კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2019 (143)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)
მაისი 2019 (254)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)

რა გაუგზავნა ნანუკა ჩხეიძემ ლედი გაგას საჩუქრად და აპირებს თუ არა ის მადონას ფავორიტ დიზაინერთან თანამშრომლობას

ცოტა ხნის წინ თბილისში ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, „ეთნოფესტი” – ტრადიციული რეწვისა და დიზაინის თბილისისი პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართა. ამ სამიტის ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იყო ასაად ავადი, რომელსაც ხელნაკეთი ნივთების საკუთარი ბრენდი „ავად მადრიდი“ აქვს და ქალისა და მამაკაცის ხელნაკეთ, მაღალი ხარისხის, ტყავის ჩანთებსა და აქსესუარებს აწარმოებს.  რაც მთავარია, ის ლედი გაგას პირადი დიზაინერია, რომლის შემოქმედების თაყვანისმცემელთა შორის არიან მადონა, ტიერი მუგლერი და ასე შემდეგ. მან ხელოვანთა ჯგუფი გამოარჩია, რომელთა შორის გახლდათ ნანუკა არტი, იგივე, ნანუკა ჩხეიძე. ნანუკას ტყავის ულამაზესი ჩანთები, სამკაულები, სამაჯურები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთში, ძალიან ბევრ ქვეყანაშია პოპულარული.
ნანუკა ჩხეიძე: რამდენიმე წლის წინ დამიკავშირდნენ ხელოვნების საერთაშორისო ცენტრიდან, იმართებოდა ამიერკავკასიის ფარგლებში ხალხური რეწვის, ხელოვნებისა და დიზაინერების გამოფენა, რომელშიც მივიღე მონაწილეობა. რამდენიმე გამარჯვებულს მოგვანიჭეს ამიერკავკასიაში საუკეთესო ხელოვანის წოდება. თავად ცენტრი, რომლის დამფუძნებლებიც მაკა დვალიშვილი და ირინა მანია არიან, ხშირად ატარებს ასეთი ტიპის საინტერესო ღონისძიებებს, გამოფენებს, აფინანსებს სხვადასხვა პროექტს. წელსაც დავუკავშირდი ირინას და შევთავაზე, რომ საერთაშორისო სამიტში – „ეთნო ფესტი” მივიღებდი მონაწილეობას. სამიტის ერთ-ერთი საპატიო სტუმარი იყო ასაად ავადი, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა ტრენინგები, ვორკშოპები და ამისთვის სჭირდებოდა რამდენიმე ხელოვანი. 174 მონაწილიდან აგვარჩია 15 და მათ შორის მეც, რამაც ძალიან გამახარა. თან, გამიკვირდა, რადგან ეს პიროვნებაც ტყავზე მუშაობს, ძალიან კრეატიულია და აქვს თავისი წარმატებული ბრენდი. შესაბამისად, მასთან შეხვედრას მოუთმენლად ველოდებოდი და ვნერივულობდი. ლედი გაგას პირადი დიზაინერია და მადონაც მისი ნამუშევრების თაყვანისმცემელი ყოფილა. ტყავისგან აკეთებს აქსესუარებს, ჩანთებს, ქამრებს, ძალიან კრეატიული და გამორჩეულია, საკუთარი ხელწერა აქვს.
– როგორი იყო სამუშაო პროცესი?
– 2 დღის განმავლობაში გვქონდა საჯარო ლექციები, ტრენინგები. მას თან ახლდა სამერი, ორივე „კრეატივ დიალოგის” დამფუძნებლები არიან და მთელ მსოფლიოში ატარებენ მსგავსი სახის საჯარო ლექციებს, ვორკშოპებს. ბევრ ხელოვანთან აქვთ ურთიერთობა. ასაადი არაჩვეულებრივი პიროვნებაა – დადებითი, კომუნიკაბელური. ამ ორი დღის განმავლობაში მოვწყდით რეალობას და მის ირგვლივ შემოვიკრიბეთ, იმდენად კარგი განწყობა სუფევდა. პირველ დღეს გავაცანით ჩვენი ბეგრაუნდი, ასევე, ვაჩვენთ, რაზე ვმუშაობდით და ჩემი და რამდენიმე ხელოვანის ნამუშევრებმა დიდი მოწონება დაიმსახურა.
– რა შეფასება ჰქონდა შენს ნამუშევრებს?
– მაგიდასთან ვისხედით და წინ გვედო ჩვენი ნამუშევრები. ერთ-ერთი იყო ტყავის ჩანთა, რომელიც ბამბუკისა და ლითონის მიქსია. რომ ნახა, ინგლისურად მითხრა: ბრწყინვალეაო. შემდეგ ერთმანეთს გავესაუბრეთ. ავუხსენი, როგორი ტექნოლოგიით ვმუშაობ. ჩემი პატარა ხის ინსტრუმენტებიც ვაჩვენე, რომელიც საკუთარი ხელით გავაკეთე. მაქვს ჩემი ტექნოლოგია. გრავირებასაც კი მე ვაკეთებ ხელით. ძალიან მოეწონათ, დაინტერესდნენ, ხელში ატრიალებდნენ, გაოცებულები იყვნენ. მკითხეს, დღეში რამდენი ნამუშევრის გაკეთება შეგიძლიაო. ბოლოს  მირჩია, რომ რამდენიმე ერთნაირი მოდელი გავაკეთო, რადგან ბაზრისთვის ეს უფრო მომგებიანიაო. ასევე, დაინტერესდნენ, როგორ შეფუთვას ვუკეთებდი ნამუშევრებს: რადგან ეს ყველაფერი კრეატიულია, ალბათ შეფუთვაც კრეატიული გაქვთო. მეც ვაჩვენე. მოეწონათ, დაინტერესდნენ. ასაადმა ტრენინგის დროს იმასაც გაუსვა ხაზი, რომ, როდესაც საერთაშორისო ბაზარზე გადიხარ, აუცილებელია, შენს შემოქმედებაში საკუთარი ისტორია, კულტურა, ეთნოგრაფია ასახოო, რათა ამით გამოირჩეოდე სხვა ხელოვანებისგანო. მეც ვუთხარი, რომ ახლა ვმუშაობ ჩვენი კულტურის უმნიშვნელოვანეს ძეგლზე – „ვეფხისტყაოსანზე” და ვაპირებ ტყავისა და პერგამენტისგან შევქმნა მიქსი – გავაკეთო წიგნი ასეთი სახით. ძალიან მოეწონა და მითხრა, რომ ეს არის შესანიშნავი, ბრწყინვალე იდეა და როცა გავაკეთებ, აუცილებლად ვაჩვენებ ჩემს ნამუშევარს.
– როგორი იქნება შენი შექმნილი „ვეფხისტყაოსანი”?
– იქნება ტყავის გარეკანი, რომელზეც, ალბათ, გარკვეული ილუსტრაციის გრავირებას გავაკეთებ. ცუდად არ ჩამომართვან, ძალიან კარგი კალიგრაფია მაქვს. მთლიანად, ალბათ, ვერ შევძლებ, მაგრამ რაღაც გარკვეულ ნაწილს პერგამენტზე დაძველების ეფექტით საკუთარი ხელით შევქმნი. რაც შეეხება ვორკშოპს, ასაადმა რამდენიმე კოლეგა ერთად დაგვაწყვილა. აინტერესებდა, როგორ გამოვიდოდა ჩვენი ერთობილივი მუშაობა და სხვადასხვა ტექნოლოგიის თუ მასალის მიქსი. მე ვუთხარი, რომ დიდი ხანია, ვმუშაობ მიქსზე, ვიყენებ ტყავს, თითბერს, ხეს, ბამბუკს, ჭილს, ბუნებრივ ქვებს. ქსოვილზე, რაც კი შეიძლება, ერთმანეთს შევუხამო, ყველაფერს ვაკეთებ. საბოლოოდ, მე და ჩემმა კოლეგამ ტყავისა და პოლიმერული თიხისგან გავაკეთეთ სამაჯური, რამაც ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. ბოლოს გადმოგვცეს სერტიფიკატები, გავცვალეთ საკონტაქტო ინფორმაცია და თავად შემოგვთავაზა, რომ, თუ რაიმე დაგვჭიდება სამომავლო თანამშრომლობისთვის ან რაიმე კითხვა გვექნება, მას შევეხმიანოთ.
– სამომავლოდ შეიძლება, ითანამშრომლოთ?
– სამომავლოდ არაფერია გამორიცხული, ვნახოთ. თუ რამე იქნება, შეიძლება, შევეხმიანო. მას ძალიან მოეწონა საქართველო, აღფრთოვანდა. მართლა ძალიან ბევრი ნიჭიერი ხელოვანი იყო ამ გამოფენაზე წარმოდგენილი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი მაკა დვალიშვილს, ირინა მანიას, ყველას, ვინც ორგანიზება გაუკეთა ამ ღონისძიებას.
– ლედი გაგასთან არაფერი გაატანეთ?
– კი, ის სამაჯური, რომელიც ჩემს კოლეგასთან ერთად შევქმენი, ლედი გაგას გავუგზავნეთ.
– როგორც ვიცი, შენი ნამუშევრები უცხოეთში, ძალიან ბევრ ქვეყანაში იყიდება.
– ასაადსაც ვუთხარი, რომ აფრიკიდან დაწყებული – ამერიკით დამთავრებული, ყველგან იყიდება ჩემი ნამუშევრები. ამჟამად ამერიკაში, ჩიკაგოში, ერთ-ერთ არტგალერეაშიც იყიდება და ორისგან კიდევ მაქვს შემოთავაზება – მოლაპარაკება მიდის. ისრაელშიც გავაგზავნე ცოტა ხნის წინ ჩანთა, პარიზშიც, ლონდონშიც, ფაქტობრივად, მთელი ევროპა, ამერიკა დავიპყარი. რამდენსაც ჩემი ნამუშევრები დაფრინავენ, იმდენს მე რომ დავფრინავდე...
– ფოტოგრაფიითაც ხარ გატაცებული და ამ მხრივაც სერიოზული წარმატებები გაქვს.
– გამიტაცა ფოტოგრაფიამ იმ დონეზე, რომ შეიძლება ტყავი გადავდო. ბათუმობაზე გამოეფინა ჩემი რამდენიმე ფოტო, მანამდე კონკურსში გავიმარჯვე. ახლა მაქვს შემოთავაზება ქუთაისი წარვადგინო სხვა რაკურსით. მამა კარგ ფოტოებს იღებდა. ერთად ვისხედით ბნელ ოთახში და ვამჟღავნებდით. რაკურსი, ობიექტივი – ჩემთვის ნაცნობი სიტყვებია და ასე დავირქვი „სხვა რაკურსით”. უცხოეთში მოღვაწე ერთ-ერთი ფოტოგრაფი გამომეხმაურა და მომცა უცხოური საიტის ლინკი, სადაც ჩემი ფოტოები განვათავსე და ასეთი შეფასება მივიღე: „მხატვრული და ხელოვნების დონეზე აყვანილი ფოტოები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ჩემი ტელეფონით ვიღებ. ფოტოაპარატი ჯერჯერობით არ მაქვს.

скачать dle 11.3