კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არ აპატია ქმარმა შვიდი თვის შერთულ ცოლს და როგორ მოკლა ის

მეზობელ, ასაკოვან მამაკაცზე ეჭვიანობის გამო, ქმარმა 7 თვის შეუღლებული ცოლი დანით მოკლა. უცნაური ისაა, რომ გოგონა სულ რაღაც 20 წლის, მეზობელი მამაკაცი კი – 56 წლის იყო. არაოფიციალური ვერსიით, მუდამ „პლანით” გაბრუებულ ეჭვიან ქმარს ჰალუცინაციები ჰქონდა. როგორც ამბობენ, ცოლის ღალატი მისი ერთ-ერთი აკვიატება გახლდათ. არადა, ეჭვიანობის საბაბი ქმარს ნამდვილად ჰქონდა. მეზობელი, ვისზეც მან იეჭვიანა, ამის საბაბს აძლევდა – 56 წლის მიშა დ-ს მეზობელი ქალის გაუპატიურებისთვის, წარსულში, 5 წელი პატიმრობა ჰქონდა მოხდილი.
როგორც ირკვევა, 56 წლის მიშა დ-მ თანასოფლელი 18 წლის გოგონას გაუპატიურება სცადა. იცოდა, რომ გოგონა შინ მარტო იყო, დილის 8 საათზე საძინებელში შეუვარდა  და სქესობრივი კავშირის სანაცვლოდ, 46 ლარი შესთავაზა. გოგონასგან კატეგორიული უარის შემდეგ, ბაბუისტოლა კაცმა მისი ძალით გაუპატიურება განიზრახა. მან დაუდგენელი დასახელების წამლის ამპულა დაანახვა და უთხრა, რომ მასში საწამლავი ესხა. მოწამვლით დაემუქრა, თუ ნებაყოფლობით არ დასთანხმდებოდა. გოგონამ იატაკიდან ღუმელის საჩხრეკი რკინის ჯოხი აიღო და მოძალადეს რამდენჯერმე დაარტყა. ამ დროს მამაკაცს  46 ლარი დაუცვივდა. თუმცა, ის გოგონას ყელში სწვდა და ჯერ დერეფანში, შემდეგ კი მისაღებში წაათრია. იქ კი გაუპატიურების მიზნით საწოლზე დააწვინა, თან პირზე ხელს აფარებდა, რომ გოგოს არ ეყვირა. შეეცადა შორტები გაეხადა მისთვის, მაგრამ გოგონა აქტიურ წინააღმდეგობას უწევდა. კაცმა ამპულას თავი მოამტვრია და მოწამვლის მუქარით, მის დამორჩილებას ცდილობდა, მაგრამ ხელი გაეჭრა. სისხლით ოთახი და იატაკი დაისვარა. გოგონამ დრო იხელთა და მოძალადეს ფეხებსშუა ძლიერად ამოარტყა. ხელიდან გაუსხლტა, ეზოში გავარდა და მეზობლებს უხმო საშველად. ამის დანახვაზე მიშა სახლში გაიპარა. თუმცა, მეზობლებმა მომხდარი პოლიციას აცნობეს. გამოძიებისას, მამაკაცმა  მომხდარი აღიარა, შემდეგ კი, სასამართლოზე უარყო, მაგრამ სასამართლომ აღარ დაუჯერა. როგორც განაჩენში ვკითხულობთ, მას არ დაუჯერეს და იმის მიუხედავად, რომ მოძალადემ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა, სასამართლომ არ დაინდო, არც მისი ასაკი გაითვალიწინა და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
როგორც ირკვევა, გათავისუფლების შემდეგ,   მიშა  დ. სოფელში დაბრუნდა.  სწორედ მისი მიზეზით მოკლა მერაბ კ-მ ცოლი. არადა, დღემდე არავინ იცის, რეალურად ღალატობდა თუ არა ცოლი ქმარს. ამის გამო სასამართლოზე პატიმრის შერაცხადობის საკითხიც დაისვა. მაგრამ, რადგან ექიმებმა ამ მხრივ ჯანმრთელად მიიჩნიეს, ცოლის მკვლელი ციხეში 14 წლით გაამწესეს.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მერაბ კ-სა და აწ გარდაცვლილი ხათუნას რომანი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში, მაშინ დაიწყო, როცა ზაფხულის არდადეგებზე გოგონა დეიდასთან, მერაბის სოფელში ისვენებდა ხოლმე. ბავშვების სიყვარულის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა და ყველა გულშემატკივრობდა.  თუმცა, რადგან სკოლის დამთავრების შემდეგ ხათუნამ ერთ-ერთ კერძო ინსტიტუტში ჩააბარა და სოფელში ჩასვლას ხშირად ვეღარ ახერხებდა, შეყვარებულებმა დაქორწინება გადაწყვიტეს. მართალია, გოგონას ბებია (მას მშობლები გარდაცვლილი ჰყავს) შვილიშვილის გათხოვებას ნაადრევად მიიჩნევდა, მაგრამ ბიჭის ოჯახმა – სათანადოდ ვიზრუნებთო და რადგან ბავშვებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, დააქორწინეს.
