კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას სთავაზობენ 17 წლის ევროპის ჩემპიონს, ირაკლი ჩხეიძეს სრულიად უცხო გოგონები

პოლონეთში გამართულ ძალოსანთა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა თხუთმეტი მედალი მოიპოვა, მათ შორის – ხუთი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ხუთი ბრინჯაო. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ისტორიაში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა. მოპოვებული ხუთი ოქროს მედლიდან, სამი 17 წლის ძალოსანის, ირაკლი ჩხეიძის ანგარიშზეა, რომელმაც საუკეთესო შედეგი ყველა მოძრაობაში დააფიქსირა. ახალგაზრდა ძალოსანი ამ წარმატებას არ სჯერდება და სრული დატვირთვით ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება.
ირაკლი ჩხეიძე: ბიძაჩემი მძლეოსანია, გარკვეული მიღწევებიც აქვს. ყოველთვის მომწონდა სპორტის ეს სახეობა და ფიზიკური მონაცემებიც მიწყობდა ხელს. ათი წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე ზუგდიდის რაიონში, სოფელ რიყეში.  ზუგდიდში დაბადებული და გაზრდილი ვარ. ჩემი ოჯახი დღემდე იქ ცხოვრობს. ცოტა ხნის შემდეგ მწვრთნელმა თბილისში, ოლიმპიურ ცენტრში გადმომიყვანა სავარჯიშოდ. ოჯახთან განშორება ადვილი არ იყო, მარტო წამოვედი და სულ მენატრება ჩემი ქალაქი, მეგობრები. მომიწია სკოლის გამოცვლაც. შემდეგ სკოლიდან გამოვედი, რადგან თუ გინდა, სერიოზული შედეგები გქონდეს, ამისთვის ძალიან დიდი შრომაა საჭირო, რაც ყოველდღიურ ვარჯიშს ითვალისწინებს. ამის სკოლასთან შეთავსება კი შეუძლებელი აღმოჩნდა. ყოველ დილით 8 საათზე ვდგები, ვაკეთებ პატარა მოთელვას, ვჭამ, მივდივარ ვარჯიშზე და 11 საათიდან ვიწყებ ვარჯიშს. შუალედში მაქვს ორსაათიანი შესვენება, რა დროსაც ვსადილობ, შემდეგ ისევ ვაგრძელებ ვარჯიშს. კვებისთვის განსაზღვრული დროა. მიუხედავად იმისა, რომ წონის პრობლემა არ მაქვს, მაინც აუცილებელია ამ ნორმის დაცვა.
– რომელია შენი ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება?
– ჩემს ასაკში არაერთხელ გავხდი საქართველოს ჩემპიონი. ვარ ევროპის პრიზიორიც. შარშან ევროპის ჩემპიონატზე ორი ბრინჯაოს მედალი მოვიპოვე. მას შემდეგ თავდაუზოგავად ვშრომობდი, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში წინა შედეგი გამეუმჯობესებინა. წლევანდელ ჩემპიონატზე, პოლონეთში, 94 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვიასპარეზე. ჩემი შედეგი პირველ მოძრაობაში 150, ხოლო მეორეში 182 კილოგრამი იყო.  ყველა მოძრაობაში საუკეთესო შედეგი დავაფიქსირე. ჩემპიონი გავხდი და სამი ოქროც ჩამოვიტანე.  ჯერჯერობით ეს ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ. წინ დიდი გეგმები მაქვს განსახორციელებელი.
– ალბათ, ძალიან საამაყოა, როცა შენი ქვეყნისთვის ერთდროულად სამი ოქროს მედალი მოგაქვს...
– ფინალში ჩემი კონკურენტები იყვნენ პოლონელი და რუსი. საერთოდ, აპოლიტიკური ვარ, ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ვუყურებ, როგორც კონკურენტს, ვისზე უკეთესად გამოსვლაც ერთადერთი მიზანია, მაგრამ რუსს რომ აჯობებ, მაინც კარგი შეგრძნებაა. წლევანდელ ევროპაზე ჩემი დიდი შრომა დაფასდა და ჩემ გარშემო მყოფთა იმედებიც გავამართლე.
– ხშირად გიწევს შენი ძალის დემონსტრირება სხვადასხვა სიტუაციაში?
– საერთოდ, კონფლიქტური არ ვარ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, ადვილად ვერ მომერევიან (იცინის). თუმცა, არის შემთხვევები, ძალის გამოყენება არც მჭირდება. ერთხელ მე და ჩემი მეგობრები ზღვაზე ვისვენებდით, უცხო ბიჭებთან ჩხუბი მოგვივიდა. ერთ-ერთმა მიცნო და თავის ძმაკაცებს ეუბნებოდა: წავიდეთ, ეს შტანგისტია, დაგვხოცავს ცემითო და გაგვეცალნენ (იცინის).
– როგორია შენი სამომავლო გეგმები?
– ვემზადები მსოფლიო ჩემპიონატისთვის, რომელიც ოქტომბერში მალაიზიაში გაიმართება, მე  25 ოქტომბერს გამოვდივარ.  ძალიან მონდომებული ვარ, რომ ისევ მედალი ჩამოვიტანო და ჩემი გულშემატკივარი გავახარო. ახლა კიდევ უფრო მეტი დატვირთვით ვვარჯიშობ. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენსა და მალაიზიას შორის დროში განსხვავებაა, დილის 6 საათზე ვიწყებ ვარჯიშს, რომ ამან პრობლემა არ შემიქმნას. ჩემი ყველაზე დიდი სამომავლო გეგმაა 2020 წელს ოლიმპიადაზე საქართველოს სახელით გამოსვლა და ოლიმპიური ჩემპიონობის სტატუსის მოპოვება, რისთვისაც ძალ-ღონეს არ დავიშურებ.
– რა ხდება პირად ცხოვრებაში, ალბათ, ბევრი გოგონა ცდილობს ჩემპიონის  გულის მოგებას?
– შეყვარებული ვარ და ჩემს შეყვარებულს შტანგა ჰქვია (იცინის). გოგო არ არის ჩემს ცხოვრებაში, ჯერჯერობით. რაც ჩემპიონი გავხდი, ძალიან ბევრი, ჩემთვის სრულიად უცხო ადამიანი მილოცავს. ამხელა სითბოსა და ყურადღებას არ ველოდი და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის. მწერენ გოგოებიც. მთავაზობენ, გავიცნოთ ერთმანეთიო. თუმცა, მაინცდამაინც სერიოზულად არ ვეკიდები ამ საკითხს.

скачать dle 11.3