კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დატოვეს ციხეში გიგი გაჩეჩილაძე შორენამ და გოჩამ და რის გამო აპირებდა ხელის თხოვნის ცერემონიალის ჩაშლას ანანო ჯოხაძე

რამდენიმე თვის წინ, გიგი გაჩეჩილაძემ და ანანო ჯოხაძემ ოჯახი შექმნეს. წყვილი დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდა ურთიერთობას. გიგი არ მალავდა, რომ შეყვარებული იყო, მაგრამ მისი რჩეულის სახელს საჯაროდ არ ამხელდა. გიგის მეუღლე, ანანო ჯოხაძე 19 წლისაა, მეორე კურსის სტიდენტია და იურიდიულზე სწავლობს. როგორც თავად ამბობენ, ასაკობრივი ბარიერი მათ ურთიერთობაში ზედმეტ პრობლემებს არ ქმნის. მხიარულმა, ლამაზმა და საყვარელმა წყვილმა მათი ოჯახური ცხოვრების შესახებ გვიამბო.
– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
გიგი: ერთმანეთი გავიცანით საერთო მეგობრებში და მერე „ფეისბუქზე“ მივწერე, ოღონდ ცოტა მორცხვად მივწერე (იცინის).
ანანო: დაბადების დღე მომილოცა და შემდეგ, უკვე გადაბმით, 2 კვირა ვწერდით ერთანეთს. პირველად 14 თებერვალს ვნახე. ზოგადად, ჩვენს ურთიერთობაში  სულ  სიმბოლური თარიღებია. ხელიც 2 იანვარს მთხოვა.
გიგი: ერთი სასაცილო შემთხვევა იყო ურთიერთობის დასაწყისში. ვურეკავდი ანრი ჯოხაძეს და თურმე დამირეკავს ანანოსთან. ვრეკავ და გოგო იღებს ყურმილს, ანრის თხოვეთ-მეთქი, ვინ არის, გიგი, ანრი, ანანო ვარო. მერე როგორღაც გადავაკეთე და უი, ანანო, როგორ ხარ-მეთქი (იცინის).
ანანო: ამ ისტორიაში მნიშვნელოვანია ის, რომ პირველად მაშინ დამირეკა, მანამდე, მხოლოდ ერთმანეთს ვწერდით. თან, გვიანი იყო, 12 საათი იწყებოდა და გამიკვირდა, ასეთი რა ხდება-მეთქი. ვუპასუხე და ანრი, რას შვრებიო (იცინის). ამის მერე დაიმახსოვრა ჩემი ნომერი.
– შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები?
გიგი: ერთმანეთს შევხვდით და მეგობრებთან ერთად წავედით. რაღაც პერიოდი სისტემატურად ვხვდებოდით. მერე, ცოტა ხნით გავწყვიტეთ ურთიერთობა, თუმცა ისევ აღვადგინეთ.
– ასაკობრივი სხვაობა ბარიერს ხომ არ ქმნის თქვენს ურთიერთობაში?
გიგი: მართალია, ასაკში დიდი სხვაობაა, მაგრამ არანაირ ბარიერს არ გვიქმნის. საერთოდ, ამერიკულ ყაიდაზე ვარ გაზრდილი და ჩემთვის, რაც უფრო დიდხანს რჩები ახალგაზრდად, უკეთესია. არ ვცდილობ დაბერებას. ჩემი აზრით, კაცობა იმით არ მტკიცდება, რომ, რაც შეიძლება სწრაფად დაბერდე. ანანო ისე არ აზროვნებს, როგორც ჩვეულებრივი, 19 წლის გოგო. ისე არაა, რომ რაღაცეებს ვერ ხვდებოდეს და სადმე დაფრინავდეს.  ძალიან ჩამოყალიბებულია, იცის, რა უნდა, როგორ უნდა და რას აკეთებს ამ ქვეყანაზე. ამან მომხიბლა მასში. არც ისეა, რადგანაც პატარაა, ჩემს ხელში უნდა გაიზარდოსო და რაღაც სისულელეები (იცინის). ჩვენ ისეთი ოჯახი გვაქვს, ყოველთვის ვითვალისწინებთ ერთმანეთის აზრს. ვეკითხებით, ვურჩევთ ერთმანეთს, ერთად ვგეგმავთ ყველაფერს და ასე შემდეგ.
