კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „მონათლეს გეიდ” გიორგი მარშანია ტრანსსექსუალის როლის შესრულების შემდეგ და დატოვა თუ არა მან „კომედი შოუ” კონფლიქტით

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” ახალი პერსონაჟის გამოჩენას დიდი ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საუბარია ტრანსექსუალ ნინოს (ნუკრი) შესახებ, რომლის როლსაც მსახიობი გიორგი მარშანია ასრულებს. რთული იყო თუ არა მისთვის ამ როლზე დათანხმება, როგორია ტრანსსექსუალის როლის მორგება, ვინ შეიტანა ეჭვი მსახიობის ორიენტაციაში და დატოვა თუ არა მან ერთი წლის წინ „რუსთავი 2” GDS-ზე გადასვლის გამო, პირადად გიორგი მარშანიასგან შეიტყობთ.
– გიორგი, რთული იყო ტრანსსექსუალის როლზე დათანხმება? არ გიფიქრია, როგორი გამოხმაურება მოჰყვებოდა ამას?
–  ტრანსსექსუალის როლს პროფესიულად რომ მივუდგეთ, ძალიან რთული შესასრულებელია. ამიტომ, იმაზე ვფიქრობ, კარგად ვაკეთებ ჩემს საქმეს და ნაკლებ საინტერესოდ მიმაჩნია, ვინ რას იტყვის. მე მსახიობი ვარ და როლების შერჩევა არასდროს დამიწყია. ტრანსექსუალის როლი იმდენად საპასუხისმგებლოა, თავიდანვე ამაზე ვნერვიულობდი და არა იმის გამო, რომ კაბის ჩაცმა მომიწევდა.
– ტრანსსექსუალებს არ აკვირდებოდი?
– რამდენიმე გადაცემა ვნახე ტრანსსექსუალების მონაწილეობით, მაგრამ პირადად მე, არცერთ მათგანს არ ვიცნობ. თუმცა, თამარ მეფის ქუჩაზე გამივლია ღამე მანქანით და იქ დამინახავს (იცინის). მათ ხომ ქალის თვისებები აქვთ და ამიტომ, ქალებს უფრო ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, მანერები უფრო მდედრობითი სქესისგან ამეღო, ვიდრე მათგან.
– რომელიმე ტრანსსექსუალი თუ გამოეხმაურა ამ როლს?
– ტრანსსექსუალი – ჯერ არა. აი, ჩემი ნაცნობები კი მეუბნებიან, რომ კარგი როლია ანდა, ძალიან ბევრი ვიცინეთო. სოციალურ ქსელშიც არ მინახავს უარყოფითი შეფასებები. ძირითადად ტრანსსექსუალებისადმი დამოკიდებულებას განიხილავენ და ამბობენ, რომ მათთან მეტად შემწყნარებლები უნდა ვიყოთ და აგრესია არაა საჭირო. სადღაც წავიკითხე, როგორ ეყო ამ მსახიობს გამბედაობა, რომ ასეთი როლი შეასრულაო. მართლა არ ვფიქრობ, რომ აქ რამე გასაბედი იყო.
– ყველაზე დიდი სირთულე რა არის, როცა ტრანსსექსუალს თამაშობ?
– ტრანსსექსუალი ერთდოულად ქალიცაა და კაციც. ჩემთვის შეიძლება, ჩვეულებრივი ქალის როლი უფრო მარტივი სათამაშო იყოს, რადგან,  ის ბოლომდე ქალია. ტრანსის შემთხვევა ძალიან რთულია, რადგან ორი სქესის თვისებები ერთმანეთშია არეული და რაღაც დოზით, ორივე უნდა გქონდეს.
– ქუსლები?