უცნაურია, მაგრამ 3 თვის შემდეგ ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მიზეზი კი მიშა გახდა, რომელიც მერაბ კ-ს, ფაქტობრივად, ბიძად ეკუთვნოდა. საიდან დაასკვნა, ძნელი სათქმელია, მაგრამ რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ცოლი მასთან ღალატობდა.
ამ შემზარავი ამბის გამო, მერაბის  დედა ორ ცეცხლშუა აღმოჩნდა, რადგან ოჯახში კონფლიქტის მიზეზი მეზობლად მცხოვრები ნათესავი გახდა. ქალს ძალიან ერიდებოდა, მაგრამ ნათესავს მაინც სთხოვა, რომ მათ ოჯახთან ურთიერთობას, შეძლებისდაგვარად, მორიდებოდა.
სიტუაცია ისე დაიძაბა, ბიჭის სახლში მალე ოჯახური კრება შედგა. უფრო ზუსტად, სახლში ხათუნას დეიდა და მისი სხვა ნათესავები დაიბარეს, სადაც საბოლოოდ უნდა გარკვეულიყო, ნამდვილად ღალატობდა თუ არა გოგონა ქმარს. მოგვიანებით, ოჯახში აყალმაყალის მთავარი მიზეზი – მიშაც მივიდა. თუმცა, ინტიმური ურთიერთობა როგორც ხათუნამ, ისე მიშამაც კატეგორიულად უარყვეს. საქმე იქამდეც მივიდა, რომ ეჭვიანმა ქმარმა ნათესავზე საცემად გაიწია, მაგრამ მიშა იქაურობას გაარიდეს.
საბრალდებო დასკვნის თანახმად, მიშას წასვლის შემდეგ ცოლ-ქმრის ჩხუბი კვლავ გაგრძელდა. ღალატის ბრალდებით შეურაცხყოფილმა ცოლმა საბოლოოდ გადაწყვიტა სახლის დატოვება, მაგრამ ქმარი წინ გადაუდგა, უთხრა, რომ დილით ბიძას ისევ მოიყვანდა და თუ მისი თანდასწრებით იტყოდა, რომ ღალატობდა, იმ შემთხვევაში გაუშვებდა. გამთენიისას, მერაბ კ-მ ცოლი გარეთ გაიყვანა. ოჯახის წევრებს ეძინათ და არ გაუგიათ. მოულოდნელად კი ყვირილი შემოესმათ. გარეთ გასულებს კი შემზარავი სურათი დახვდათ - ქმარს ცოლისთვის დანა მიცელში  ორჯერ დაერტყა, რის შედეგადაც გოგონა ადგილზე გარდაიცვალა...
რაზე საუბრობდა განმარტოებული ცოლ-ქმარი, ამის მოწმე არავინაა. სასამართლოზე კი, ეჭვინმა ქმარმა შემდეგი ჩვენება მისცა:  „ხათუნა ცოლად რომ შევირთე, ქალწული არ აღმოჩნდა. თუმცა, ვაპატიე, რადგან ძალიან მიყვარდა. მიშასთან რომ მღალატობდა, ამაზე თავად მიყვებოდა. გარეთ რომ ვსაუბრობდით, ვთხოვე: რაც მე მომიყევი ყველას თანდასწრებით არ გაიმეორო-მეთქი. მან კი მითხრა, რომ მიშასთან იმიტომ გღალატობ, შენგან შვილი არ მიჩნდებაო. გავითიშე, არ მახსოვს რა გავაკეთე. როცა გონზე მოვედი, ქუჩაში გავრბოდი. გზად მეზობელი გოგონა დავინახე, მას ვთხოვე, ჩემს სახლში წასულიყო და გაეგო, რა ხდებოდა...”