– როდის მიიღეთ ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება? ერთხელ თითქოს გადაიფიქრეთ დაქორწინება...
გიგი: არ გადაგვიფიქრებია, უბრალოდ, ცოტა ხნით გადავდეთ. დიდად არ მიყვარს პირადზე ლაპარაკი.  რასაც ვამბობ, ათი იმდენი უკან მრჩება.  ამიტომ, ასე ვთქვათ, ვმალავდით ამ ყველაფერს. რაც შეეხება ოჯახის შექმნას,  მე გადავწყვიტე. გუდაურში ვიყავით მეგობრებთან ერთად და იქ ვთხოვე ხელი. ახალი წელი იყო და ვფიქრობდი, რა მეჩუქებინა –  ყველაფერი ნაჩუქარი მქონდა უკვე. მერე მეგობრებმა მითხრეს, რა უნდა აჩუქო, შენ გარდაო. დავფიქრდი, რაღას ველოდო, კიდევ რა არის საჭირო, რომ დავრწმუნდე და ეს ნაბიჯი გადავდგა-მეთქი. როცა ჩემს შეკითხვას პასუხი ვერ გავეცი და ყველანაირი არგუმენტი ამოწურული მქონდა, მერე გადავწყვიტე, ეს ნაბიჯიც გადამედგა. ძალიან ვნერვიულობდი. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ სადაც გუდაურში ხელის თხოვნის ცერემონიალი დავგეგმეთ, ცოტა გვიან მოგვივიდა იქ ასვლა და ყინავდა. ანანო გზაში ლამის გაიყინა (იცინის).
ანანო: მატყუებდა, შენთვის დიდი საჩუქარი მაქვს და მანქანაში დევსო. მე ვერ მოვითმინე და ვითომ საგუნდაოდ გავედი გარეთ. ვიყურები, მანქანაში საჩუქარი არ დევს, რატის მანქანაში ჩავიხედე –  იქაც არაფერია. გული დამწყდა, ალბათ, დაავიწყდა-მეთქი.  ბოლოს აღმოჩდა, რომ არ დავიწყებია. მაგრამ, ისეთი სიცივე იყო, ლამის გეგმები ჩავუშალე. ზოგადად, სიცივეს ვერ ვუძლებ. ხელები ისე მქონდა გაყინული, ორი საათი ვტიროდი. ჩემ გარდა, ყველამ იცოდა და მამშვიდებდნენ. მერე ჩემს დაქალს წამოცდა, მალე ბედნიერი იქნებიო.
გიგი: ძალიან მაგარი ფოიერვერკი გვქონდა ნაყიდი. ხელის თხოვნის პროცესში გაუშვეს, მაგრამ ეს არ გვინახავს არც მე და არც ანანოს. ისე ვნერვიულობდი, ვერაფერს ვხედავდი (იცინის). ფოიერვერკის გაშვების დროს ვთხოვე ხელი.
ანანო: მანამდე ვიცოდი ამ ფოიერვერკის შესახებ და ველოდებოდი, როდის გაუშვებდნენ, 200 მეტრზე უნდა ასულიყო. ამ მოლოდინში ვარ და მესმის გიგის სიტყვები. გიგი მოიცადე, ამას ვუყურებ და მერე მითხარი-მეთქი. ბოლოს, რომ გავიგონე, ანანო, იცი, მე ბევრი ვიფიქრე და დროა, დავქორწინდეთო, შემოვტრიალდი და გაოცებული ვუსმენდი.
