კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჰქონდა დედის რეჟიმის გამო პროტესტის გრძნობა ეკუნა ჯაგოდნიშვილს და ვინ უშვებს მას ყოველ დილით ქუჩაში

სექტემბრიდან მშვენიერი, ენერგიული და პოზიტიური ეკუნა ჯაგოდნიშვილი „იმედის” მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობს. მანამდე კი, დილის გადაცემაში ჟურნალისტად მუშაობდა. ეკუნა პარალელურად ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში სწავლობს, კინო-ტელეხელოვნების ფაკულტეტზე.
ეკუნა ჯაგოდნიშვილი: ტელევიზიაში გავიზრდე, რადგან ბებიაც ტელევიზიაში მუშაობდა და დედაც, ნათია წულაძე „საზოგადოებრივ მაუწყებელზე” მუშაობს. როგორც კი პირველად მიმიყვანეს, ტელევიზიით „მოვიწამლე”. ბებია თეატრალურ განყოფილებაში იყო რეჟისორი, ხოლო დედა – სხვადასხვა გადაცემის პროდიუსერი, გადაცემა „სარჩევის“ წამყვანი და ასევე, „შუადღის“, დილის გადაცემების პროდიუსერი. მოკლედ, 21 წელია, იქ მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ დედა ძალიან დაკავებული იყო, რთული რეჟიმი ჰქონდა, მე და ჩემი და მარტომ გაგვზარდა. იშვიათად გვტოვებდა ბებოსთან. ყველაზე მეტად მიყვარდა, როდესაც ბებოს მივყავდი ტელევიზიაში. ისე მიყვარდა იქაურობა, ბუფეტი როგორი იყო, ახლაც მახსოვს. 14-15 წლის ვიყავი, პირველად რომ დამსვევს რეჟისორის პულტთან – „ევროვიზია” გავიყვანე პირდაპირ ეთერში. სერიოზული დავალება მქონდა. მე უნდა ვყოფილიყავი რეჟისორის ასისტენტი. რეჟისორი მეუბნებოდა: ახლა მეორე კამერა ჩამირთე, მერე – მეხუთე. ხელები მიკანკალებდა, მაგრამ რომ ავდექი, ძალიან ბედნიერი ვიყავი: ეს რა კარგი ყოფილა-მეთქი. ცოტა ხანს ვიყავი „საზოგადოებრივ მაუწყებელზე” სტაჟიორად და უკვე 3 წელია – 18 წლიდან „იმედში” ვმუშაობ.
– არ გინდოდა „საზოგადოებრივ მაუწყებელზე” დარჩენა და იქ მუშაობა?
– მიუხედავად იმისა, რომ იქ ვარ გაზრდილი, ყველას ვიცნობ და ყველა მიცნობს, მაინც არ მინდოდა, ის მომენტი მქონოდა, დედამისიც იქ მუშაობს და შვილიცო. მინდოდა, დამოუკიდებლად გამეკეთებინა ყველაფერი და „იმედშიც” ამიტომ მივედი. მიხარია, რომ ყველაფერი ჩემით გავაკეთე. არავინ არ ჩარეულა. ერთადერთი, როცა სტაჟიორად დავიწყე მუშაობა, დედაჩემმა პროდისურს, რუსო ყურაშვილს, რომელიც მისი მეგობარია, ჰკითხა: სტაჟიორი ხომ არ გჭირდებათო. გვჭირდებაო და ისე მივედი, არც იცოდა თუ ჩემზე სთხოვა. რომ დამინახა, მხოლოდ მაშინ გაიგო. თავიდან სხვა ჟურანლისტებს დავყვებოდი, მასწავლიდნენ და ძალიან მალევე გამიშვა რუსომ გადაღებაზე.
– როგორ შეხვდნენ ოჯახის წევრები შენს გადაწყვეტილებას?
