კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მასტერი: „იმედია, მამას არაფერს ეტყვიან ამაზე“

გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი ბოლო პერიოდია, მოსკოვში მოღვაწეობს. თუმცა, ქართველ მსმენელს თავს არ ავიწყებს და ყოველთვის ახალი სიმღერებით ანებივრებს. ახალი კლიპიდან ფრაზა: „მაინც დამსინა ამ ბოსის შვილმა,“ ყველამ აიტაცა და შესაბამისად, სიმღერაც ჰიტად იქცა. კლიპში „ბოსის შვილი“ ნუკი კოშკელიშვილია. არის თუ არა ეს კლიპი ვინმესთვის მესიჯი, თავად მასტერი გიამბობთ.
– კლიპიდან ფრაზა: „მაინც დამსინა ამ ბოსის შვილმა“, ყველამ აიტაცა. ვინმესთვის ეს მესიჯია?
– კონკრეტული მესიჯი არავისთვის არ არის, უბრალოდ, ერთი ისტორიაა გადმოცემული. მსგავსი რამ ძალიან ხშირად ხდება – მისწერ გოგოს, არ გპასუხობს და „გსინავს“. მინდა, გითხრათ, ეს ცუდი შეგრძნებაა და მეც მქონია (იცინის). მწერენ ხოლმე: არ მჯერა, შენ თუ „დაგსინესო“. რატომაც არა, მეც ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. შესაბამისად, მქონია ასეთი შემთხვევები, თან –  არაერთი. ზოგადად, თავს ვიკავებ და პირველი არავის ვწერ. არ მინდა, „დამსინონ“, ამის კომპლექსი მაქვს. არც ის მესიამოვნება, ვინმემ თქვას, „მეჩალიჩებაო“. ამიტომ, პირველი მიწერას ყოველთვის ვერიდები. რაც შეეხება კლიპში გადმოცემულ ისტორიას, მე არ მეხება. თუ ვინმეს ვწერ, მსგავსი წერილები არ მახასიათებს. საუბარს ჩვეულებრივად ვიწყებ: „ჰეი, რას შვრები?“  „როგორ ხარ?“ და მსგავსი ტექსტებით. თავიდან არც ზედმეტი კომპლიმენტები მიყვარს. მაგალითად „ეს რა ლამაზი გოგოა“, „გაიხედე, მზე შენთვის ამობრწყონდა“ და მსგავსი (იცინის).
–  ელოდებოდი, ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა?
– მართლა რეკორდული ნახვები აქვს. ვიცოდი, რომ ჰიტი იქნებოდა, აიტაცებდნენ და შეიყვარებდნენ, მაგრამ იმას ვერ წარმოვიდგენდი, 3 დღეში მილიონ-ნახვამდე თუ ავიდოდა.
– ნუკი როგორ დაითანხმე კლიპში მონაწილეობაზე? მეგობრობდით?
– ჩვენ არ გვქონდა ურთიერთობა. ტყუილებს არ მოვყვები და არ ვიტყვი, რომ ვმეგობრობდით ან ვძმაკაცობდით. ჩვეულებრივად მივწერე და შევთავაზე. მან კიდევ, მოუსმინა სიმღერებს, რაღაც კლიპები ნანახიც ჰქონდა და ძალიან მოეწონა. დარწმუნდა, რომ კარგ ხარისხს დავდებდით და დამთანხმდა. მოკლე პერიოდში დავმეგობრდით. ახლა ნიუ-იორკშია, კლიპი გავუგზავნე და მოეწონა. მეც გამიხარდა. სამომავლოდ, ალბათ,  კიდევ ვითანამშრომლებთ.
– „აქცენტის“ საქმიანობა როგორ მიდის? როგორ ართმევ თავს „მასტერის“ და „აქცენტის“ საქმეს?
–  „აქცენტმა“ ცოტა პაუზა გააკეთა, იქიდან გამომდინარე, რომ თბილისში მომიწია ჩამოსვლა. ძალიან რთულია ერთდროულად ორივეს კეთება და „აქცენტი“ შეიძლება ითქვას, მეჩაგრება. თავიდან რომ ვთქვი, საქართველოდან მივდივარ-მეთქი, ყველას ეგონა, რომ აღარ ვიაქტიურებდი. მაგრამ ისე გამოვიდა, რომ  მოსკოვში ჩასვლის შემდეგ უფრო გავაქტიურდი. არცერთ ჩემს კოლეგას არ ეწყინოს, მაგრამ, პირველი ვარ, ვინც სხვა ქვეყანაში წავიდა და უფრო აქტიურად აგრძელებს კარიერას სამშობლოში. ჩემი მსმენელი ნამდვილად ვერ გრძნობს მასტერის აქ არყოფნას. იცი, როგორ ვაკეთებ? ვიღებ რამდენიმე კლიპს, მერე მივდივარ და რაღაც პერიოდის განმავლობაში ვდებ. განებივრებული მყავს ჩემი მსმენელი.
–  როგორ დაისვენე ზაფხულში?
