერთი გაუპატიურებისთვის, მეორე კი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის.
***
– ბრაზიალიაში, ძირითადად, ფეხბურთელები და მეძავები ცხოვრობენ!
– აბა, ეგეთები არ გინდა ახლა! ჩემი ბიძაშვილი იქ არის გათხოვილი.
– მართლა? და, რომელ გუნდში თამაშობს?
***
– ქალბატონო, თქვენ ამყარებთ ინტიმურ კავშირს ფულის გამო?
– არა, როგორ გეკადრებათ!
– კიდევ კარგი, თორემ ფული არ წამომიღია.
***
ტიპი ისეთი მახინჯი იყო, ვირთხებმა მისი პასპორტი რომ დაღრღნეს, სურათი უვნებლად გადარჩა.
***
ქმარი სახლში გვიან დაბრუნდა. ცოლი გაბრაზებული ტონით ეუბნება:
– რომელი საათია?
– ათი.
ამ დროს საათმა ერთხელ ჩამოკრა.
– რას მატყუებ? ეგე, საათმა ერთხელ ჩამოკრა.
– შენ რა გინდა ახლა, რომ ნულიც ჩამოკრას?
***
ექიმი ესაუბრება პაციენტს:
– თქვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია კარგი კვება, სუფთა ჰაერი, ვარჯიში და კიდევ... კიდევ... კიდევ...
– კიდევ რა?
– აი, ის, რასაც ცოლთან აკეთებთ კვირაში ორჯერ ან სამჯერ..
– რა? ჩხუბი?

скачать dle 11.3