– ოო, ეგ ყველაზე დიდი სირთლე და საშინელებაა (იცინის). რა თქმა უნდა, მიჭირს ქუსლებზე სიარული. არ ვიცი, ეკრანზე თუ ჩანს, მაგრამ ისეთი მაღალი და წვრილი ქუსლია,  მასზე, უბრალოდ, დგომაც მიჭირს და სიარული ხომ, საერთოდ. თან, ჩემი ზომა ქალის ფეხსაცმელიც არაა ადვილი საპოვნელი და ცოტა პატარა მაქვს. მოკლედ, ფეხები საშინლად მტკივა – ვერ გავიარე ისე, როგორც მინდოდა. არადა, ტრანსსექსუალები ქუსლებზე კარგად დადიან.
– ბევრმა ვერც გიცნო ამ როლში.
– ვინც მიცნობს, იმათთვის სასაცილო იყო ჩემი კაბაში დანახვა. ყვველა წერს, რა მაგარ ტანზე დგას, ბევრ გოგოს შეშურდებაო. ვიღაცეები წერდნენ, ჩვენი უბნელი გოგოებიდან ყველას შეშურდებაო (იცინის). სხვათა შორის, ზოგიერთმა ნაცნობმაც ვერ მიცნო. გადაღებისას, ვინც არ მიცნობდა და პირველად პირდაპირ ამ ფორმაში მნახა, კითხულობდნენ: ეს მართლა გეიაო?! სხვათა შორის, ეს კითხვა ბევრს გაუჩნდა. ჩემთვის უცნობი ადამიანები ჩემს ნაცნობებს ეკითხებიან: ეგ მართლა პიდარასტიაო. ჰოდა, ჩემი ნაცნობები პასუხობენ, რომ არაა ასე (იცინის). როცა ამ როლს დავთანხმდი, არ მიფიქრია: ვაიმე, ვინმემ არ იფიქროს, რომ მართლა გეი ვარ-მეთქი. ჯერ ერთი, არ ვარ და მეორეც, მთელ საქართველოს ხომ არ დავუწყებ ამის მტკიცებას. ვიცი, რომ მაყურებელის ნაწილი მსახიობზე როლის მიხედვით იქმნის წარმოდგენას, მაგრამ ამას ვერ გაექცევი. რამდენიმეს ეწერა: პიდარასტებიღა გვაკლდა ამ სერიალშიო. თუმცა, ბევრმა მიცნო: ეს ბიჭი „კომედი შოუსა” და „თქვენს შოუშიც” გამოდიოდაო. მაგრამ, არ მიმაჩნია, რომ ძალიან ცნობილი ვარ. თან, უკვე ერთი წელია „კომედი შოუდან” წამოვედი.
– მაგრამ, წარმატებულ შოუს და კარიერას ასე უბრალოდ არ ტოვებენ. გადახვედი GDS-ზე, რის სანაცვლოდ მოიქეცი ასე?
– არაფრის სანაცვლოდ. მინდოდა, სხვა საქმიანობით დავკავებულიყავი. ჩემი ანიმაციური სტუდია მაქვს და მინდოდა, მისთვის მეტი ყურადღება დამეთმო. ახლახან თეატრალურში – დრამის რეჟისურაზე ჩავაბარე და მაგისტრატურისთვის მომზადება ხომ მჭირდებოდა?!. გარდა ამისა, ცოტა ცვლილებები და სიახლეც მინდოდა. რაც შეეხება GDS-ს, „რუსთავი 2-იდან” იმიტომ არ წამოვსულვარ, რომ ამ არხზე გადავსულიყავი. წამოსვლიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, მივედი GDS-ში, ელემენტარული შემოსავალი რომ მქონოდა. თან კვირაში ორი დღე ვმუშაობდი, ისიც რამდენიმე საათით გადაცემაზე „არაკორექტული შოუ”. უბრალოდ, კორესპონდენტი ვიყავი. თან, ორ თვეში ეს პროექტი დაიხურა. ამ ორ არხს შორის პოლიტიკური კონტექსტის შემცველი დამოკიდებულებებია და ამიტომ, ბევრ ჩემს ნაცნობსაც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეც ამ ნიშნით გავაკეთე არჩევანი. სინამდვილეში, მსგავსი არაფერი ყოფილა. 
– არ გაგიჭირდა წარმატებულ კარიერაზე უარის თქმა?