–  არ დამისვენია, კონკრეტულად არსად წავსულვარ. მოდი, დავისვენებ –  ასეთი მომენტი არ მქონია. კლიპები გადავიღე და სიმღერებზე ვმუშაობდი. თან, მამაჩემის გვერდში ვარ სულ. აქედან გამომდინარე, მამამ მასტერიც მოიტაცა და აქცენტიც (იცინის). ბათუმში ვიყავი ჩასული მეგობრებთან ერთად. მეტი არაფერი –  არც საკურორტო რომანი მქონია და არც დასვენება.
–  მამა რექტორია. როგორ შეეგუა შენს რეპერობას?
–  მამა რექტორი იყო, ახლახან დაინიშნა გარემოს დაცვის მინიტრის მთავარ მრჩევლად. ერთ კურიოზს მოვყვები. იმედია, მამას არაფერს ეტყვიან ამაზე (იცინის). ამ თანამდებობაზე რომ დაინიშნა, მეორე დღეს მქონდა „დამსინას“ გადაღება, რომელიც წყნეთში, ტყეში მიმდინარეობდა. ტყეში კოცონი დავანთეთ და იმხელაზე აალდა, „მეკაიფებოდნენ“, ახლა ტყე რომ გადავწვათ, მამაშენი წინა დღის დანიშნულია გარემოს დაცვის მინისტრის მთავარ მრჩევლადო... ძალიან სასაცილო იყო. მამაჩემი შეგუებულია. უფრო მეტიც, ძალიან უყვარს ჩემი შემოქმედება. ამაყობს ჩემით და თავის მეგობრებთანაც ლაპარაკობს ჩემს სიმღერებზე. პირველად, როცა მამაჩემს თანამშრომლებმა უთხრეს, შენი შვილის სიმღერებს ვუსმენთო, მერე მიხვდა, რომ მაგარი ვიყავი (იცინის). სრული მხარდაჭერა მაქვს როგორც მამის მხრიდან, ასევე, დედისგან. 
– სოციალური ქსელი დაგეხმარა პოპულარობაში?
– რა თქმა უნდა. ტელევიზიებმა, შეიძლება ითქვას, ბლოკი შემიკრეს. ოღონდ, ვერ ვიტყვი,  ვიღაც მებრძვის ან რაიმე მსგავსი. 8 კლიპს რომ გადაიღებ და ყველაზე უარს გეტყვიან შოუები, სხვა რა უნდა იფიქრო. მერე ვთქვი, ჩემი ტელევიზიაც და ჩემი ყველაფერი სოციალური ქსელია– მეთქი. „ფეისბუქზე“ შევქმენი ისეთი სიტუაცია, რომ ყველას ვაწვდენ ჩემს სათქმელს. პირდაპირი მნიშვნელობით შემიძლია ვთქვა, რომ ვაზანზარებ ქართულ შოუ-ბიზნესს. 2016 წლის საუკეთესო მომღერლის ჯილდოც გადმომცეს. თავადვე გავიპიარე თავი. საქართველოში ბაზარი არ არის, რომ გყავდეს კარგი ვიდეომემონტაჟე, კარგი ოპერატორი. განა არ არიან? უბრალოდ, ძალიან ცოტაა ასეთი პროფესიონალები და დაკავებულები არიან. შესაბამისად, მიწევს, ვიყო რეჟისორი, სცენარისტი, კლიპის მემონტაჟე, დირექტორი და ყველაფერი. პროდიუსერი არასდროს მყოლია. ძალიან მარტო ვარ ამ მხრივ. თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ მჭირდება ადამიანი, რომ მითხრას: მოდი, ასე ვქნათ, ასე გავაკეთოთო. ის, რომ პოპულარული ხარ, არ ნიშნავს, ბევრი ხალხი გყავს გარშემო. სხვათა შორის,  ძალიან ცოტა მეგობარი მყავს.
– რატომ?
– არ ვიცი, ასე მოხდა. ჩემს დაბადების დღეზე, მაქსიმუმ 10 ადამიანი შეიკრიბოს ბიჭიან– გოგოიანად. ასე მოიტანა ცხოვრებამ. ნამდვილი მეგობრების ცნობა ვიცი და აქედან გამომდინარე, ცოტა მყავს.
– რუსულ შოუ-ბიზნესში თავის დამკვიდრება არ გაგიჭირდა?
–  ვერ ვიტყვი, რომ თავი დავიმკვიდრე. მიდიან ქვეყნიდან და რაღაცებს „გვაბოლებენ“ ხოლმე. შევძელი ის, რომ RUTV-ზე სამეულში მოვხვდი. ეს იმხელა გამარჯვებაა ჩემთვის, როგორც მომღერლისთვის, აწი სულ არაფერი რომ არ გავაკეთო, საკუთარ თავთან მექნება სათქმელი, რომ რაღაც შევძელი.
– ამერიკაშიც ცხოვრობდი რაღაც პერიოდი. ამერიკულ ცხოვრებას როგორ გაიხსენებ?
