კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

შვილმა მისი მეგობრის სიყვარული  არ მაპატია
ცხოვრებაში ბევრი რამ მინანია, მაგრამ ის, რომ ჩემი შვილის მეგობარი შემიყვარდა და მასთან ვარ, ამას ნამვილად არ ვნანობ. საკმაოდ პატარა, 16 წლისა გავთხოვდი და მალევე გავშორდი ქმარს. უსიყვარულო ცხოვრებას შვილით ხელში მარტო დარჩენა ვამჯობინე. შვილის გაზრდას შევწირე მთელი ახალგაზრდობა და არასდროს მიფიქრია, მის გარდა, სხვა მამაკაცი ყოფილიყო ჩემ გვერდით. რეზიც სულ ამაყობდა და ყველას ეუბნებოდა, დედაჩემმა ჩემ გამო, ყველაფრი დათმო და ისე გამზარდა, უმამობა არ მიგრძვნიაო. ერთ დღესაც, რეზიმ სახლში მისი მეგობარი, ბექა მოიყვანა. მასზე ბევრი რამ ვიცოდი, კურსელები იყვნენ და ბევრ დროს ატარებდნენ ერთად. ბექა პირველად მაშინ ვნახე, როცა რეზიმ მისი დედის პანაშვიდზე წამიყვანა. გული მომიკვდა, ისე ტიროდა დედას. მოკლედ, ბოლო დროს მოუხშირა ჩვენთან სიარულს. თავიდან  სხვა თვალით არ შემიხედავს, უბრალოდ, მეცოდებოდა, დედის გარეშე რომ დარჩა და ვცდილობდი, რაც კი მქონდა, მისთვისაც გამენაწილებინა. ღამეც რჩებოდა ჩვენთან. თუმცა, რაც დრო გადიოდა, მასში მამაკაცურ თვისებებს უფრო მეტად ვამჩნევდი და თანდათან სულ სხვა გრძნობა მიჩნდებოდა მის მიმართ. დღეს, მე და ბექა ერთად ვცხოვრობთ. ჩემმა შვილმა კი ეს არ გვაპატია და ორივე სამკვდრო-სასიცოცხლოდ მოგვიძულა. კიდევ ვამბობ, ვინმეს რომ ეთქვა, შენი შვილის მეგობარი შეგიყვარდებაო, ალბათ, თავს გავუტეხავდი, მაგრამ ასე მოხდა. ბექა 25 წლისაა, დედისერთა და საკმაოდ დამოუკიდებელი ადამიანია. არასდროს, არავისთან დაუმალავს, რომ ჩემ გვერდით უნდოდა ცხოვრება. ეს მამამისმაც იცოდა. როცა გვერდი-გვერდ ვდგავართ, ვერავინ იტყვის, რომ ჩვენ შორის 17 წელია სხვაობა. მიუხედავად ასაკისა, საკმაოდ კარგად გამოვიყურები და ბექასაც, თავის წლოვანებასთნ შედარებით, დიდი შეხედულება აქვს. მართალია, მამამისი თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ ვერაფერს გახდა და შეგვეშვა. მე არც კი ჩამრია, ისე მოაგვარა ბექამ მამასთან საქმე. ჩვენთან არ მოდის, მაგრამ ბექა ხშირად ურეკავს და აკითხავს მამას. ჩემმა შვილმა კი სამუდამოდ დამკარგა და ალბათ, ვერასდროს შემოვირიგებ. მეუბნებიან, გიღირდა პატარა ბიჭის სიყვარულის გამო შვილის დათმობაო? მაგრამ, ეს ის გრძნობაა, რომელსაც ვერ მოვერიე. ალბათ, ბევრი გამკიცხავს, მაგრამ არავინ იცის, რა სიმწრით გამოვზარდე მარტოხელა დედამ შვილი, უსიყვარულოდ... ყოველ ღამეს ტირილში ვატარებდი... და თუ გულმა ისევ იგრძნო მამაკაცური სითბო და სიახლოვე, ეს დანაშაულია? როცა ბექასთან გადავწყვიტე ცხოვრება, არც კი მიფიქრია, რას იტყოდნენ სხვები. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რეზისთვის როგორ მეთქვა ეს ამბავი, დიდი იმედი მქონდა, გამიგებდა. თუმცა, ასე არ მოხდა. რა იქნება ხვალ, არ ვიცი. მაგრამ დღეს მე, როგორც ქალი, ბედნიერი ვარ, როგორც დედა კი – მიტოვებული.
ეკა 42 წლის

скачать dle 11.3