გიგი: ისე ვნერვიულობდი, ეს ბეჭედი, რაშიც იდო, პირიქით დავიჭირე, ვეღარ მივხვდი, ძალას თუ ვატანდი და გახსნის დროს ყუთი გავტეხე (იცინის).
ანანო: შოკირებული ხომ ჩავიკეცე, მაგრამ მაინც გავაპარე თვალი ბეჭდისკენ (იცინის). ორივე ხელით გამომიწოდა ბეჭედი, ავიხედე და აბა, სად არის ბეჭედი-მეთქი (იცინის). მეც, ნერვიულობისგან, ვერც ბეჭედი დავინახე და ვერც ვერაფერი. დღეს ეს ყოველივე ძალიან ტკბილად მახსენდება.
– ანანო, არ გიფიქრია, რომ გიგის შეიძლებოდა, ხელი ეთხოვა?
– არა, სხვათა შორის. კი ვხვდებოდი რაღაცეებს, მაგრამ მაინც არ ვფიქრობდი. ერთმა რამემ დამაფიქრა. ჩემმა მეგობარმა მკითხა, ახალი წლისთვის საჩუქრებს ვყიდულობ გოგოებისთვის და მითხარი შენი თითის ზომაო. არ მიყვარს ბეჭდები და არ მიყიდო-მეთქი. არა, გინდა თუ არა, მითხარიო (იცინის). ბოლოს დიდმა საჩუქარმა, მაინც შემაცდინა.
გიგი: თითის ზომაში ბევრჯერ ავცდით. მაგ დროს „ცეკვავენ ვარსკვალავებით“ ვიყავი დაკავებული და ანანომაც დიდი ბეჭედი მომიტანა, მეც დიდი ნიშნობის ბეჭედი ვაჩუქე. 
– თქვენს ქორწილზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. თავად დაგეგმეთ ყველაფერი?
ანანო: თავიდან გიგის არ ეცალა და მეუბნებოდა, ყველაფერი შენი გემოვნების მიხედვით იყოსო. მაგრამ ბოლოს აღმოჩნდა, რომ თურმე, მარტო ჩემს გემოვნებაზე არ უნდა ყოფილიყო. რამეს რომ ვეკითხებოდი, ჩემი აღარ მოსწონდა და ბოლოს არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა.
– ამბობენ, თანაცხოვრების შემდეგ ურთიერთობა იცვლებაო. თქვენს შემთხვევაში, როგორ არის?
ანანო: ჩვენთან ასე ნამდვილად არ არის. იგივეა-მეთქი, ვერ ვიტყვი, ალბათ, კიდევ უფრო შეგვიყვარდა ერთმანეთი. თან, ჩვენ ქორწილამდეც ნათქვამი გვქონდა, რომ ერთად ვიცხოვრებდით. ასე რომ, დიდი ცვლილება არ ყოფილა. მე ვერ ვხედავ, ყოველი შემთხვევისთვის.
გიგი: საერთოდ არ არის ცვლილება, ერთადერთი, ისაა, რომ თავში დალაგდა ყველაფერი. როცა ცოლი გყავს, უფრო სხვანაირად უყურებ ცხოვრებას. აქამდე თანხებს ნებისმიერი მიმართულებით ვისროდი, კლუბში  600-1000-2000 ლარს ვხარჯავდი. ახლა აღარ ვისვრი ფულებს აქეთ-იქით (იცინის). აღარც მომწონს ისეთი რაღაცეები, რაც ადრე მომწონდა, თუნდაც დალევა. სადაც მივდიოდი, გიჟივით ვსვამდი. ახლა საერთოდ შევეშვი, სიგარეტსაც თავს ვანებებ. მოკლედ, ცოლმა ჯანმრთელ ცხოვრებაზე დამაფიქრა. დილით დავრბივარ კიდეც (იცინის).