– რაც თავი მახსოვს, დავდგებოდი ხოლმე სარკესთან, დავიჭერდი სავარცხელს, თითქოს მიკროფონი იყო – წავისვამდი პომადას და ჟურნალებს, გაზეთებს ვკითხულობდი, ვითომ წამყვანი ვიყავი. წლების მერე ეს ოცნება ამისრულდა. მაშინ რომ მეკითხებოდნენ, ვინ უნდა გამოხვიდეო, ვეუბნებოდი: ჟურნალისტი-მეთქი. როგორც შვილს, დედა სულ მაკლდა, განსაკუთრებით, როცა სკოლას ვამთავრებდი. იმ დროს „არჩევანის” წამყვანი იყო, სულ კომპიუტერთან იჯდა, მუშაობდა. სკოლიდან რომ სახლში მივდიოდი, მინდოდა, ამბები მომეყოლა, ის კი რობოტივით კომპიუტერში რაღაცეებს კრეფდა და ყველაფერზე თავს მიქნევდა. ვხვდებოდი, არ მისმენდა. რა თქმა უნდა, ამაზე ვბრაზდებოდი. პროტესტის გრძნობა მქონდა: დედა, დედა!.. და მერე ისიც ბრაზდებოდა. ბოლოს, 5 წუთი რომ გამოვიჭერდი ჩემი ამბების მოსაყოლად, ისე ჩქარა ვლაპარაკობდი ყველაფრის მოსასწრებად, რომ ახლაც ასე ვლაპარაკობ. დღემდე ვცდილობ ამ პრობლების გამოსწორებას. იმის მიუხედავად, რომ ვხედავდი, დედა რა რეჟიმში მუშაობდა  და ცხოვრობდა, მაინც ჟურნალისტობა გადავწყვიტე. სიუჟეტების შემდეგ, ჩართვებზეც გამიშვეს. პირველი ჩართვა ისეთი საშინელი იყო, ვფიქრობდი: როგორ გაუშვეს-მეთქი.
– ახალი სეზონიდან ყოველ დილით მაყურებელს ამინდის პროგნოზს აცნობ.
– რუსომ, ჩემმა პროდიუსერმა მითხრა: რა ვქნა, ძალიან მეცოდები, ყოველ დილით ქუჩაში რომ უნდა გაგიშვა, მაგრამ შენ იქნები ამინდის წამყვანიო. ცოტა შემეშინდა, რადგან, ყოველ დილით ასე ადრე არ მიწევდა ადგომა, შემეშინდა, რეჟიმში რომ ვერ ჩავდგე-მეთქი. მაგრამ, ყოველდღე 6 საათზე ან 7-ის ნახევარზე ვიღვიძებ. ცხოვრების წესი, რეჟიმი საერთოდ შემეცვალა. ყოველ საღამოს 10 საათზე ვიძინებ, მაქსიმუმ 11-ზე. იმდენად მომწონს და მიყვარს ის, რასაც ვაკეთებ, რომ დილიდან ისეთ კარგ განწყობაზე ვარ, წვიმაც კი არ მიქმნის დისკომფორტს. თან, რომ ვიცი, „იმედში” ისეთი ხალხი მელოდება, მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები. ერთი ეთერის დროს ყურსასმენი გაფუჭდა, მეგონა, ეთერში გასვლის დროს ჩამირთავდნენ. ჩემი ოპერატორი მანიშნებს: ეთერში ხარო, მეგონა, მეხუმრებოდა და დაჯღანვას ვაპირებდი. მაგრამ, ერთი პროცენტით დავუშვი, რომ მართლა ეთერში ვიყავი და აღარ დავიჯღანე. ეს რომ „იმედში” ვთქვი, მითხრეს რატომ არ დაიჯღანე, რა სანახავი იქნებოდიო. იქ არაფერს „მიპრობლემებენ”, არაჩვეულებრივი ხალხი მუშაობს.
– შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება? 
