კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სახეზე გამონაყარს ბუნებრივი საშუალებებით გაიქრობთ

ბევრს აწუხებს გამონაყარი სახეზე. გთავაზობთ მათთან ბრძოლის ბუნებრივ საშუალებებს:
1. ყოველდღიურად 7-8 ჭიქა წყლის მიღება, რომელშიც გაზავებულია ლიმონის წვენი, გაგიუმჯობესებთ სისხლის მიმოქცევას და დააჩქარებს კანის აღდგენის პროცესს.
2. კანის სწრაფად აღსადგენად გამონაყარზე წაისვით თაფლი, ათ წუთს გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
3. A ვიტამინით მდიდარი პომიდორი ხელს უშლის გამონაყარის გაჩენას. ამიტომ ხშირად მიირთვით ის.
4. რაციონიდან მთლიანად ამოიღეთ ან შეამცირეთ შემდეგი პროდუქტები: ყავა, ჩაი, გაზიანი სასმელები, ცომეული, ტკბილეული, ცხოველური ცხიმები.
5. დაიბანეთ სახე დღეში ორჯერ და არა მეტჯერ. ამისთვის გამოიყენეთ ნელთბილი წყალი და ნაზი საპონი.
6. ნუ შეეხებით სახეს ჭუჭყიანი ხელებით.
7. დაძინებამდე აუცილებლად მოიცილეთ მაკიაჟი.
8. გამოიყენეთ ალოე ვერას გელი. ალოე ვერას გელი ან წვენი წაისვით გამონაყარზე და დაიტოვეთ.
9. ვაშლის ძმარი სწრაფად აღადგენს თქვენს კანს. კლავს გამონაყარის გამომწვევ ბაქტერიებს და მოგაშორებთ ზედმეტ ცხიმს კანზე. სუფთა, მშრალ კანზე დაიდეთ ძმრიანი ბამბის ტამპონები (1 ს/კ ძმარი გააზავეთ 8 ს/კ წყალთან) და გაიჩერეთ 10 წუთით.   ვაშლის ძმრის ნაცვლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ ლიმონის წვენი.
10. პროტეინებით მდიდარი კვერცხის ცილის ნიღაბი განკურნავს და აღადგენს თქვენს კანს. კვერცხის გულისგან განაცალკევეთ ცილა და წაისვით სუფთა სახეზე, დაიტოვეთ თხუთმეტი წუთით და ჩამოიბანეთ.
11. მოამზადეთ შვრიის ფაფა წყლით, შაქარს ნუ დაუმატებთ და სუფთა სახეზე დაიდეთ ნიღაბივით. გაიჩერეთ 10–15 წუთით და ჩამოიბანეთ. შედეგს რამდენიმე პროცედურის შემდეგ შენიშნავთ.
12. ყინულის კუბიკები კანის გასაჯანსაღებლად ყველაზე მარტივი და ადვილი გზაა. მართალია, დაუყოვნებლივ შედეგს არ იძლევა, მაგრამ რეგულარული გამოყენებით ეფექტურია. გაიჩერეთ ყინულის კუბიკები გამონაყარზე ყოველდღიურად 10–15 წუთის განმავლობაში.

скачать dle 11.3