– კი, დიდ რისკზე მივდიოდი, მაგრამ მარტივად არაფერი ხდება. თუ ცვლილება გინდა, რაღაცაზე უარი უ©ნდა თქვა და ახალი დაიწყო. რთული იყო, რადგან ერთი წელი ჩავარდნა მქონდა. უმუშევარი ვიყავი, თუ GDS-ში გატარებულ ორ-სამ თვეს არ ჩავთვლით. თუმცა, სირთულეებისთვის მზად ვიყავი, რადგან მანამდე ბევრი მქონდა ამაზე ნაფიქრი. ტელევიზიებიდან იყო შემოთავაზებები, მაგრამ ისევ იუმორისტულ სცენარებთან დაკავშირებით, რაც ჯერჯერობით აღარ მინდა. ეს რომ მდომოდა, ისედაც ვიყავი ყველაზე რეიტინგულ იუმორისტულ გადაცემაში. ამიტომ, უარს ვამბობდი. მოკლედ, ერთი წელი უმუშევრობასა და ცუდ ამბებში გავატარე, მაგრამ სამაგიეროდ, ბევრი ფილმი ვნახე, წიგნები წავიკითხე და საკუთარი თავის განვითარებაზე ვიზრუნე. 
– GDS-ზე „არაკორექტულ შოუში” იყავი. ამ შოუში „რუსთავი 2-ზე” გასული ხუმრობა ნიკა გვარამიამ სერიოზულად გააპროტესტა. იმ გადაცემის შემდეგ, სერიალში ისევ „რუსთავი 2-ის” ჯგუფთან დაბრუნებამ უხერხულობა არ შეგიქმნა?
– ვისთანაც შეიძლებოდა, ეს უხერხულობა მქონოდა, ახლა ყველამ იცის, რაც მოხდა რეალურად. იციან, რომ „რუსთავი 2.” იქ გადასასვლელად არ დამიტოვებია. რაც შეეხება „არაკორექტულ შოუში” „რუსთავი 2-ზე” გასულ ხუმრობას, იმ გადაცემას მე არ ვგეგმავდი. როგორც თანამშრომელს, მეც მეხებოდა და არ ვამბობ, რომ ვემიჯნები და არაფერ შუაში ვარ, მაგრამ მე, უბრალოდ, კორესპონდენტად ვმუშაობდი. შემსრულებელი, მსახიობი ვიყავი და არა – პროდიუსერი, რომელიც გადაცემის მიმართულებას გეგმავს და არც – სცენარისტი. რასაც მავალებდნენ, იმას ვაკეთებდი, თუმცა „რუსთავი 2-ზე” გაკეთებულ სიუჟეტებსა და ხუმრობებში მე არ მიმიღია მონაწილეობა. „რუსთავი 2-ზე” ხუთწლიანი მუშაობის შემდეგ, ჩემგან ასეთი საქციელი მართლა უხერხული და არაკოლეგიალური იქნებოდა. თუმცა, ეს სამსახურია და მონაწილეობა რომც მიმეღო, ეს ჩემი პირადი დამოკიდებულება არ იქნებოდა. პირადი ურთიერთობები ვისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, მათ ავუხსენი და არანაირი პრობლემა არაა.
– გასაგებია. ბოლოს, რაც შენს პირად ცხოვრებაზე იწერებოდა, ჩანდა, რომ მსახიობ თეკლა ჯავახაძესთან საკმაოდ სერიოზული ურთიერთობა გქონდა. როგორც ვხვდები, ყველაფერი დასრულდა, არა?
– კი, სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ დამთავრდა. ახლა განსაკუთრებული არაფერი ხდება და ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა.
– კარგი. შემოქმედებაში გაქვს კიდევ სიახლეები?
– „თავისუფალ თეატრში” ვთამაშობ „ჯინსების თაობაში”, „თუმანიშვილის თეატრში” სპექტაკლ „უდღეური დღეობის” აღდგენა ხდება და იქაც ვმონაწილეობ. ახლა, მაგისტრატურაში ვიწყებ სწავლას და ვნახოთ, რა იქნება.

скачать dle 11.3