გარდაცვლილის დეიდა, რომელიც სასამართლოზე მოწმის სტატუსით დაიკითხა, დისშვილის ნაამბობს იხსენებდა: „ჩემი დისშვილი  მეუბნებოდა, რომ მერაბი  ეჩხუბებოდა, რადგან მიიჩნევდა, რომ მიშას საყვარელი იყო. გოგოს დანით ემუქრებოდა,  აიძულებდა, რომ ღალატი ეღიარებინა. ამიტომ, იძულებული გახდა, ქმრის ვერსია ხმამაღლა დაედასტურებინა. ხათუნამ მითხრა, რომ ქმარი აწამებდა. ერთხელ დასერილი ფეხიც მაჩვენა – ფეხებს მისერავს, არსად რომ არ წახვიდეო.  მერაბი  თურმე საბნიდან მატყლს იღებდა და ოთახის სხვადასხვა ადგილებში ტოვებდა იმის დასადგენად, რომელ ოთახში დადიოდა ხათუნა”. 
რაც შეეხება განსასჯელის დედას, რომელსაც რძალზე ცუდი არასდროს უთქვამს, სასამართლოზე განაცხადა: „გოგო ჩემს შვილს დასცინოდა – მეზიზღები, რას ჰგავხარ, არ მიყვარხარო. სულ ამ ფრაზას უმეორებდა. ამის მომსწრე არაერთი ადამიანი და მათ შორის, ხათუნას დეიდაც გამხდარა. ერთხელ, თავის ყურით რომ მოისმინა დისშვილის ფრაზები, უსაყვედურა კიდეც – თუ არ გიყვარდა, რატომ გაჰყევი ცოლადო”.
 რადგან მერაბ კ-ს ფსიქიკური მდგომარეობა ეჭვს იწვევდა, სასამართლო პროცესზე მისი შერაცხადობის საკითხი დადგა. პირველ ეტაპზე ჩატარებული ფსიქიატრიული ექსპერტიზის თანახმად, განსასჯელმა მკვლელობა სულიერი აღელვების ნიადაგზე ჩაიდინა, მაგრამ ეს დასკვნა კომისიურმა ექსპერტიზამ შეცვალა. საბოლოოს დასკვნით, მან ცოლი ეჭვიანობის გამო, „ობიექტის დაკარგვის შიშით მოკლა”. როგორც ფსიქიატრებმა განმარტეს: როგორი მწვავეც არ უნდა იყოს პიროვნებისთვის ესა თუ ის ინფორმაცია, თუკი ის ამბავი მისთვის ადრეც იყო ცნობილი, მით უმეტეს, ამის გამო სისტემატური დავაც თუ მიმდინარეობდა, მისი ხელახალი შეხსენება, უეცარ სულიერ აღელვებას ვერ გამოიწვევსო. ანუ, რადგან ცოლ-ქმარი ეჭვიანობის გამო სისტემატურად დავობდა, ექსპერტებმა მიიჩნიეს, ამ ინფორმაციის კიდევ ერთხელ გახსენება აფექტს არანაირად არ გამოიწვევდაო. როგორც ფსიქიატრებმა ახსნეს, აფექტი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქმარი ცოლს მაშინ მოკლავდა, როგორც კი ამ ინფორმაციის შესახებ პირველად შეიტყო. თუმცა, როგორც პატიმარი განმარტავდა, მან ცოლი არა მხოლოდ ეჭვიანობის, არამედ იმ სიტყვების გამო მოკლა, მას უშვილო რომ უწოდა და შვილის გაჩენას მეზობლისგან აპირებდა. თუმცა, ეს ვერსია სასამართლომ იმ მოტივით არ გაიზიარა, რომ მიიჩნია, თავის მართლებისთვის იყო მოგონილი.
მკვლელობის გამო გარდაცვლილის ახლობლები ყოფილი სიძისთვის უვადო პატიმრობას ითხოვდნენ. მაგრამ, მერაბ კ-ს სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

скачать dle 11.3