– გათხოვილი არ ვარ და არც შეყვარებული, ველოდები პრინცს. სულ მეუბნებიან: ასეთ გოგოს შეყვარებული როგორ არ გყავსო. რა თქმა უნდა, თაყვანისმცემლები არიან, მაგრამ მე, ჯერჯერობით გული არავისზე მიმდის. მეგობრები მეუბნებიან: ზღაპრებში ცხოვრობო. რა ვქნა, მჯერა პრინცის, რომელიც გამოჩნდება და ერთი ნახვით შემიყვარდება. იმაზეც ბევრს ვფიქრობ, როგორი უნდა იყოს. რამდენ ადამიანსაც ვიცნობ, ყველას აქვს დადებითი თვისებები, მაგრამ ზოგს იმდენი უარყოფითი აქვს, დადებითსაც გადაწონის. მერე მინდა, ყველასგან ამოვკრიფო დადებითი და ერთ ადამიანში გავაერთიანო, მაგრამ ასე არ ხდება. კეთილი უნდა იყოს, უნდა მიყვარდეს, ვუყვარდე, კარგი იუმორის გრძნობა ჰქონდეს, თბილი, ყურადღებიანი იყოს და ყველანაირად შემიწყოს ხელი. არც ვეძებ, როცა მოვა, მოვა. მანიკა ასათიანმა იმ დღეს მითხრა: „კალიცოს” რომ კიდებენ ძაფზე, ეგ უნდა გააკეთო, ასპორეცენტიანია. მეც გავაკეთე, ჩემმა დედამთილმაც, ჩემმა მეგობრებმაც და ყველას აგვიხდაო. ასეთი რაღაცეების არ მჯერა, მაგრამ მერე გავაკეთეთ. ძაფი ვერ ვიშოვეთ და თმა მომაწყვიტა, რომელზეც ჩემი თანამშრომლის „კალიცო” დაკიდა. რაკუნს რომ მორჩება, იმდენი წლის გათხოვდებიო. 27 წლამდე ავიდა, ნერვები მომეშალა: აღარ ვაკეთებ, გაუთხოვარი დავრჩი-მეთქი. ყველამ დამცინა. ბავშვობიდან ვამბობდი: პატარა უნდა გავთხოვდე-მეთქი. დედაჩემი და მამაჩემი პატარები იყვნენ რომ დაქორწინდნენ. კი გაშორდნენ 12 წლის  მერე, მე მაშინ 8 წლის ვიყავი, მაგრამ სულ მომწონდა, მათთან როგორი ურთიერთობაც მქონდა. მეც მინდოდა, პატარა გავთხოვილიყავი და ახალგაზრდა მშობელი ვყოფილიყავი. დედაჩემი ზოგჯერ ჩემზე ახალგაზრდას ჰგავს, ყველას დები ვგონივართ. 18 წლის რომ გავხდი, ვნერვიულობდი, რაღაცნაირად გული მწყდებოდა, რომ ვერ გავთხოვდი: გასათხოვარი დავრჩი-მეთქი, ვამბობდი. ახლა ვხვდები, რატომ თხოვდებიან პატარა ასაკში. მთავარია, ეგ ასაკი გადალახო, მერე არც ფიქრობ გათხოვებაზე.
– როგორ შეხვდი მშობლების დაშორებას?
– ვერ ვიტყვი, რომ ეს სტრესი იყო ჩვენთვის. ორივე ისე მოგვიდგა, არასდროს გვქონია იმის პრობლემა, დედა და მამა დაშორებულები რომ არიან. ყურადღება არცერთი მხრიდან არ გვაკლდა. დღემდე მამასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. უფრო ცოდოები ვიქნებოდით, ერთად რომ ყოფილიყვნენ და სულ ჩხუბი, დაძაბულობა ყოფილიყო. ამას ჯობდა ცივილიზებურად დაშორება, როგორც მოიქცნენ კიდეც. როცა რამე ჩვენ გვეხება, ყველაფერს ერთად წყვეტენ. მამის მხრიდან კიდევ მყავს ორი და და ერთი ძმა. მამა რომ დაქორწინდა, გამიხარდა: ვა, მა, რა მაგარია, ცოლი მოგყავს-მეთქი. დედა მეორედ არ გათხოვილა და სულ ვეხვეწები: არ არის გვიან, დე, გათხოვდი, რადგან ვფიქრობ, ყველას  უნდა ჰყავდეს გვერდში მეორე ადამიანი. მარტო ყველა ცოდოა. თან, როცა ასაკში შედიხარ, შვილებიც იზრდებიან.  სულ ვფიქრობ: ჩემი და რომ გათხოვდება, მე რომ გავთხოვდები, დედა მარტო დარჩება... მერე ვეუბნები: დედა, მე წაგიყვან მზითევში-მეთქი. ჩემი პატარა დები დედაჩემზე გიჟდებიან, ძალიან უყვართ, ჩვენთან მოდიან, მეც მამაჩემის ცოლთან კარგი ურთიერთობა მაქვს და ასე ვცხოვრობთ ყველა.

скачать dle 11.3