– ანანო, საოჯახო საქმეებში თუ გეხმარება?
– კი, როგორ არა. ისეთი არ არის, რომ მარტო მე უნდა გავაკეთო. ერთადერთი, რასაც არ აკეთებს და  ზუსტად ვიცი, არასდროს გააკეთებს, ეს ნაგვის გადაყრაა (იცინის). დანარჩენი –  საჭმელზე, რომ პრობლემა ჰქონდეს, არა. თვითონ დგება, თვითონ იმზადებს. დილითაც რამდენჯერმე დაუხვედრებია ჩემთვის გამზადებული საუზმე.
გიგი: არასდროს მინდოდა ისეთი ოჯახი, სადაც იქნებოდა სიტუაცია: სახლში მოვედი, ქალო, საჭმელი გამიკეთე, „ნასკი” გამხადე და ასე შემდეგ. ბედნიერი ვარ, ასეთი რაღაცეები რომ არ ხდება.
– ანანო, გიგი ცნობილი სახეა და ბევრს უყვარს. ამ მხრივ რთულია მისი ცოლობა?
–   ვიცოდი, როგორი ცხოვრებაც ჰქონდა და რა მელოდა, მაგრამ არანაირი პრობლემა არ მაქვს. თვითონაც იტყვის ამას. მისი გადატვირთული გრაფიკის გამო, არასდროს მითქვამს რამე. ერთადერთი შემთხვევა მახსენდება, როცა ვიკამათეთ. დილის 6 საათზე შემოვიდა სახლში, მე კიდევ 9-ზე უნდა ავმდგარიყავი. მაღვიძებს დილის 6-ზე, მოვედიო. მაშინ გავბრაზდი. ყოველთვის ვეუბნები: გიგი, მე დავიძინებ და შენ მოდი. ვიცი, სადაც არის  და ამიტომ პრობლემებს არ ვქმნი.
– რამდენი ხანია, რაც დაქორწინდით?
ანანო: დაიცა, პროგრამით მაქვს დათვლილი და გეტყვით, ზუსტად 71 დღეა. პროგრამით  იმიტომ ვითვლი, რომ მერე, ერთი წლის თავი აღვნიშნოთ (იცინის).
გიგი: ამას პროგრამა გაახსენებს და მე, რომ დამავიწყდება, იტყვის, რატომ არ გახსოვსო (იცინის).
– როგორი მულია შორენა?
– ხშირი შეხება არ გვაქვს. როცა ჩამოდის, მარტო მაშინ ვნახულობ, თუმცა ძალიან კარგი, უშუალო, კონტაქტური და თბილი ადამიანია.
გიგი: ჩემს დას მოსწონხარ, თორემ, არც კონტაქტური იქნებოდა და არც უშუალო (იცინის). ყველაზე ცუდია ის ჩვენს ოჯახში – რას გიზამს, იცი? (იცინის)
ანანო: არა, ძალიან კარგია შორენა, არ გეთანხმები. რადგან იქ იზრდებოდა და მკაცრი იყო, ამიტომ ამბობს ასე.
გიგი: ჩემი დის ხელში ვარ გაზრდილი ნახევრად. ამერიკაში რომ ვიყავი, ჩემი და და სიძე მზრდიდნენ. ერთელ ციხეში დამტოვეს ორი დღე. იქ კლასში მყავადა 3500 კაცი და სხვადასხვა  გაკვეთილზე შევდიოდით ერთად. ამ 3500 ბავშვიდან თითქმის ყველა წავიყვანე შატალოზე. ამის გამო დაგვიჭირეს და მიგვიყვანეს ციხეში. მშობლებს ურეკავენ. ყველას მოაკითხეს და მე კიდევ ორი დღით დამტოვეს (იცინის).
– გიგი, არჩევანს თუ გიწუნებდა ხოლმე?
– ყველა დაწუნებული ჰყავს, ანანოს გარდა (იცინის).

скачать dle 11.3