– ისეთი ცხოვრება არ მქონია, როგორიც ამერიკულ ფილმებშია (იცინის). 15 წლის ვიყავი რომ წავედი და ზღაპარივით მახსოვს ის პერიოდი. ამერიკაში კარგად ვთამაშობდი ფეხბურთს. საქართველოში უფრო სათადარიგო სკამის ფეხბურთელი ვიყავი. ამერიკაში თან ვმღეროდი და იქ ვეზიარე რეპს. დიდი გამოცდილება მომცა ამ ქვეყანამ, დამოუკიდებლად ცხოვრებას შემაჩვია. ამერიკელების ოჯახში ვცხოვრობდი. იყო რთული პერიოდები, მონატრება და რაღაც მსგავსი. ორი წელი დავყავი და მერე ჩამოვედი. ისე, ამერიკელები ადამიანურად ახლოს არიან ჩემთან, სხვათა შორის, რუსებიც. ძალიან დიდი სითბო მივიღე მათგან. ამერიკაში ვიყავი ჩვეულებრივი ქართველი ბიჭი. ყველამ იცოდა, ჩემთან რაზე უნდა ეხუმრა და რაზე –  არა. იქ ყველაფერს იუმორში ატარებენ. ნათესავებს უგინებენ ერთმანეთს. მე ჩემი მენტალიტეტი ეგრევე გავატარე და იცოდნენ, რომ ყველაფერზე ვერ მეხუმრებოდნენ (იცინის).
– პირად ცხოვრებაში რა ხდება?
– პირადს რაც შეეხება, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მაქვს, მაგრამ არის ერთი გოგო, რომელზეც მეფიქრება. შეიძლება, რაღაც მოჰყვეს ამ ურთიერთობას, მაგრამ ჯერ არ ვიცი. აქამდეც მქონდა მცდელობა, რომ რაღაცეები ამეწყო, მაგრამ არ გამომივიდა ჩემ გამო. მაინცდამაინც ყურადღებით არ გამოვირჩევი და არის კიდევ ბევრი რამ, რაც პრობლემებს ქმნის ურთიერთობაში.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავს, რას გწერენ ხოლმე?
–  ყოველდღიურად ვიღებ 300 წერილს მაინც. ყველას ვერ ვხსნი. დაბადების დღეზე 21 000 მოლოცვა მქონდა.  20-30 წერილს ყოველდღე ვხსნი და აუცილებლად ვპასუხობ. საერთოდ, ჩემს მსმენელთან ძალიან უშუალო ვარ. ერთხელ ერთ ადამიანს შევხვდი, მოვიდა ჩვეთან, ფოტო გადაიღო და ისე გამოველაპარაკე, სახლში მივიდა თუ არა მომწერა: დღეს რომ გნახე, ის ვარ და ჩვენ მანამდეც ხომ არ ვიცნობდით ერთმანეთსო. რატომ მეკითხები-მეთქი და უბრალოდ, ისე შემხვდი, მეგონა, უკვე ვიცნობდით ერთმანეთსო (იცინის).
– პოპულარობა დამღლელი არ არის?
–  არა. ჩემი პოპულარობა არ გამოიხატება იმით, რომ ვიღაცა მიცნობს. უბრალოდ, ყოფილა მომენტი, როცა მდომებია, ყველას არ ვეცნე.  ხანდახან მეგობარ გოგოსთან ერთად გინდა, სადმე წახვდიე, დაჯდე, ჩაი დალიო და არ გესიამოვნოს 10-ჯერ საუბრის შეწყვეტა. მაგრამ, მაინც ყოველთვის დავუთმობ დროს ნებისმიერ ადამიანს. ყველაზე მეტად, რაც არ მომწონს და ყველა ჩემს მსმენელს ვასწავლი, ეს არის: როცა დამინახავთ, არასდროს იფიქროთ, ახლა ვერ მივალ, ახლა ცუდ ხასიათზეა და რაღაც მსგავსი. ერთმა მომწერა, გოგოსთან ერთად იყავი და ვერ მოვედიო. გოგოსთან ერთად რომ ვიყავი, მაშინ უნდა მოსულიყავი-მეთქი (იცინის).
– სახლში „მოიყვანე ცოლის“ თემა არ არის?
–  მამაჩემს დავურეკავ და იმას ჰკითხეთ (იცინის). ოჯახში დედის მხირდან დიდად არ არის, მაგრამ მამის... (იცინის). რაღაც თემას ერთად რომ გავივლით მე და მამა, ბოლოს დააყოლებს: ეგ კარგი, მაგრამ, როდის უნდა გადავწყვიტოთ შენი დაოჯახების საკითხი. მამას და ბებიას უნდათ, ცოლი მოვიყვანო, ალბათ, შვილიშვილი უფრო უნდათ, ვიდრე ჩემი ცოლის მოყვანა. ისე, ვერ წარმომიდგენია, გავიღვიძო და გვერდზე მეუღლე მყავდეს (იცინის).

скачать dle 11.3